ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რევაზ ძოძუაშვილი: თემურ ქეცბაია ამ წრეს სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს

რევაზ ძოძუაშვილი: თემურ ქეცბაია ამ წრეს სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს

"ძალიან ჩამორჩენილები ვართ და მსოფლიო ფეხბურთის ბოლო ვაგონით ვმგზავრობთ"

ბოლო დროს ძველებურად აქტიური აღარ არის; დროს, ძირითადად, თავისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიას უთმობს და ახალგაზრდა მოთამაშეებს პროფესიული ფეხბურთისკენ უკვალავს გზას.

დარწმუნებულია, რომ ქართული ფეხბურთი გაცილებით მეტს იმსახურებს და მისი შეფასებებიც ისეთივე კრიტიკულია, როგორიც უწინ.

"კვირის პალიტრის" სტუმარი ცნობილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გახლავთ.

- მიუხედავად იმისა, რომ აღარ აქტიურობთ, ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას კარგად იცნობთ...

- რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ... ერთადერთი, რამაც შეიძლება მეტ-ნაკლებად იმედიანად განგვაწყოს, ბავშვთა ფეხბურთია. აი, რაც შეეხება ეროვნული პირველობისა და ნაკრების სიძლიერეს, ამ მხრივ ძალიან ჩამორჩენილები ვართ და მსოფლიო ფეხბურთის ბოლო ვაგონებით ვმგზავრობთ.

ჩვენი ფეხბურთის დიდი პოტენციალის მიუხედავად, დღეს სანაკრებო დონეზე ფაქტობრივად, არაფერს წარმოვადგენთ.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, კარგად ვნახეთ, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ადგილების ბედი ფედერაციაში წყდებოდა. ნახეთ, როგორ თამაშობენ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ მიეკარა.

ამიტომაც, თავს ნუ მოვიტყუებთ და თქვენი გაზეთის მეშვეობით მაინც ვთქვათ სიმართლე: ქართული ფეხბურთი ძალიან ცუდ დღეშია!

- რა არის ამის მიზეზი?

- პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის სათავეში მყოფი ხალხი. არაპროფესიონალებს ჩააბარეს ფეხბურთი! მათ მეტის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ ვერც მოსთხოვთ, შედეგს კი ყველანი ვხედავთ.

გადახედეთ, ვინ ხელმძღვანელობს ევროპის, ან თუნდაც ყოფილი საბჭოეთის წარმატებულ კლუბებს - პროფესიონალები, ვისაც თავის დროზე დიდი ფეხბურთი უთამაშია, ვისაც ზურგს უდიდესი გამოცდილება და ავტორიტეტი უმაგრებს. და ჩვენთან? ერთი კლუბი მაინც დამისახელეთ, სადაც ისეთი ვეტერანი მუშაობს, ვისაც მსოფლიო დონის ფეხბურთი უთამაშია. ასეთი პროფესიონალები საერთოდ გარიყული იყვნენ ქართული ფეხბურთიდან და უმეტესობა დღემდე ასეა!

სულ გვიჩიჩინებდნენ - არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დიდი ფეხბურთელი იყო, მაღალი დონის მწვრთნელი რომ დადგეო; ამის გამო უნდოდათ დიდი ფეხბურთელების "ჩარეცხვა".

ფეხბურთის ფედერაციის ბოლო ორი პრეზიდენტი ხომ ცალკე საუბრის თემაა: ისეთი საქმე ანდეს, ეს იგივეა, საოპერაციო მაგიდასთან მიგვეყვანა და ოპერაციის გაკეთება მიგვენდო მათთვის.

სფფ-ის მოქმედი თავკაცი საცირკო დასის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხვდა ახლანდელ თანამდებობაზე, უმცროსი ნოდარ ახალკაცი კი...

დიახ, მამამისმა ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ მამის დამსახურების გამო ამხელა პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ შვილს, რომელსაც ბურთისთვის ფეხი ერთხელაც არ დაურტყამს?!

- ნაკრებზე რას იტყვით, რა შეიძლება ქეცბაიამ დღევანდელი კონტინგენტით გააკეთოს?

- რა უნდა გააკეთოს და, უნდა ჩამოშორდეს იმ წრეს, რასაც სიჭინავას წრე, ფეხბურთის ფედერაციის წრე ჰქვია!

- როგორ უნდა ჩამოშორდეს, გადადგეს?

- კი არ უნდა გადადგეს, მათ გვერდით არ უნდა იყოს! თვითონ სიჭინავა უნდა გადადგეს, ქეცბაია კი საფეხბურთო საზოგადოების გვერდით დარჩეს!

- კითხვას გავიმეორებ: იმ ფეხბურთელებით, ვინც დღეს გვყავს, მეტის გაკეთება შეიძლება?

- კი, მაგრამ ვინ ირჩევს ამ ფეხბურთელებს? მუდმივი მუშაობა და სწორი სელექციაა საჭირო. თანაც, ფეხბურთელების ასე ხშირად შეცვლა როგორ შეიძლება? ნაკრების ბირთვი 14-15 მოთამაშისგან ყალიბდება. დანარჩენი შვიდიდან კი, შეიძლება, წელიწადში მაქსიმუმ 2-3 კაცი შეიცვალოს.

ჩვენთან? ყოველ ორ თამაშში ახალი დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა გვყავს, დღეს ერთი თამაშობს, ხვალ - მეორე და ა.შ. ფეხბურთელმა კი არ უნდა გამოიყენოს ნაკრები უკეთეს გუნდში გადასასვლელად, ნაკრებმა უნდა გამოიყენოს ფეხბურთელები!

და თუ ვინმე ერევა მის საქმეში, ქეცბაიამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ გარეშე სამყარო მის საქმიანობაში ერევა!

- თქვენ რომ იყოთ ნაკრების მწვრთნელი, ამ კონტინგენტით უკეთეს შედეგს მიაღწევდით?

- ფეხბურთელები კი არა, სისტემა, საქმისადმი მიდგომაა შესაცვლელი. ყველა უნდა იყოს ჩართული მზადებაში, თამაშების გარჩევაში. სამთვიან შვებულებას რომ მოიწყობენ და ნაკრები მატჩამდე ერთი თვით ადრე გაახსენდებათ, ეს არის საქმე?!

იცის ვინმემ, რა სტრატეგია და ტაქტიკა აქვს ნაკრებს? მხოლოდ დაცვაში "ჩაჯდომისა" და კონტრშეტევების იმედად ვინღა თამაშობს, რომელი საუკუნეა? დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება, ყველა მეტოქესთან ერთნაირად ითამაშო?

როგორ შეიძლება, ვზეიმობდეთ, როცა ესპანელებს მთელი თამაშის განმავლობაში ბურთი ვერ წავართვით და ბურთის ფლობის მაჩვენებლით ახალი რეკორდი (80%-20%) დავამყარებინეთ?!

გვაქვს პოტენციალი და ვალდებული ვართ, ქართული ფეხბურთი დღესვე გავიყვანოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, იმიტომ, რომ ჩვენნაირმა ქვეყნებმა ეს უკვე მოახერხეს!

მაგრამ რა სტიმული უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, როცა ხედავს, რომ მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხელისუფლებას სამაგალითოდ ჰყავს დასჯილი? გიორგი დემეტრაძე ხომ ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს იმის გამო, რომ თურმე "ძველ ბიჭებთან" ძმაკაცობდა...

იბეჭდება მცირე ცვლილებით (იხილეთ სრულად)

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

• იმერელი.

მიდით და პირში უთხარით ეს ყველაფერი,თუ ასე მაგრაბი ხართ. რომელს გაქვთ ამაზე მეტ განაკეთები,თქვენ კომპის თაგვებო.

• temo

ფედერაციაზე სწორს იძახის მაგრამ საქართველოს ნაკრები ესეთ დღეში რომაა ეს მარტო ქეცბაიას ბრალი არაა

• modit vikamatot

იქნებ დაასახელოთ 1 ფეღბურთელი მაინც ვისაც ხელფასის წილში ეჯდა? 1 დაასახელეთ სახელი გვარი და ფაქტი ან ის თქვით ვის გამოართვა წინასწარ ფული გაყვანაზე? ან თუ კაცს გუნდში მოაწყობს რა არის მაგაში ცუდი რომ ფული აიგოს ეგრე კეთდება დგეს ფეღბურტში ფული.. თუ ამ კაცზე მეტი გააკეთა რომელიმემ ქართული ფეღბურთისთვის? ჭიჭიკია შენ მაგან როგორ უნდა დაგასვენოს ტუ ქუთაისელი ხარ მართლა შენი წონა ოფლი აქვს დაღვრილი ქუთაისის სტადიონზე ან QAრთVELI დომენტას რა ხარ? ფაქტები ილაპარაკეტ ხალხო პაკტებით თორემ ხვალ შეიძლება მეტრაკეობა დაგაბრალონ და დავიჯეროთ?

• chichikia Zsastaveli

რეზო კარგი რა, დაისვენე და სხვაც დაასვენე თუ კაცი ხარ. გავიგეთ ბატონო, რომ არ გეხატება გულზე დომენტი,გავიგეთთთთთთთთთთთ, მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. ოხ რა ცუდია ეს სიბერე.

• qarTveli

ჩათლახი კაცია, რომელ კლუბშიც მუშაობდა ფეხბურთელებს ხელფასის წილში ეჯდა, მასეთებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი!

• სასკია

მჰ! დააადუმეთ ეს კაცი!

• festina

ეს რო ვინმეს გააკრიტიკებს,შეეკითხეთ ყველა ფეხბურთელს ვინც სკონტოში თამაშობდა ხელფასის წილში უჯდა ყველას!!!აგრეთვე ტორპედოში რომ მოყავდა თავისი ხალხი ყველას ხელფასის წილში ეჯდა!

• nukri

სამწუხაროდ მეცმსმენია რომ ძოძუაშვილი ფეხბურთელების საქართველოდან გაყვანაზე წინასწარ აკეთებს ფულს..არ ვიცი ,იქნებ აბრალებენ კიდეც ?

• Qartveli!

ვეღა შოულობ რევაზ ძველებურად მაყუთს და ეხლა აჭიკჭიკდი ხო? ; ))) უნამუსო კაცი ხარ აბა რა ხარ ! ; _)

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის