უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშებაში, თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია მიიწვიეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშებას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და კიევის "დინამოს" დაარსების 85 წლისთავს მიეძღვნა. წლეულს ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი მეთხუთმეტედ ტარდება.

კიევის, მოსკოვისა და მინსკის "დინამოების" საფეხბურთო აკადემიების გუნდებთან ერთად, ამჯერად ტურნირზე თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაც მიიწვიეს.

გათამაშება ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს, საქართველოს ღირსებას კი 1999 წელს დაბადებული დინამოელები იცავენ, რომელთაც ოთარ გაგნიძე ავარჯიშებს.

"დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ტურნირი 24 ოქტომბერს დაიწყო: თბილისელთა პირველი მეტოქე მასპინძლები, კიეველი თანაკლუბელები იყვნენ. მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფეხბურთელები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ჯიქიას და თაგვაშვილის მიერ გატანილი გოლებით ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

11-მეტრიანების სერიაში გამარჯვება ჩვენებს დარჩათ - 4:1.

კიეველ თანატოლებთან შეხვედრაში თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: გურგენიძე, კიკალიშვილი, ნინუა, ქაფიანიძე, ბადაშვილი, ქოჩორაშვილი, თაგვიაშვილი (უგრეხელიძე), ქუცია (სართანია), ვაშაკიძე (სამსონია), ჩაკვეტაძე, ჯიქია (თაგვაშვილი).

ფინალური შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება და თბილისური გუნდი მეორე ნახევარფინალში მინსკის "დინამოს" მძლეველ მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა