ცენტრალური მატჩის წინ "ლელომ" ერთი და იმავე შეკითხვებით "დინამოსა" და "ზესტაფონის" გამოცდილ წევრებს, ლევან ხმალაძესა და შოთა ბაბუნაშვილს მიმართა
ცენტრალური მატჩის წინ "ლელომ" ერთი და იმავე შეკითხვებით "დინამოსა" და "ზესტაფონის" გამოცდილ წევრებს, ლევან ხმალაძესა და შოთა ბაბუნაშვილს მიმართა. ორივე საბრძოლოდ არის განწყობილი და მაყურებელს კარგ სანახაობას ჰპირდება.

- როგორია განწყობა თქვენს გუნდში ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ?

ლევან ხმალაძე: პირველ ადგილზე ვართ და განწყობაც შესაბამისი გვაქვს. საკუთარ ძალებში სრულიად დარწმუნებულნი ვართ და გამარჯვების გვჯერა. ცუდია, რომ ჯაბა დვალი და კარლეს კოტო დაგვაკლდებიან, მაგრამ მოსაგებად მათ გარეშეც უნდა ვიბრძოლოთ.

შოთა ბაბუნაშვილი: "ზესტაფონისთვის" რიგითი შეხვედრები არ არსებობს, თუმცა, "დინამოსთან" დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ემოციები ახლავს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. თუ პირადად მე თამაშის საშუალება მომეცა, ჩემი გუნდის წარმატებისთვის ძალებს არ დავზოგავ.

- რას გაიხსენებთ შაბათის მეტოქის წინააღმდეგ ჩატარებული ძველი მატჩებიდან?

ლევან ხმალაძე: ყველაზე სასიამოვნოდ სუპერთასის მატჩი მახსენდება, სადაც "ზესტაფონის" კარში გამარჯვების გოლი გავიტანე.

შოთა ბაბუნაშვილი: ამ ორ გუნდს შორის ყოველთვის გამორჩეული ბრძოლები იმართება და მოხარული ვარ, "დინამოსა" და "ზესტაფონის" არაერთ ურთიერთშეხვედრაში რომ მითამაშია, თანაც, ორივე გუნდის შემადგენლობაში.

- რის მიღწევა შეუძლია თქვენს გუნდს ამ სეზონში?

ლევან ხმალაძე: ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ტიტულის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. "დინამოს" მატჩში საშუალოდ სამი გოლი გააქვს, თუმცა დღევანდელზე უფრო ხარისხიანი ფეხბურთის თამაშის ძალაც შესწევს.

შოთა ბაბუნაშვილი: მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვედრა და ევროთასების საგზურის მოპოვება შეგვიძლია. იმედი მაქვს, უფრო მეტისთვისაც ვიბრძოლებთ.

- როგორ მატჩს ელით და რამ შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი?

ლევან ხმალაძე: "დინამო" აუცილებლად შეუტევს და არა მგონია, "ზესტაფონმა" დაცვითი ტაქტიკა აირჩიოს. შესაბამისად, მაყურებელი კარგ სანახაობას იხილავს. ის გაიმარჯვებს, ვინც საკუთარ შანსს უკეთ გამოიყენებს.

შოთა ბაბუნაშვილი: ვფიქრობ, საგოლე მომენტები ორივე გუნდს მიეცემა, გააჩნია, ვინ როგორ ისარგებლებს ამ სიტუაციით. დარწმუნებული ვარ, მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოვა.

- თქვენი პროგნოზი.

ლევან ხმალაძე: მჯერა, რომ "დინამო" გაიმარჯვებს.

შოთა ბაბუნაშვილი: პროგნოზისგან თავს შევიკავებ, თუმცა ნამდვილად მაქვს "ზესტაფონის" გამარჯვების იმედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტურის წინათქმა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა