ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება

WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება

პრესტიჟულობის მიხედვით ეს ტურნირი მეხუთე მოვლენაა საჩოგბურთო სეზონში "დიდი სლემის" ჩემპიონატების შემდეგ
WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი, პრესტიჟულობის მიხედვით მეხუთე მოვლენაა საჩოგბურთო სეზონში "დიდი სლემის" ჩემპიონატების შემდეგ.

მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხშირად, ამ ტურნირზე წლის მიხედვით რეიტინგის პირველი ადგილი თამაშდება, ამ ჩემპიონატის მნიშვნელობა იზრდება.

2011 წლიდან, სეზონის რვა უძლიერესი მოთამაშის მასპინძლობის უფლება სტამბოლმა მიიღო. თამაშები სპორტკომპლექს Sinan Erdem Dome-ში ტარდება, რომლის მთავარი არენა 15 ათას მაყურებელს იტევს.

ჩემპიონატის ფორმატი უკვე დიდი ხანია უცვლელია: რვა სპორტსმენი ორ ჯგუფად იყოფა, რომლებშიც წრიული ტურნირი ტარდება. საუკეთესო ორი ჩოგბურთელი ნახევარფინალში გადის, რასაც მოჰყვება ტიტულისთვის მატჩი.

მიმდინარე სეზონში წითელ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ვიქტორია აზარენკა. პირველ ეტაპზე მისი მეტოქეები იქნებიან - სერენა უილიამსი, ანჟელიკ კერბერი და ნა ლი. ისე მოხდა, რომ ერთ ჯგუფში აღმოჩნდა ორი ჩოგბურთელი, რომელიც წელს ყველაზე ეფექტურ და მძლავრ ჩოგბურთს თამაშობდა.

2012 წელს ვიქტორიამ და სერენამ 6-6 ტურნირი მოიგეს, მაგრამ მათ შორის ურთიერთშეხვედრები კარგს არაფერს უქადის ბელარუსს - 10:1 ამერიკელის სასარგებლოდ. სამაგიეროდ, ბოლო მატჩმა აზარენკასა და უილიამსს შორის (აშშ-ის ღია ფინალი), ვიქტორიას გულშემატკივრებს იმედი გაუჩინა, რადგან ის არაფერში ჩამორჩებოდა ლეგენდარულ მეტოქეს.

ამ ეპიკური დაპირისპირების ფონზე იკარგებიან ანჟელიკ კერბერი და ნა ლი. თუმცა მათ შეუძლიათ ფავორიტთა ბრძოლაში ჩარევა. ყოველ შემთხვევაში, გერმანელი ერთადერთი მონაწილეა ტურნირზე, ვისაც სერენასთან შეხვედრებში თანაბარი ბალანსი აქვს - 1:1.

მეორე მხრივ, კერბერმა წააგო აზარანკასთან ორივე პირადი შეხვედრა, ნა ლისთან კი საერთოდ, 1:5-ს აგებს. თავად ჩინელი კი კარგად თამაშობს ვიქტორიას წინააღმდეგ - 4:4, მაგრამ ექვსიდან ხუთი მატჩი დათმო უმცროს უილიამსთან.

დასასრულს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ჯგუფში მთავარი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უილიამსსა და აზარენკას შორის უნდა წარიმართოს. თუმცა არავინ იცის, სად გადის კერბერის შესაძლებლობების ზღვარი, ნა ლის კი ესმის, რომ 2012 წელი, შესაძლოა, მისი "გედის სიმღერა" გახდეს, ამიტომაც მაქსიმალურად ეცდება თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას.

თეთრი ჯგუფის აშკარა ფავორიტად მოსჩანს მარია შარაპოვა, რომელმაც 2012 წელს სამი ტურნირი მოიგო და ჯგუფში სამივე მეტოქეთან - აგნიეშკა რადვანსკასთან, პეტრა კვიტოვასთან და სარა ერანისთან დადებითი ბალანსი აქვს.

ამასთან, მიმდინარე სეზონში შარაპოვას სამივე ტიტული გრუნტზე აქვს მოპოვებული, თანაც მასზე ერთგვარი ზეწოლა ექნება იმ ფაქტს, რომ რუსს კიდევ რჩება რეიტინგში პირველობის მოპოვების შანსი.

რადვანსკასაც სამი ტიტული აქვს წელს, მაგრამ პოლონელმა აშკარად უკლო სეზონის საშემოდგომო ნაწილში. ის აგებს შარაპოვასთან (2:7) და კვიტოვასთან (0:3) ურთიერთშეხვედრებში და მხოლოდ ერანისთან ლიდერობას - 5:1. თუმცა აგნიეშკას სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულების უდიდესი მოტივაცია აქვს.

რაც შეეხება კვიტოვას, ერთი წლის წინ, ის დაუმარცხებელი ჩანდა დარბაზის ტურნირებზე, ექსპერტები კი ახალგაზრდა ჩეხს ტურში დომინირებას უწინასწარმეტყველებდნენ. 12 თვის შემდეგ, კვიტოვა თავის ჯგუფშიც კი არ მოიაზრება ფავორიტად.

2012 წელს ჩეხმა მოიგო ორი ტურნირი, უგებს ურთიერთშეხვედრებში რადვანსკასა და ერანის (3:0), მაგრამ მარცხდება შარაპოვასთან (2:4). ამასთან, პეტრას გონებაში ექნება ფედერაციის თასის ფინალი, რომელშიც მას ტიტულის დაცვა მოუწევს თავისი ნაკრებისთვის. დარბაზში თამაში კვიტოვას არ ესწავლება, ასე რომ, მას შეუძლია ჯგუფიდან გასვლა.

დაბოლოს, სარა ერანი, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მაგრამ, ერთი შეხედვით, თეთრი ჯგუფის აუთსაიდერად მოსჩანს. დიახ, მან მოიგო წელს ოთხი ტურნირი, მაგრამ ყველა გრუნტის საფარზე. თუმცა აპენინელს ჰარდზე კარგი თამაშიც შეუძლია. ამის დამამტკიცებელია მეოთხედფინალი ავსტრალიის ღიაზე და ნახევარფინალი აშშ-ის ღიაზე.

ერანის წინააღმდეგ დამატებითი ფაქტორია მისი სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებში: 0:1 შარაპოვასთან, 1:5 რადვანსკასთან და 0:3 კვიტოვასთან.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერანის პარალელურად, წყვილთა თანრიგში მოუწევს გამოსვლა, სადაც ის რობერტა ვინჩისთან ერთად აშკარა ფავორიტია. ასე რომ, სარამ სავსებით შეიძლება მთავარი აქცენტი წყვილთა ტურნირზე გადაიტანოს.

წითელი ჯგუფი

ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი, 1)

აზარენკა vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 14-5

აზარენკა vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 31-26

აზარენკა vs თანაჯგუფელებთან: 1-10 vs უილიამსი, 2-0 vs კერბერი, 4-4 vs ლი

ტიტულები 2012 წელს: 6 - სიდნეი, ავსტრალიის ღია, დოჰა, ინდიან უელსი, პეკინი, ლინცი

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: მოგება ავსტრალიის ღიაზე

აზარენკა WTA-ის ჩემპიონატზე

მეოთხე მონაწილეობა (5-6 კარიერაში)

2009: ჯგუფში ჩარჩა

2010: ჯგუფში ჩარჩა

2011: ფინალი

ფრაზა: "ყოველი მატჩი ძალიან დაძაბული იქნება. ჩემთან ჯგუფში დიადი ჩემპიონები მოხვდნენ. ეს მეტ სტიმულს მაძლევს და მოუთმენლად ველი ტურნირის დაწყებას".

სერენა უილიამსი (აშშ, 3)

უილიამსი vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 9-1

უილიამსი vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 35-5

უილიამსი vs თანაჯგუფელებთან: 10-1 vs აზარენკა, 1-1 vs კერბერი, 5-1 vs ლი

ტიტულები 2012 წელს: 6 - ჩარლსტონი, მადრიდი, უიმბლდონი, სტენფორდი, ოლიმპიადა, აშშ-ის ღია

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: მოგება უიმბლდონზე და აშშ-ის ღიაზე

უილიამსი WTA-ის ჩემპიონატზე

მეშვიდე მონაწილეობა (15-5 კარიერაში)

1999: ტრავმა

2000: ტრავმა

2001: ჩემპიონი

2002: ფინალი

2003: ტრავმა

2004: ფინალი

2007: ჯგუფში ჩარჩა

2008: ჯგუფში ჩარჩა

2009: ჩემპიონი

2010: ტრავმა

ფრაზა: "სანამ თამაში შემიძლია, არ ვინტერესდები ვისთან და როდის ვთამაშობ. წითელ ჯგუფში ვარ ვიქტორიასთან ერთად, რაც ძალიან კარგია".

ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 5)

კერბერი vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 6-12

კერბერი vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 8-18

უილიამსი vs თანაჯგუფელებთან: 0-2 vs აზარენკა, 1-1 vs უილიამსი, 1-5 vs ნა ლი

ტიტულები 2012 წელს: 2 - პარიზი, კოპენჰაგენი

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: 1/2 ფინალი უიმბლდონზე

კერბერი WTA-ის ჩემპიონატზე

პირველი მონაწილეობა

ფრაზა: "არ აქვს მნიშვნელობა რომელ ჯგუფში ითამაშებ. აქ რვა საუკეთესო ჩოგბურთელია შეკრებილი და ყველა მატჩი რთული იქნება. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ყველა მატჩისგან სიამოვნებას მივიღებ. ეს არის პრემია კარგად ჩატარებული წლის გამო. როცა ამ სეზონს ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გავხდებოდი და აქ ვითამაშებდი".

ნა ლი (ჩინეთი, 8)

ლი vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 7-8

ლი vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 26-23

ლი vs თანაჯგუფელებთან: 4-4 vs აზარენკა, 1-5 vs უილიამსი, 5-1 vs კერბერი

ტიტულები 2012 წელს: 1 - ცინცინატი

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: IV წრე ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსი

ლი WTA-ის ჩემპიონატზე

მეორე მონაწილეობა (1-2 კარიერაში)

2011: ჯგუფში ჩარჩა

ფრაზა: "აქ მხოლოდ რვა საუკეთესო ჩოგბურთელი თამაშობს. აი, ეს არის მთავარი და კარგი პრობლემა".

თეთრი ჯგუფი

მარია შარაპოვა (რუსეთი, 2)

შარაპოვა vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 11-8

შარაპოვა vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 29-25

შარაპოვა vs თანაჯგუფელებთან: 7-2 vs რადვანსკა, 4-2 vs კვიტოვა, 1-0 vs ერანი

ტიტულები 2012 წელს: 3 - შტუტგარტი, რომი, როლან გაროსი

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: მოგება როლან გაროსზე

შარაპოვა WTA-ის ჩემპიონატზე

მეექვსე მონაწილეობა (13-7 კარიერაში)

2004: ჩემპიონი

2005: 1/2 ფინალი

2006: 1/2 ფინალი

2007: ფინალი

2011: ჯგუფში ჩარჩა

ფრაზა: "როცა აქ ჩამოდიხართ, უკვე წინასწარ იცით, რომ ჯგუფის დონე, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ძლიერი იქნება. შესაბამისად, ყოველ მატჩში დიდი ბრძოლა იქნება. სერიოზული გამოცდა გველის".

აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 4)

რადვანსკა vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 5-10

რადვანსკა vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 17-32

რადვანსკა vs თანაჯგუფელებთან: 2-7 vs შარაპოვა, 0-3 vs კვიტოვა, 5-1 vs ერანი

ტიტულები 2012 წელს: 3 - დუბაი, მაიამი, ბრიუსელი

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: ფინალისტი უიმბლდონზე

რადვანსკა WTA-ის ჩემპიონატზე

მეოთხე მონაწილეობა (3-2 კარიერაში)

2008: ჯგუფში ჩარჩა

2009: ჯგუფში ჩარჩა

2011: ჯგუფში ჩარჩა

ფრაზა: "არსებობს რვა საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში, ასე რომ, არნაირი იოლი ჯგუფი და არანაირი იოლი მატჩი. იმედია, რამდენიმე კარგ შეხვედრას ვითამაშებ".

პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 6)

კვიტოვა vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 5-7

კვიტოვა vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 15-13

კვიტოვა vs თანაჯგუფელებთან: 2-4 vs შარაპოვა, 3-0 vs რადვანსკა, 3-0 vs ერანი

ტიტულები 2012 წელს: 2 - მონრეალი, ნიუ ჰევენი

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: 1/2 ფინალი ავსტრალიის ღიაზე და როლან გაროსზე

კვიტოვა WTA-ის ჩემპიონატზე

მეორე მონაწილეობა (5-0 კარიერაში)

2011: ჩემპიონი

ფრაზა: "თქვენ არ შეგიძლიათ აირჩიოთ ჯგუფი. რვავე მოთამაშე - ძალიან ძლიერია, რომლებსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. მაქსიმალურად მოვინდომებ. მახსოვს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც გასულ წელს მქონდა. იმედია, ახლაც ასე იქნება".

სარა ერანი (იტალია, 7)

ერანი vs დანარჩენი TOP8 2012 წელს: 2-8

ერანი vs დანარჩენი TOP8 კარიერაში: 4-23

ერანი vs თანაჯგუფელებთან: 0-1 vs შარაპოვა, 1-5 vs რადვანსკა, 0-3 vs კვიტოვა

ტიტულები 2012 წელს: 4 - აკაპულკო, ბარსელონა, ბუდაპეშტი, პალერმო

საუკეთესო შედეგი სლემზე 2012 წელს: ფინალისტი როლან გაროსზე

ერანი WTA-ის ჩემპიონატზე

პირველი მონაწილეობა

ფრაზა: "რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძლიერი ჯგუფია. უბრალოდ შევეცდები ვაჩვენო ჩემი საუკეთესო თამაში. ჩემი აქ ყოფნა ძალიან გასაკვირია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა