ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა. ამ პერიოდს გუნდები მზადებისა და ამხანაგური მატჩებისთვის იყენებენ. ცხრილის ლიდერი "ზესტაფონი" თბილისში ემზადება და გუშინ "დინამოს" დუბლებთან სპარინგმატჩიც გამართა...
ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა. ამ პერიოდს გუნდები მზადებისა და ამხანაგური მატჩებისთვის იყენებენ. ცხრილის ლიდერი "ზესტაფონი" თბილისში ემზადება და გუშინ "დინამოს" დუბლებთან სპარინგმატჩიც გამართა. თავიდანვე გეტყვით, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ნაკრებ გუნდებში გამოძახებული 4 ფეხბურთელი აკლდა. როინ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი ეროვნულში არიან გამოძახებული, მამუკა კობახიძე და 19-წლამდელთა ნაკრებს პორტუგალიაში ახლავს. ამ კვარტეტის გარდა, იმერლებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, კიდევ 4 ფეხბურთელი აკლდათ, კერძოდ - ირაკლი ძარია, კახა ალადაშვილი, ზაალ ელიავა და გიორგი ხიდეშელი.

შესაბამისად, ზესტაფონელებმა "დინამოს" სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს. შეხვედრა, რომელიც "ამერის" სტადიონზე გაიმართა იმერელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისელები მწვავე კონტრშეტევებით "იჩხვლიტებოდნენ" და მე-15 წუთზე ვახტანგ კეკელიამ "დინამო 2" დააწინაურა კიდეც.

ზესტაფონელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს მხოლოდ შესვენების შემდეგ მოახერხეს. ჯაბა დვალს, რატი წინამძღვრიშვილს, გოგი ფიფიასა და სხვებს კი ჰქონდათ შანსი ბურთის გასატანად, მაგრამ... საბოლოოდ, "ზესტაფონმა" მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - მეორე ტაიმის დასაწყისში ეს დვალმა გააკეთა - 1:1.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მამალაძე (58. მეშველიანი), ბენაშვილი, გ. ონიანი (36. დვალი), გორგიაშვილი, მაკარიანი, ცხადაია, გრიგალაშვილი (36. აფციაური), ბაბუნაშვილი, ფიფია, მიქაბერიძე, წინამძღვრიშვილი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს