ESPN-მა კი განაცხადა, რომ გლეიზერების ოჯახის წევრები ნიუ იორკში უკვე შეხვდნენ 41 წლის ესპანელს
მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლა "კამპ ნოუდან" წავიდა, მის სახელსა და გვარს ლამის ყველა ამბიციური ევროპული კლუბის მომავალს უკავშირებენ.

ამ დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა საინტერესო განცხადება გააკეთა, ალექს ფერგიუსონის მემკვიდრე რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ეს უკვე ზუსტად ვიცითო.

ინგლისელი ჟურნალისტები რისი ინგლისელი ჟურნალისტები იქნებოდნენ, ეს ამბავი რეაქციის გარეშე დაეტოვებინათ. ყველამ თავისი ვერსია დაასახელაო, რომ დავწეროთ, რაღაც წილად მართლებიც ვიქნებით და რაღაც წილად - არც, რადგან "ვერსიები" ნიშნავს, როცა ბევრ პრეტენდენტზეა ლაპარაკი; ჩვენი კოლეგები კიდევ ადგნენ და შეთანხმებულივით ყველამ პეპ გვარდიოლა დაასახელა.

ESPN უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, რომ გლეიზერების ოჯახის წევრები ნიუ იორკში უკვე შეხვდნენ 41 წლის ესპანელს არაფორმალურ გარემოში და შეიძლება ითქვას, სიტუაცია დაზვერეს.

"წითელი ეშმაკების" ამერიკელ მესაკუთრეებს (და არამარტო მათ) მიაჩნიათ, რომ გვარდიოლას მუშაობის სტილი, ახალგაზრდებთან წარმატებულად თანამშრომლობის მისეული განსაკუთრებული უნარი "იუნაიტედს" მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს.

ინგლისური ვებგვერდები იმასაც იხსენებენ, რომ 2001 წელს, როცა პეპი "ბარსადან" წასასვლელად ემზადებოდა, მას სხვა ინგლისურ კლუბებთან ერთად ("ნიუკასლი", "ლივერპული", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი") ხელშეკრულებას "იუნაიტედიც" სთავაზობდა, მაგრამ გვარდიოლამ მაშინ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და "ბრეშაში" წავიდა.

პეპმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პროვინციული იტალიური კლუბის წინადადებას მხოლოდ და მხოლოდ რობერტო ბაჯოს გვერდით თამაშის ხათრით დათანხმდა.

სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ერთადერთი სკანდალი მის კარიერაში, როცა ნანდროლონის მოხმარება დააბრალეს და 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს... თუმცა, მოდი, ისევ "მანიუს" დავუბრუნდეთ.

გვარდიოლას გარდა, უკვე რამდენიმე წელიწადია, ფერგიუსონის ყველაზე რეალურ მემკვიდრეთა შორის მის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ჟოზე მოურინიოსაც ასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა