ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი.

ამ მომენტისთვის ტიტულის მოპოვების შანსი ექვს პილოტს - სებასტიან ფეტელს, ფერნანდო ალონსოს, კიმი რაიკონენს, ლუის ჰემილტონს, მარკ უებერსა და ჯენსონ ბატონს აქვს. ბრიტანულმა ჟურნალმა "ავტოსპორტმა" გააანალიზა პირობები, რომლის მიხედვითაც ამ ექვსეულს შეუძლია ჩემპიონობის მოგება.

საერთო ჩათვლის ლიდერს სებასტიან ფეტელს ოთხიდან სამი რბოლის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ გაინაღდოს ჩემპიონობა. ამ შემთხვევაში, გერმანელისთვის საინტერესო აღარ იქნება მისი კონკურენტების შედეგები - მეოთხე რბოლაში სებას შეუძლია საერთოდ არ მივიდეს ფინიშამდე. გერმანელის გაჩემპიონების კიდევ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია - ორ რბოლაში პირველ ადგილზე მისვლა და კიდევ ორში - მეორე და მეოთხე ადგილები.

ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობისთვის ასევე სჭირდება სამი რბოლის მოგება, მაგრამ ამასთან, მეოთხეში მან არ უნდა დაიკავოს ადგილი მეხუთე ადგილზე ქვემოთ.

კიმი რაიკონენმა უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი რბოლა. ამასთან, ფეტელი მხოლოდ ერთხელ უნდა ავიდეს პოდიუმის ყველაზე დაბალ საფეხურზე, დანარჩენ რბოლებში - არ უნდა ავიდეს მეოთხე ადგილზე ზემოთ. ალონსო კი არ უნდა მივიდეს ფინიშზე მესამე ადგილზე ზემოთ სამ რბოლაში და მეოთხეზე ზემოთ - მეოთხეში.

ლუის ჰემილტონსაც ასევე ოთხივე რბოლის მოგება სჭირდება, მაგრამ ამასთან, ფეტელი არ უნდა ავიდეს სამ რბოლაში მეხუთე ადგილზე ზემოთ და ერთ რბოლაში - მეექვსეზე ზემოთ. ალონსოს კი შეუძლია ორი რბოლა დაასრულოს მეოთხე პოზიციაზე და ორი - მეხუთეზე.

მარკ უებერს, პრაქტიკულად, ჰემილტონის ანალოგიური სიტუაცია აქვს - მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფეტელმა და ალონსომ რომელიმე ეტაპზე ერთით მეტი ქულა უნდა დაკარგონ.

ყველაზე რთული სიტუაცია ჯენსონ ბატონს აქვს. ბუნებრივია, ბრიტანელმა უნდა მოიგოს ოთხივე რბოლა.

ამასთან: ფეტელმა არ უნდა დაიკავოს მერვე ადგილზე მაღალი პოზიცია; ალონსო - სამჯერ მეშვიდე ადგილზე ზემოთ არ უნდა ავიდეს და ერთხელ - მერვეზე; რაიკონენმა შეიძლება ერთხელ დაიკავოს მესამე ადგილი და სამჯერ - მინიმუმ მეოთხე; თუ ბატონი ოთხივე რბოლას მოიგებს, არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგებს აჩვენებენ ჰემილტონი და უებერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა