საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში, ქართველი ფეხბურთელი "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა #17 დაწესებულებაში მოინახულა
პატიმრობაში მყოფი გიორგი დემეტრაძე, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა #17 დაწესებულებაში მოინახულა.

დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 2010 წელს დააპატიმრეს. მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი დემეტრაძესთან.

- გიორგი, პატიმრობის განმავლობაში თუ განხორციელებულა თქვენზე რაიმე სახის ზეწოლა?

- ვიმყოფებოდი ჯერ გლდანის, შემდეგ რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში. ამ ხნის განმავლობაში კარცერში ერთხელ ვარ ნამყოფი. ეს მოხდა მეექვსე განყოფილებაში.

უფროსი იყო დათო მარგებაძე. 28 დღე ჩამკეტეს, ბარათი დამიბლოკეს, არც კბილის ჯაგრისი მქონდა, არც ქაღალდი. ჩემი ჩაკეტვის მიზეზი აუხსნელი იყო. 28 დღის განმავლობაში დღეში ერთი საათით მიშვებდნენ, გარდა შაბათ-კვირისა.

ამის მერე დავწერე საჩივარი, რომლის შემდეგაც ჩემთან მოვიდა გაგა მკურნალიძე. ვკითხე, რატომ გამომკეტეს.

მან კითხვა დამიბრუნა, რატომ არ გიშვებენო? საჩივრის დაწერის მერე მომხსნეს კარცერიდან.

- სხვა პატიმრების წამების ფაქტები თუ გინახავთ რომელიმე საპყრობილეში?

- გლდანის ციხეში სულ მესმოდა პატიმართა ყვირილი და განწირული ხმები. ყველაზე მეტად ოლეგ ფაცაციას არ აქებდნენ.

- თქვენი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი ცნობილია, თუმცა ამ მოტივს არ ეთანხმები. როგორ ფიქრობ, რატომ დაგაკავეს?

- დღემდე ვერ გავიგე ეს. არც ვიცოდი, რა მუხლია ქურდული ტრადიციები. ციხეში გავიგე ამ მუხლის შესახებ.

ადამიანი, რომელთანაც სატელეფონო საუბარი გამომიქვეყნეს, არის ჩემი მეგობარი. მან მომიკითხა, როგორ ხარო? შემდეგ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, თუმცა ერთმანეთამდე არც მიგვიშვეს და ერთად დაგვიჭირეს.

ჩემს მეგობარს, დათუნა გაგნიძეს, ჩემს თვალწინ ჩაუდეს იარაღი. ამის მერე გვეუბნებოდნენ, რომ დანაშაული გვეღიარებინა. გვითვლიდნენ პროკურატურიდან და გვევაჭრებოდნენ - აღიარეთ და ამდენი გადაიხადეთო.

აღიარების დროს ხელი უნდა დაგვედო ერთმანეთისთვის, რაზეც განვაცხადეთ კატეგორიული უარი.

სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ჩვენ კი გვაქვს მტკიცებულებები, რომ უდანაშაულოები ვართ.

საქმეში წერია, რომ მანუჩარ მარგიანმა და ვინმე კურცხალიამ ამოუღეს იარაღი გაგნიძეს. ეს ორი პირი რომ დაიბარეს სასამართლოში, მათ თქვეს, რომ იარაღი არც ერთს არ ამოუღია გაგნიძისთვის.

მათ კითხეს, ვინ ამოუღო იარაღი, თუმცა თქვეს, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. გვედავებიან, რომ კიევში იყო ქურდული გარჩევები და იქ ერთად იყავითო. დათუნა ჩემს ჩასვლამდე იყო კიევში და საზღვარი, შესაბამისად, სხვადასხვა დროს გადავკვეთეთ.

ეს მტკიცებულებაც მივიტანეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ჩვენ მოვითხოვეთ იარაღზე ექსპერტიზაც იმის დასადგენად, რომ დათუნას ანაბეჭდები იყო თუ არა იარაღზე, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაგვატარებინეს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ კალაძესთან მეგობრობის ფაქტორიც იყო თქვენი დაკავების საფუძველი?

- შეიძლება ასეა, მაგრამ ვერაფერი გავიგე. აღიარებითი ჩვენება რომ არ მივეცით, ვირთხა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გაგვასამართლა ასე.

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელობის პირობებში თუ გქონდათ შიშის ფაქტორი?

- შიშის ფაქტორი არასდროს არ მქონია. პირველი ღირსება, კაცობა და ადამიანობაა. შიში რომ მქონოდა, დანაშაულს ვაღიარებდი.

- სამედიცინო მომსახურება როგორია დაწესებულებაში?

- ძალიან ცუდი იყო. ახლაც ალბათ იგივე მდგომარეობაა. სათანადო მკურნალობას ვერ უწევენ ავადმყოფებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ, ვერ დადიან, ეტლებზე სხედან და აქ იმყოფებიან პირობების გარეშე.

- როგორ შეაფასებდით თქვენი მეგობრის, კახი კალაძის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას?

- კახი ნიჭიერია. როგორც ფეხბურთში იყო ძალიან მაგარი, ამ სფეროსაც აუღებს ალღოს და წარმატებებსაც მიაღწევს.

- აგვისტოში პრეზიდენტმა შეგიწყალათ. თუ გქონდათ სურვილი, რომ შეწყალება შეგხებოდათ ან თუ გქონდათ განცხადება ამის თაობაზე დაწერილი?

- ფურცელი მივიღე, სადაც ეწერა, რომ სასჯელი გამინახევრდა. მე არც მითხოვია შეწყალება და არც ვთხოვდი. თვითონ არ გახდეს სააკაშვილი ცოტა ხანში შესაწყალებელი.

- ახალი ხელისუფლების პირობებში მოითხოვ თუ არა, რომ თქვენი საქმე გადაიხედოს?

- ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის შესახებ ყველამ იცის - ცამდე მართალი ვარ და იმედი მაქვს, რომ როგორც მე, ისე პატიმრების დიდი ნაწილი საკუთარ ოჯახებს ახალ წლამდე ნახავენ.

საქმეების გადახედვას წლები დასჭირდება, თანაც იმ ნაძირალა მოსამართლეების ხელში, ვინც დავალებებს ასრულებდნენ, რაც ცუდია და უკანონო პატიმრები უნდა გაგვათავისუფლონ.

- გათავისუფლების შემდეგ რა გეგმები გაქვთ? კალაძის მსგავსად, ხომ არ გეგმავთ სპორტიდან პოლიტიკაში წასვლას?

- 36 წლის ვარ და აქტიურ ფეხბურთს ვეღარ დავუბრუნდები. შემდგომში ვნახოთ. უსაქმურად არ დავრჩები.

პატიმრობის პერიოდში მეჩვიდმეტე დაწესებულებაში ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი პატიმრებთან ერთად. აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს.

რაც შეეხება პოლიტიკას, არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. რომ გავალ, ცოტა ხანს დავისვენებ და შემდეგ მოვიფიქრებ, რა უნდა ვქნა, თუმცა ძალიან მაწუხებს პატიმრების ბედი და თუ გავედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკანონო პატიმრებს დავეხმარო.

ამ დაწესებულებაში ნახევარზე მეტი პატიმარი მეორე-მესამე ნაწილით ზის. აქედან 99% შეთითხნილი საქმეებია, ნარკოტიკის ჩადების გამო იმყოფებიან ციხეში. ამის გარჩევა, ვის რამდენი აბი ჩაუდეს, წლების საქმეა და უკანონო პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

- ცოტა ხნის წინ ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. რა რეაგირება იყო ამ დაწესებულებაში?

- ყველამ იცოდა, რომ პატიმრებს აწამებდნენ, მაგრამ კადრები რომ გავრცელდა, ჩვენზე ძალიან იმოქმედა.

ყველაზე დამნაშავეები არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ამდენ ხალხს უშვებენ ციხეებში. პირველ რიგში, ასეთი პატიმრების საქმეები უნდა გადაიხედოს.

მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ გავალ აქედან, რითაც შემეძლება, პატიმრებს დავეხმარები. #6 დაწესებულებაში ჩემთან იჯდა ბიჭი, რომელსაც ტერორისტულ აქტს აბრალებდნენ.

მან საერთოდ არ იცოდა, ტერორიზმი რა იყო. რომ გავალ, მას დავეხმარები, რითაც შემეძლება. უამრავი ადამიანი ზის, რომელსაც შეხება არ ჰქონია დანაშაულთან. შეგიძლია შეხვიდე #6-ში?

- კი, შემიძლია.

- ორი წუთით გთხოვ, რომ ნახო ავთანდილ ძაძუა. ესაა, ვისაც ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებენ.

აბსოლუტურად უდანაშაულოა და პირველად მართლა ციხეში გაიგო, რა არის ტერორიზმი. ციხემ კარგი რაც მომცა, ის არის, რომ ბევრი ვაჟკაცი და კარგი ადამიანი გავიცანი.

მთელი ცხოვრება რომ აქტიურ ცხოვრებას მივდევდი და უცბად უმიზეზოდ გამომკეტეს, ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო, მაგრამ უნდა გავუძლო და ვუძლებ კიდეც.

ყველაზე მეტად ვინც მენატრება, ჩემი ოჯახია, ჩემი და, დიშვილი, მამა და მეგობრები. იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები.

ხათუნა გაგნიძე

"ინტერპრესნიუსი"

ani
კაცი ხარ კაცური!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!
imano
იმედია განთავისუფლდები ტყვეობიდან , ძლივს არ ვნახე ერთი კაცი ვინც იძახის პატიმრებს მივეხმარები აქედან რო გავალო. დემე მინდა გითხრა მაგარი ცუდი ფეხბურთელები გვყავს , მათ ხომ იცოდნენ შენი უდანაშაულობა თუნდაც არველაძეებმა, ხიზანიშვილმა, კობიაშვილმა, დიდმა მწვრთნელმა ქეცბაიამ და ა.შ,ერთი სერიოზული გაფიცვა მოეწყოთ, რომელიმე თამაშის წინ , თუნდაც მეგობრულ შეხვედრას რომ ეძახით მოეთხოვათ თქვენი განთავისუფლება, მართალია ფიფა ამის გამო გაგვიბრაზდებოდა, მაგრამ გვეცოდინებოდა რომ ....
badri
საინტერესოა ის ხალხი ტვალებში როგორ შეგხედავს ვისაც ჯეროდა შენი დანაშაულის? გისურვებ მალე განტავისუპლებას და ყველაპერი კარგად იქნება.
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს