ინდიან ველსის ცნობილ "ტენის გარდენის" მთავარ სტადიონზე... საკალათბურთო დაპირისპირება გაიმართა - წინასასეზონო მატჩში ერთმანეთს "ფინიქს სანსი" და "დალას მავერიკსი" დაუპირისპირდნენ.

ინდიან ველსის ცნობილ "ტენის გარდენის" მთავარ სტადიონზე... საკალათბურთო დაპირისპირება გაიმართა - წინასასეზონო მატჩში ერთმანეთს "ფინიქს სანსი" და "დალას მავერიკსი" დაუპირისპირდნენ. გადატენილ სტადიონზე "ფინიქსმა" 98:90 გაიმარჯვა, ხოლო "მზეების" ვეტერანმა ვარსკვლავმა გრანტ ჰილმა 16 ქულა ჩააგდო. ბოლო მეოთხედის წინა "ფინიქსი" 36 ქულით უგებდა მეტოქეს, ბოლოში კი გუნდმა 21-დან მხოლოდ 11 ნასროლი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ძალიან ცუდად ესროდა - 39% სროლის სიზუსტე, არადა ინდიან ველსში მშვიდი, სასიამოვნო უქარო საღამო იყო.

დებიუტი 79 წამი გაგრძელდა

"დენვერის" მძიმე ფორვარდ ელ ჰარინგტონისთვის სეზონი ნავსიანად იწყება - ტრავმამოშუშებულმა ჰარინგტონმა პირველად "პორტლენდთან" საგამოფენო მატჩში ითამაშა და... მარცხენა ფეხი ხელახლა დაიზიანა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ჰარინგტონი ამჯერად 2 კვირას გამოტოვებს და სეზონის პირველ მატჩებს გამოტოვებს. "დენვერმა" ეს შეხვედრა 109:99 მოიგო. "დენვერის" ფორმით ჰარინგტონმა ჯერ მხოლოდ 79 წამის თამაში მოასწრო. "დენვერს" მძიმე ფორვარდის პოზიციაზე პრობლემები აქვს. წესით, ჰარინგტონს ტრავმირებული კენიონ მარტინი უნდა შეეცვალა.

ვწუხთ მერფის მტკივანი წელის გამო

"ნიუ ჯერსის" მძიმე ფორვარდი ტროი მერფი, სავარაუდოდ, სეზონის სტარტს გამოტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს მერფი ზუსტად, მას წელი აწუხებს, თუმცა მწვრთნელებს ეიმედებათ, რომ მას ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ტრავმის გამო. ტროი ცოტა ხნით დაისვენებს. ახლა ვფიქრობთ, სეზონის დასაწყისში მის გარეშე, როგორ ვითამაშოთ", - განაცხადა "ნიუ ჯერსის" მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა. შაბათს მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში წლევანდელი დრაფტის მე-3 ნომერი დერიკ ფეივორსი იდგა, რომელსაც ურიგოდ არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა