გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში დღეისთვის 22 ფეხბურთელია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში დღეისთვის 22 ფეხბურთელია:

მეკარეები: ოთარ გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე საბურთალო);

მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, ნიკა ველიაშვილი (ყველა - საბურთალო), ომარ პატარკაციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), თემურ ბაგრატიონი (მეტალურგი, რუსთავი);

ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - საბურთალო), თენგიზ გოროზია (დინამო, თბილისი), ცოტნე მესხი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა ლაშხია, ზურაბ მალანია (ორივე - ბაია, ზუგდიდი), დიმიტრი მარგველაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი კილასონია (მეტალურგი, რუსთავი);

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (ზესტაფონი), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ოთარ კობახიძე (დინამო, თბილისი).

ამ 22-დან ოფიციალური მატჩებისთვის სამწვრთნელო შტაბს 17 ფეხბურთელის შერჩევა მოუწევს.

გუნდმა ტესტ-მატჩი გამართა საჩხერის "ჩიხურას" ახალგაზრდულ გუნდთან და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

27 ოქტომბრიდან დევდარიანის გუნდი ვარჯიშებს საგურამოში ჩაატარებს. შეგახსენებთ, თბილისური შესარჩევი ჯგუფი ჩვენს 17-წლამდელებს 30 ოქტომბერს ეწყებათ. საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს "მიხეილ მესხზე" ჩაატარებს და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა