თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "ზესტაფონთან" მოახლოებულ მატჩზე საუბრობს
საქართველოს ჩემპიონატს თბილისის "დინამო" ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა ისე მოხდა, რომ საწყისი ცხრა ტურის განმავლობაში დედაქალაქელთა ჩეხი თავკაცი დუშან უჰრინი ერთხელაც არ აღმოჩენილა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ნავსი მეათე ტურმა გატეხა - მარტვილში, "მერანთან" მოპოვებულმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ უჰრინი "ტორპედოს" დამრიგებელ გია გეგუჩაძესთან ერთად ტურის სიმბოლურ თერთმეტეულს "სათავეში ჩაუდგა".

დუშან უჰრინს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ "დინამოს" მარტვილში გამარჯვება არ გასჭირვებია...

- "მერანი" საკუთარ მოედანზე კარგად და შედეგიანად თამაშობს და ამიტომაც თავიდანვე რთული მატჩის მოლოდინში გახლდით. მარტვილში აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთ, რაც გამოგვივიდა კიდეც.

პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ბურთის გატანა შევძელით და მატჩის ბედი, პრაქტიკულად, პირველ ნახევარში გადავწყვიტეთ. ლამაზი გოლები გავიდა.

სასიამოვნოა, რომ ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების გადატანას თამაშში ვახერხებთ. ასეთი იყო, მაგალითად, ჩისკოს გატანილი გოლი და ალვაროს მიერ კუთხურის შედეგად გატანილი ბურთი.

- აშკარაა, რომ შედეგთან ერთად, აქცენტს სანახაობრივ ფეხბურთზეც აკეთებთ.

- "დინამოში" როცა მოვედი, პირველივე დღიდან ჩემი მიზანი აგრესიული და შედეგიანი ფეხბურთის ჩვენება გახლდათ.

ყველა გუნდში, სადაც მიმუშავია, ყოველთვის სანახაობრივი თამაშის ჩვენებას ვცდილობთ. სანახაობრივი ფეხბურთი უფრო საინტერესოა გულშემატკივრისთვის. ჩემი დიდი სურვილია, "დინამოს" თამაშებზე რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოვიდეს და მათ სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ.

- პირველი ეტაპის პირველი წრის ბოლო მატჩს "ზესტაფონის" წინააღმდეგ ჩაატარებთ. როგორი განწყობა გაქვთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ?

- ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. მეტოქე ქვეყნის ჩემპიონია. ჩვენ შინ ვთამაშობთ და სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ.

ბოლო პერიოდში "ზესტაფონს" ჰქონდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ იქ ახლაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და ძლიერი გუნდი ჰყავთ. "დინამო არენაზე" საკმაოდ რთული ბრძოლა გველის, გამარჯვებისთვის ასპროცენტიანი კონცენტრაცია იქნება საჭირო.

- "ზესტაფონთან" გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო" ჩემპიონატის პირველ წრეს მოიგებს...

- ჩვენ გვინდა, ვიყოთ პირველები პირველი წრის დასრულების შემდეგაც და ჩემპიონატის ფინიშზეც. ბოლო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და პირველ წრეს ლიდერის პოზიციაზე დავასრულებთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ogafa
მარტვილში დინამოსთან მსაჯმა ასიანი პენალი არ დადო.რომ დაედო დინამო საერთოდ გაიტანდა გოლს....
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა