თემურ ქეცბაიამ გუშინ "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენცია გამართა და ლატვიასთან 12 ოქტომბერს სტუმარად გასამართი მატჩის სამზადისსა და ცვლილებებზე ილაპარაკა...

თემურ ქეცბაიამ გუშინ "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენცია გამართა და ლატვიასთან 12 ოქტომბერს სტუმარად გასამართი მატჩის სამზადისსა და ცვლილებებზე ილაპარაკა:

- მატჩისთვის ვემზადებით ისევე, როგორც აქამდე. მალტასთან ძნელი შეხვედრა გვქონდა. ახლა მთავარია, ძალები აღვიდგინოთ და ლატვიისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩვენი მეტოქე ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ბევრი მათგანი კარგ კლუბებში თამაშობს. თუმცა ჩვენ ლატვიაშიც უნდა ვიბრძოლოთ და სასურველი შედეგის მიღწევას შევეცადოთ.

- როგორც ვიცით, მალტასთან ჯანო ანანიძე დაშავდა. როგორია მისი მდგომარეობა?

- ჯანომ მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ არა მგონია, სერიოზული იყოს. ზუსტი პასუხი ვარჯიშის შემდეგ გვეცოდინება.

- საქართველოს ნაკრები მალტასთან შედეგის მიღწევას ფლანგური ჩაწოდებებით ცდილობდა. ეს თქვენი დავალება იყო?

- ეს თამაშმა მოიტანა. სწორი იქნებოდა ეს თუ არასწორი, მატჩის სცენარმა გვიკარნახა. ფაქტია, რომ შედეგი ფლანგურმა შეტევამ მოგვიტანა. ლატვიაშიც, ვნახავთ როგორ წარიმართება თამაში და ამის მიხედვით განვავითარებთ შეტევებს.

- მეტოქის პლუს-მინუსებზე რა იცით?

- "სტანდარტულებს" ძალიან სახიფათოდ ასრულებენ. მაგალითად, მალტასთან ყველა სახიფათო მომენტი სწორედ ამგვარად შექმნეს. აქედან გამომდინარე, ამ პლუსის გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ. ჩვენ კი საკუთარი პლუსების გამოყენებას უნდა შევეცადოთ. შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

- შემადგენლობაში ცვლილებები თუ იქნება?

- თავისთავად იქნება, რადგან ზედმეტი გაფრთხილების გამო რიგაში ხიზანიშვილი ვერ ითამაშებს.

- მის ნაცვლად ახალი ფეხბურთელის გამოძახებას ხომ არ აპირებთ?

- არავის აღარ გამოვიძახებთ.

- მეტოქის ბოლო შეხვედრა თუ ნახეთ?

- დიახ, ვნახეთ და რაც ვილაპარაკე, მართლა ისე თამაშობდნენ, სიახლე არ ჰქონიათ.

- საქართველოს ნაკრებს ეგრეთ წოდებულ "პირველ ნომრად" თამაში უჭირს, რაც მალტასთანაც გამოჩნდა. ლატვიასთან სტუმრად უფრო ნაკლებად ხომ არ გაგიჭირდებათ?

- ჩემთვის მთავარი შედეგია. ჩვენ თუ საბერძნეთთან ფრეზე ვფიქრობდით და მივაღწიეთ ქულას, რატომ არ შეიძლებოდა, მალტას საქართველოში იგივე მიზანი ჰქონოდა? თუ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად არ შევაფასეთ, არაფერი გამოგვივა.

- სატურნირო მდგომარეობაზე რას იტყოდით?

- შაბათს ისრაელი-ხორვატიის შეხვედრა ვნახე. ხორვატებმა ადვილად მოიგეს. უკვე ცხადია, რომ ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტია. ახლა ჩვენს ჯგუფში ბრძოლა მეორე ადგილისთვის წარიმართება, რაშიც ახალი არაფერია - ასეც იყო მოსალოდნელი. სასიამოვნოა კი ისაა, 3 ტურის შემდეგ ლიდერებში ვართ. უკეთესი იქნება, თუ ბოლომდე ასე გაგრძელდება.

- საქართველოსთან მატჩში ლატვიას ერთ-ერთი ლიდერი მარის ვერპაკოვსკისი არ ეყოლება...

- ეს ლატვიისთვის სერიოზული დანაკლისია, მაგრამ ჩვენთვის ამით ბევრი არაფერი იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

- საკონტროლო შეხვედრებში კობიაშვილს ხან ხიზანიშვილს უწყვილებდით, ხან - ასათიანს. აქედან გამომდინარე, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხიზანიშვილის არყოფნაში მეორე საყრდენად სწორედ ასათიანს გაამწესებთ?

- შესაძლოა... ურიგო ვარიანტი არც ეს იქნებოდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, დაცვის ცენტრში ასათიანის ადგილზე ვინ უნდა დავაყენოთ? მე მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებში დაცვა ერთ-ერთი საუკეთესო რგოლია, შესაბამისად, ახლა ექსპერიმენტებს უნდა მოვერიდოთ. შემთხვევითი არ არის, დაცვა ამ შემადგენლობით კარგად რომ თამაშობს - 6 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავუშვით. ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ და ვფიქრობთ, ხიზანიშვილის ადგილზე ვინ დავაყენოთ. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმრო "ბომონდ გარდენის" დირექციას, რომელმაც მშვენიერი გარემო შეგვიქმნა და ყველანაირად ხელს გვიწყობს იმაში, რომ მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Gio Janiashvili
ქეცბო ჩვენ შენი გვჯერა!!!
sasha
3-5-2 ხომ არ მოსინჯავდი "ქეცო" მალტასტან თამაშში ნახევარდაცვაში შესამჩნევად დიდი დირკები იყო გარისკე
ucha_milan
წარმატებები ძმა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე