კლუბის ახალწვეულის წარდგენა, მედიის წარმომადგენელთა თანდასწრებით, 19 ოქტომბერს, 16:30 საათზე შედგება
გორის "დილაში" ორ კვირაზე მეტხანს იმყოფება ბრაზილიელი თავდამსხმელი ნათან ჟუნიორი. იგი გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ პირველი ახალწვეული გახდა.

სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა შიდაქართლურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაუკავშირა საკუთარი მომავალი.

23 წლის ფორვარდი ნათან სოარეშ დე კარვალიო ჟუნიორი რიო დე ჟანეიროშია დაბადებული და 2005 წლამდე "ფლამენგოს" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 2005-2008 წლებში კვიპროსის "ანორთოსისის" ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, პროფესიული კარიერა კი რიგის "სკონტოში" დაიწყო.

ნათან ჟუნიორმა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 2011 წლის ბოლომდე ითამაშა. 69 მატჩში გატანილი 45 გოლი - ასეთია მისი სკონტოური მონაგარი. მიმდინარე წლის იანვარში მან კონტრაქტი ავსტრიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე "კაპფენბერგთან" გააფორმა და მაისის ბოლომდე მის რიგებში ნათამაშებ 13 მატჩში 1 გოლი მიითვალა (მის მიერ რეალიზებული პენალტით ვენის "აუსტრია" იქნა ძლეული).

მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა ზამთრამდე დახურულია და გორელთა მიერ მხოლოდ თავისუფალი აგენტის გადმობირება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ სტატუსის მქონე ნათან ჟუნიორთან (184 სმ, 79 კგ) გააფორმეს შიდაქართლური კლუბის მესვეურებმა კონტრაქტი.

კლუბის ახალწვეულის წარდგენა, მედიის წარმომადგენელთა თანდასწრებით, 19 ოქტომბერს, 16:30 საათზე შედგება. ამ დროს გორის "დილა" საკუთარ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 20 ოქტომბერს ფოთში გასამართავი ეროვნული ჩემპიონატის მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.

აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ გუნდში კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარჯიშობს, რომლის "დილასთან" კონტრაქტის ბოლო დეტალების შეთანხმება დასკვნით სტადიაშია.

ეს გახლავთ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი რამოს დოს სანტოს ლეონარდო, რომლის ბოლო პროფესიული კლუბი მინსკის "დინამო" გახლდათ, სადაც მან 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

fcdila.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა