აპირებს თუ არა მინისტრობის კანდიდატი ფეხბურთის ფედერაციასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას?
2010 წლის 1 ივნისს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ავალიანმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მოძიებას, მათ შერჩევას და ჩამოყვანას ითვალისწინებდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა 25-კაციანი სია, რომლებიც ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ კლუბში ასპარეზობენ და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებდნენ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად კოტე სურგულაძე დაასახელა. აპირებს თუ არა მინისტრობის კანდიდატი ფეხბურთის ფედერაციასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას?

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ჩვენი თანამემამულე, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და შესაძლოა, ქვეყანას გამოადგეს.

რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. სხვათა შორის, ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან, ლევან ყიფიანთან უკვე ვილაპარაკე და მომავალში აუცილებლად ვიმუშავებთ.

ამ მიმართულებით ჩვენ ერთმანეთთან გადაკვეთის საკმაოდ დიდი წერტილები გვაქვს. საკითხი, ცხადია, მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. ჩვენი დიასპორების დახმარებით, ბევრი სასარგებლო საქმის წამოწყება შეიძლება.

ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ჩვენთვის ჯერაც უცნობია, სპორტის სამინისტროსთვის დაფინანსების რა ახალი წყაროები შეიძლება არსებობდეს.

არის ბევრი უცხოური ორგანიზაცია, რომელიც დიასპორებისა და ისტორიულ სამშობლოს შორის სპორტულ ღონისძიებებს აფინანსებს. ამ კავშირების დამყარებაში სპორტის სამყაროს წარმომადგენლებს უნდა დავეხმაროთ.

ბოლო დროს ბევრ სახეობაში უცხოელ სპორტსმენთა ნატურალიზაციას საკმაოდ დიდი გასაქანი მიეცა. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული და გავრცელებული მეთოდია და ფეხს საქართველოშიც იკიდებს.

მაგრამ ჩვენი ამოცანაა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა რესურსი სრულად ავითვისოთ და მათ სამშობლოს სამსახურში ჩაყენების საშუალება მივცეთ.

ამაში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც კი ამ დიდ საქმეში მონაწილეობა სურს: საელჩოების, სამინისტროებისა და დიასპორების წარმომადგენლები" - ამბობს სურგულაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე