ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტურის წინათქმა

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტურის წინათქმა

20 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩები გაიმართება
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატი განახლდება და გავიგებთ, ვინ როგორ გამოიყენა ეს პერიოდი.

ახლა, როცა უმაღლესი ლიგის სტარტი უკვე ჩავლილია, გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება, მე-10 ტურის ტურის შემდეგ კი კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება იმის შესახებ, თუ რომელი კლუბის ამბიციებია მართებული და ვისი საქმეა არცთუ სახარბიელოდ.

იმერული დერბი უმთავრესია

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მესამეადგილოსანს მასპინძლობს.

კარგია, რომ შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გადაიცემა, ამით დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მცხოვრებ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ მატჩის მონაწილეთა დონის შეფასება.

"ტორპედო" ერთპიროვნულ ლიდერ "დინამოს" ფეხდაფეხ მისდევს და, ბუნებრივია, დღევანდელ დაპირისპირებაში მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ისახავს. ქუთაისელები მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით, სტაბილურად, ჩავარდნების გარეშე ასპარეზობენ და საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს "ტორპედოს" ახალგაზრდული შემადგენლობა სატურნირო დაძაბულობას.

წესით, "ჩიხურა" ქუთაისში ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხით უნდა ჩადიოდეს. მეტოქისგან განსხვავებით, ხომ სოსო ფრუიძის გუნდისთვის ევროთასებზე გასვლა მიზნად არავის დაუსახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩხერელებს უფრო მშვიდ ვითარებაში შეუძლიათ ზრდა და განვითარება.

თუმცა, ისიც ფაქტია, "ჩიხურა", რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავს წარმოადგენს, უმაღლეს ლიგაში არცთუ მოკრძალებული მიზნებით დაბრუნდა და სასტარტო მატჩებმა ყველას დაანახა, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

"ჩიხურას" მიზნები კი დროთა განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება და ნურც იმას გამოვრიცხავთ, საჩხერელთა პროგრესი ძველებური ტემპებით რომ გაგრძელდეს.

მოკლედ, იმერეთის მთავარ ქალაქში ძალიან საინტერესო დერბის მომსწრენი უნდა გავხდეთ, რომლის გამარჯვებულის ამბიციებიც კიდევ უფრო გაიზრდება.

მარტვილში, ლიდერობის შესანარჩუნებლად

"ტორპედოს" გამარჯვება ხელს ნაკლებად აძლევს "დინამოს", რომელიც გია გეგუჩაძის გუნდს მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს. მარტვილში თამაში ნებისმიერი უმაღლესლიგელისთვის დისკომფორტთანაა დაკავშირებული და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.

წინა სეზონში "მერანმა" სხვებთან ერთად, "დინამოც" გაამწარა - მარტვილელებმა დედაქალაქელებთან ოთხ მატჩში ოთხ ქულას მოუყარეს თავი. მალხაზ ჟვანიას გუნდის მიერ ჩატარებული წარმატებული მატჩების გახსენება ნამდვილად ღირს - პირველ ეტაპზე "მერანმა" მარტვილში "დინამოსთან" ჩამორჩენაც აღმოფხვრა და გამარჯვებაც იზეიმა, მეორე ეტაპის თბილისურ შეხვედრაში კი ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ფრეს მიაღწია.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მერანი" არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ამის მიუხედავად, გუნდი მაინც იბრძვის საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად.

რაც შეეხება "დინამოს", დუშან უჰრინის გუნდისთვის მორიგი სამი ქულის მოპოვება იოლი არ უნდა იყოს, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ლიდერი მარტვილში ფავორიტის სტატუსით ჩადის.

დანარჩენს თვითონ მატჩი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ მარტვილური შეხვედრა ქუთაისურზე არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს.

ყველას თავისი საზრუნავი აქვს

ხუთი გამარჯვება ხუთ მატჩში - ასეთია გიორგი დარასელიას შთამბეჭდავი დებიუტი "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"დილამ", რომელმაც ჩემპიონატი კატასტროფულად დაიწყო, ტემპი აკრიფა და თუ დღესაც მოიგო, ლიდერთა ჯგუფში კიდევ უფრო დამაჯერებლად დამკვიდრდება.

ვერ ვიტყვით, რომ გორელებს ფოთში იოლი გასეირნება ელით, მაგრამ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, წყვილის ფავორიტი მაინც "დილაა". თუმცა იმის გამო, რომ "კოლხეთს" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, აქაც უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ.

ფოთელებს ხომ მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ ერთი გამარჯვებაც კი არ უზეიმიათ და სასწრაფოდ მართებთ მდგომარეობის გამოსწორება.

მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში "კოლხეთის" ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რასაც, რა თქმა უნდა, ზღვისპირელები კარგად აცნობიერებენ.

სეზონის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, "ზესტაფონი" და "ზუგდიდი" ერთმანეთის კონკურენტები თუ გახდებოდნენ, თუმცა დღეს სწორედ ასეა - ამ ორ გუნდს ქულათა იდენტური რაოდენობა აქვს და ჯერჯერობით, ორივე ზეექვსეულში შესასვლელად იბრძვის.

შესაბამისად, მათი ურთიერთშეხვედრა ბევრს გადაწყვეტს. ამ მომენტისთვის საუკეთესო ექვსეულის ზონაში ორივე მათგანი იმყოფება, მაგრამ ქულების დაკარგვა, შესაძლოა, ორივეს ძვირად დაუჯდეს.

19 ოქტომბერს გაცნობეთ, რომ "ზესტაფონმა" კონტრაქტი სერბ ნახევარმცველ იგორ იელიჩს გაუფორმა, რომლის ქართული დებიუტიც, შესაძლოა, "ზუგდიდთან" მატჩში შედგეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, სადაც ერთმანეთს დღეისთვის ქვედა ექვსეულში მყოფი გუნდები შეებრძოლებიან.

ბათუმის "დინამომ", რომელმაც სეზონი უფერულად დაიწყო, ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხიც გამოასწორა და სატურნირო მდგომარეობაც. გია გურულის გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვების შანსი "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო (უფრო ზუსტად კი, ქობულეთურ) მატჩში აქვს.

დღეისთვის ბათუმელებსა და ვეტერინარებს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ და შესაბამისად, მათი დაპირისპირება ბევრს გადაწყვეტს.

გავიხსენოთ, რომ წინა ტურში ორივე მათგანი დამარცხდა, თუმცა ორივე ძლიერ მეტოქესთან - "დინამომ" გორში წააგო, "ვიტ ჯორჯიამ" კი საშინაო შეხვედრა დათმო "ტორპედოსთან".

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "მეტალურგი". რუსთავულმა კლუბმა სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება სამწვრთნელო შტაბის შეცვლით სცადა და დაველოდოთ, როგორ გაამართლებს ეს გადაადგილება.

გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით "მეტალურგმა" პირველი შეხვედრა წინა ტურში, საჩხერეში ჩაატარა და 0:1 დამარცხდა, 20 ოქტომბერს კი ყიფიანს ახალ თანამდებობაზე პირველი გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი მიეცემა.

ქვემოქართლურ დაპირისპირებებს საკმაო ხნის ისტორია აქვს და ხშირად გვინახავს "მეტალურგსა" და "სიონს" შორის როგორც შეუპოვარი, ასევე მოსალოდნელი შედეგით დასრულებული მატჩები.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კლუბების დღევანდელი ბრძოლა პირველი კატეგორიიდან იქნება.

თანარეგიონელებს ერთმანეთისთვის დასათმობი არაფერი აქვთ - ქულები ორივეს ჰაერივით ესაჭიროება.

საქართველოს 24-ე ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტურის მატჩები

მეტალურგი-სიონი

20.10. რუსთავი. ფოლადი 15:00

მერანი-დინამო (თბ)

20.10. მარტვილი. ცენტრალური 15:00

კოლხეთი-დილა

20.10. ფოთ. ფაზისი 15:00

დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია

20.10. ქობულეთი. ჩელე-არენა 15:00

ტორპედო-ჩიხურა

2-.10. ქუთაისი. ტორპედო 18:00

LIVE რეპორტაჟი I არხზე

ზესტაფონი-ზუგდიდი

20.10. ზესტაფონი. დ.აბაშიძე 18:00

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

9

6

2

1

25-6

20

2

ტორპედო

9

6

1

2

21-7

19

3

ჩიხურა

9

5

2

2

11-8

17

4

დილა

9

5

1

3

13-7

16

5

ზესტაფონი

9

4

2

3

10-6

14

6

ზუგდიდი

9

3

5

1

10-6

14

7

მეტალურგი

9

4

0

5

6-12

12

8

მერანი

9

4

0

5

6-14

12

9

დინამო (ბთ)

9

2

2

5

10-17

8

10

ვიტ ჯორჯია

9

2

2

5

7-14

8

11

სიონი

9

1

4

4

9-17

7

12

კოლხეთი

9

0

3

6

4-17

3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა