27 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა
27 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა, სადაც "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" მასპინძლობს.

მატჩის პირველივე წუთებზე კარგი მომენტი ჰქონდა რატი წინამძღვრიშვილს, რომელიც მარტოდმარტო დარჩა გიორგი ლორიასთან, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

24-ე წუთზე მომენტი ისევ ზესტაფონელებს ჰქონდათ, ამჯერად კარისკენ პატრიკ მილხრაუმი ურტყამდა, თუმცა ლორიამ კვლავ გადაარჩინა საკუთარი გუნდის კარი.

"ზესტაფონი" უფრო აქტიურად უტევდა. 28-ე წუთზე წინამძღვრიშვილის დარტყმულს მცველი გადაეღობა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმართა გერმანელი ლეგიონერი მილხრაუმი "დინამოს" საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ამის შემდეგ კი სახიფათოდ იგორ იელიჩი ურტყამდა, თუმცა დარტყმული ლორიას კარს სულ მცირე მანძილით აცდა.

34-ე წუთზე კი "ზესტაფონის" კარისკენ მიკელ ალვარომ დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული ძლიერი არ ყოფილა და კვასხვაძეს ბურთის დამორჩილება არ გასჭირვებია.

42-ე წუთზე მატჩში ანგარიში გაიხსნა, "ზესტაფონის" საჯარიმოში არეულობით მიკელ ალვარომ ისარგებლა და "დინამო" დააწიანურა - 1:0.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა