ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე დღეს პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა
ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე დღეს გაირკვა პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა.

სერენა უილიამსმა მეორე გამარჯვება მოიპოვა თავის ჯგუფში და გაინაღდა ოთხ საუკეთესოს შორის თამაში.

პირველი დღისგან განსხვავებით, ამჯერად სერენას უფრო რთული მატჩი ჰქონდა ჩინელი ნა ლის წინააღმდეგ.

ამერიკელი საკმაოდ მძიმედ შევიდა მატჩში და პირველ პარტიაში 1:4 ჩამორჩა, მაგრამ მსოფლიოს მესამე ჩოგანმა შეძლო პარტიის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა და იქ უკვე დომინირებდა კორტზე. 7:2 ასეთი ანგარიშით მოიგო მან მე-13 გეიმი. მეორე პარტიაში კი უმცროსი უილიამსის უპირატესობა აშკარა იყო. მან საკმაოდ დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3.

ორივე ჩოგბურთელი არც ისე დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარი გეიმებში. ამერიკელს მთელი მატჩის განმავლობაში 13 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელთაგანაც 6 გამოიყენა. ჩინელმა კი 10-ჯერ მიიღო მეტოქის გეიმის აღების შანსი და აქედან ხუთჯერ მიაღწია მიზანს.

მატჩი საათი და 50 წუთი გრძელდებოდა.

გადარჩენილი აზარენკა

იმავე წითელ ჯგუფში მეორე მატჩიც გაიმართა და თურქმა მაყურებელმა ნამდვილი თრილერი იხილა ბელორუს ვიქტორია აზარენკასა და გერმანელ ანჟელიკ კერბერს შორის.

ამ უკანასკნელმა წინა დღეს წააგო პირველი ტური სერენა უილიამსთან და უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. რაც შეეხება მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ეს მისთვის სასტარტო მატჩი იყო.

შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. პირველ სეტში ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. თავიდან ისე ჩანდა, რომ ბელორუსი იოლად აიღებდა სეტს. ის მე-13 გეიმში 6:2 დაწინაურდა, მაგრამ კერბერმა ოთხმაგი სეტბოლი მოიგერია - გადამწყვეტ მომენტებში მას ფორჰენდი შველოდა.

შემდეგ აზარენკას მოუწია სეტბოლების მოგერიება - მანაც ოთხჯერ გადაარჩინა სეტი, მაგრამ მეხუთე ჯერზე დანებება მოუწია და ტაი-ბრეიკი 11:13 დათმო.

დაძაბული ბრძოლა მეორე სეტშიც გაგრძელდა. თავიდან აზარენკამ მოიპოვა ლიდერობა, მაგრამ სეტის შუაში გერმანელმა მოუმატა და ბრეიკი დაიბრუნა.

თითქოს გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო მეცხრე გეიმი, რომელიც 13 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. კერბერმა მოიგო ეს გეიმი, რომელიც 24 გათამაშებას შეიცავდა. შემდეგ გეიმში კი ანჟელიკმა ორმაგი მატჩბოლი მიიღო.

იმ მომენტში ბელორუსი ძალიან განიცდიდა ყველა წარუმატებლობას, ყვიროდა, კორტზე ჩოგანს ახეთქებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში კონცენტრაცია არ დაკარგა. მან შეტევაში მოიგერია ორივე მატჩბოლი და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც უკეთ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჩაატარა - 7:6 (7:2).

მესამე სეტში მეტოქეებმა თავიდან ბრეიკები გაცვალეს. აქაც თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და თითქოს მატჩში მესამე ტაი-ბრეიკი უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ კერბერმა ბოლოსკენ დაძაბულობას ვერ გაუძლო, დათმო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად სეტი - 4:6.

საერთო ჯამში, ჩოგბურთელებმა 3 საათი და 5 წუთი დაჰყვეს კორტზე. ამ დროის განმავლობაში აზარენკამ ხუთი ბრეიკი გააკეთა და ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

64 შეცდომით მოგებული მატჩი

კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა მარია შარაპოვასა და აგნიეშკა რადვანსკას დაპირისპირება. პოლონელმა უკვე მეორე გეიმში მიიღო ორმაგი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ მარიამ ზუსტი შეტევების წყალობით გადაარჩინა გეიმი.

ამის შემდეგ ორივე ძალიან დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას. რადვანსკა ძალიან ჩამორჩებოდა აქტიურობაში, მაგრამ მიღებაზე მეტოქეს შანსს არ აძლევდა.

შარაპოვას პირველი სეტის განმავლობაში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. თითქოს ამ პარტიის ლოგიკური დასასრული იქნებოდა ტაი-ბრეიკი, მაგრამ იმ მომენტში, როცა მარია მე-13 გეიმისგან ერთ გათამაშებაში იმყოფებოდა, რამდენიმე არაზუსტი დარტყმა განახორციელა, რაც მას სეტის წაგებად დაუჯდა.

მეორე პარტიაში შარაპოვას თანდათან გაუჩნდა შანსები მიღებაზე და მალე ბრეიკი გააკეთა, მაგრამ შემდეგ რადვანსკას კარგმა დაცვამ შედეგი გამოიღო.

რუსმა შეცდომებს უმატა და უკვე პოლონელი გავიდა წინ ბრეიკით. მარია ახლოს იყო კრახთან, მაგრამ შეძლო მობილიზება. ის უკეთ ემზადებოდა შეტევებისთვის, ნაკლებ შეცდომებს უშვებდა და თანდათან გარდატეხა შეიტანა სეტში.

თუმცა ჩავარდნებს ვერ გადაურჩა. მაგალითად, სეტზე ჩაწოდებისას თავისი გეიმი ნულზე დათმო, მაგრამ მალე მეორე შანსი მიიღო და ის უკვე ხელიდან აღარ გაუშვა.

მესამე სეტი ადგილობრივი დროით ღამის ორ საათზე დაიწყო და ტრიბუნებზე ძალიან ცოტა მაყურებელი შემორჩა.

დარჩენილებმა არ ინანეს მატჩის ბოლომდე ყურება, რადგან დაძაბული ბრძოლა გაგრძელდა. დისპოზიცია არ შეცვლილა - მარია ისევ შეტევაში მიდიოდა, რადვანსკა კი მეტოქის თამაშის მოშლას ცდილობდა.

"ვინერსებში" შარაპოვას დიდი უპირატესობა ჰქონდა - 68:18, უნებლიე შეცდომებში კი შეფარდება ასეთი იყო - 64:19. საერთო ჯამში, არავის ჰქონია სერიოზული სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ბოლოს შარაპოვამ უფრო სუფთად ითამაშა. საბოლოოდ, შეტევამ აჯობა დაცვას - 5:7, 7:5, 7:5.

შეხვედრა 3 საათი და 12 წუთი გაგრძელდა. მარიამ 14-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რადვანსკამ კი რვა შანსიდან ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

წითელი ჯგუფი

სერენა უილიამსი (აშშ, 3)-ნა ლი (ჩინ, 7) 7:6(2), 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 6) 6:7(11), 7:6(2), 6:4.

თეთრი ჯგუფი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 5:7, 7:5, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა