დი მატეო იძულებული გახდა, 34 წლის ნახევარმცველი წვივის კუნთის დაზიანების გამო "შახტართან" მატჩში მე-18 წუთზე შეეცვალა

23 ოქტომბერს დონეცკის "დონბასარენაზე" ფრენკ ლემპარდმა "შახტართან" მატჩი ძირითადში დაიწყო.

სამწუხაროდ, რობერტო დი მატეო იძულებული გახდა, 34 წლის ნახევარმცველი წვივის კუნთის დაზიანების გამო უკვე მე-18 წუთზე შეეცვალა.

ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ "ჩელსის" ექიმებს ფრთხილად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფრენკისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

მან ანალოგიური ტრავმა უკანასკნელ სანაკრებო შეკრებაზეც მიიღო, რის გამოც ეროვნულ გუნდს სან მარინოსა და პოლონეთთან შეხვედრებში დააკლდა. დი მატეო იმედოვნებს, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერი კვირას, "ოლდ ტრეფორდზე" გასამართ შეხვედრაში არ დააკლდება.

მიკელის ახალი კონტრაქტი

ცნობილი გახდა, რომ "ჩელსი" ნიგერიელ საყრდენ ნახევარმცველს, 25 წლის ჯონ ობი მიკელს ახალ, გაუმჯობესებულ, 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით, "სტემფორდ ბრიჯზე" მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს, მაგრამ "ლურჯებს" მისი კვალიფიკაციის ფეხბურთელი გასაშვებად არ ემეტებათ.

"სანის" მტკიცებით, მხარეთა შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე გაიმართა და ისინი უმნიშვნელოვანეს დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. ვფიქრობთ, ფეხბურთელს ლონდონელებთან არც წვრილმანებზე მოლაპარაკება გაუჭირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიკელი "ჩელსიმ" 2006 წლის ზაფხულზე ნორვეგიული "ლიუნიდან" შეიძინა და მხოლოდ პოსტ ფაქტუმ აღმოაჩინა, რომ მასზე უპირატესი შესყიდვის უფლებას "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობდა.

დედაქალაქელები იძულებულნი გახდნენ, "წითელი ეშმაკების" მიერ მოთხოვნილი 12 მილიონი ფუნტი გადაეხადათ, ეს მაშინ, როცა ნორვეგიელებს სულ რაღაც 4-ზე მოურიგდნენ. ასე რომ, ფეხბურთელი საერთო ჯამში 16 მილიონი დაჯდა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "ჩელსიში" მომუშავე არც ერთ მწვრთნელს ფეხბურთელთან მინიმალური პრეტენზიაც კი არ გასჩენია, რადგან მას ხშირად უწოდებენ ხოლმე შრომისმოყვარეობისა და თავდადების კლასიკურ მაგალითს.

ჩელსი უოლკერით ინტერესდება

პრემიერლიგის VIII ტურის შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ჩელსის" შორის (2:4) მასპინძელთა დაცვის ხაზმა აშკარად ჩააგდო. მათ შორის იყო "დეზების" 22 წლის მარჯვენა მცველი კაილ უოლკერი.

ამის მიუხედავად, "ლურჯებს" ფეხბურთელისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლიათ და სეზონის დასრულებისთანავე მის გადაბირებას გეგმავენ.

"უაით ჰართ ლეინზე" თანაქალაქელთა შეთავაზების სერიოზულად განხილვას არ აპირებენ. უოლკერმა 2017 წლამდე გათვლილ კონტრაქტს ხელი ამ ზაფხულს მოაწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე