ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დინამო-ზესტაფონი 2:1 - მოთმინებითა შენითა [VIDEO]

დინამო-ზესტაფონი 2:1 - მოთმინებითა შენითა [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
"დინამომ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და პირველი წრე პირველი ადგილით ჩაამთავრა. გოლები ესპანელებმა გაიტანეს: ალვაროს და ჩისკოს კლასი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა არბიტრ გოგა კიკაჩეიშვილის საკამათო გადაწყვეტილებაც, რომელმაც ზესტაფონელი გიორგი კაჭკაჭიშვილი გააძევა.

"ზესტაფონმა" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კაცნაკლულმა ანგარიშიც კი გაათანაბრა. ფეროელები თავიდანვე კომბინაციურ თამაშს ცდილობდნენ, რაც ალბათ სწორი მიმართულებაა - "ზესტაფონი" მხოლოდ სქართველოს ჩემპიონატით არ განსაზღრავს სტრატეგიას. თუ აქ ათი კაცით კარში ჩადგები, შესაძლოა, მოუგო "დინამოს", მაგრამ თუ აქედანვე არ მიეჩვიე შეტევას და შექმნას, ამის იქით ვერ წახვალ.

"დინამო" პირველ ტაიმში თითქოს ფრთხილობდა, შეტევაში თამაშის დალაგებაც კი უჭირდა, მხოლოდ ინდივიდუალური მარიფათით კი დიდი ვერაფერი გამოსდიოდა.

"ზესტაფონში" დებიუტი ჰქონდა სერბ შუახაზელ იგორ იელიჩს, რომელმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ფეროელებმა მეორე ახალწვეული ლეგიონერი შეცვლაზე შეუშვეს - კოტდივუარელი თავდამსხმელი ბოტი გოა დემელი და აფრიკელმაც დაიდო წვლილი გამათანაბრებელ გოლში.

"ზესტაფონს" მეორე შეცვლამაც გაუმართლა - შოთა ბაბუნაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში და გოლიც გაიტანა.

შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, რატი წინამძღვრიშვილი ფაქტობრივად პირისპირ რომ დარჩა გიორგი ლორიასთან, მაგრამ ეროვნული ნაკრების მეკარეს ვერ აჯობა - ლორიამ 11 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა.

პატრიკ მილხრაუმი ურტყამდა ოციოდე მეტრიდან, თუმცე ბურთს მაინცდამაინც ძლიერად ვერ მოუქნია ფეხი და ლორიაც რიგიანად გაისარჯა.

აღსანიშნავია წინამძღვრიშვილის რეიდიც, "დინამოს" საჯარიმოში შეჭრილი თავდამსხმელის დარტყმას მცველი გადაეღობა.

"დინამოდან" გამოსარჩევი იყო ალვაროს ჩაუქობა. ესპანელმა მცველი ჩამოიშორა, თუმცა საშუალო დისტანციიდან ბურთი როინ კვასხვაძის ხელებს "დაუმიზნა".

გოლი კი ასე გავიდა: ირაკლი ძარიას დარტყმას რიკოშეტი მოჰყვა, ბურთი ლევან ხმალაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმული ძელმა აისხლიტა. დამატებაზე კი ყველას ალვარომ დაასწრო.

მეორე ტაიმში "დინამო" უფრო აქტიური ჩანდა შეტევაში და როცა რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვა, თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა. კაჭკაჭიშვილი ჩისკოსთან ორთაბრძოლის შემდეგ გააძევეს, არბიტრმა "ბოლო იმედის ჯარიმად" შეაფასა ეპიზოდი.

ალვარო ერთ მეტოქეს დაუსხლტა, შორიდან დაარტყა და კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ზესტაფონელთა მეკარემ ვლადიმერ ვოსკობოინიკოვის მცდელობაც გაუვნებლა. გიორგი მერებაშვილმა რეიდს არაზუსტი დარტყმა მიაყოლა.

"ზესტაფონი" არ გამტყდარა, ისევ კომბინაციურ თამაშს ცდილობდა და გარჯა დაუფასდა კიდეც: ჯარიმა თემურ ღონღაძემ მოიპოვა. ბოტი გოას დარტყმა ლორიამ ვერ შემაგრა და ბაბუნაშვილმაც ბურთი ბადეში გაახვია.

ფრის შემთხვევაში "დინამო" ლიდერობას კარგავდა და ცხადია, დუშან უჰრინის გუნდს ამასთან შეგუება არ სურდა. ესპანელთა ოსტატობამ მაინც თავისი ქნა - ალვაროს ჩინებულ გადაცემას ჩისკომ უზადო დარტყმა მიაყოლა - 2:1.

კაცნაკლული "ზესტაფონი" ისევ იბრძოდა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ამის ჯანი არ ეყო, დროც ცოტაღა იყო დარჩენილი.

მიუხედავად მარცხისა, "ზეტაფონმა" დაგვანახა, რომ საკმაოდ საინტერესო გუნდად ყალიბდება. "დინამო" კი მაინც "დინამოა" - ცალკეული ფეხბურთელების კლასის ხარჯზე ძალუძს, რომ უკან მოიტოვოს თერთმეტი ქართული გუნდი.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, დრო გვიჩვენებს...

მატჩის შემდეგ

დავით მუჯირი (ზესტაფონი):

"დასანანი თამაში წავაგეთ. ფეხბურთში ხდება ხოლმე, როცა კარგად ითამაშებ და მაინც მარცხდები. კაჭკაჭიშვილის გაძევებას რაც შეეხება, ამის შესახებ თვითონ ფეხბურთელსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, მან ბურთზე ითამაშა. იმედია, ეს არ იყო განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მსაჯი უბრალოდ შეცდა.

ასეთ პრინციპულ შეხვედრებში მსაჯობა უფრო კვალიფიციური უნდა იყოს. ანგარიში 2:1 რომ იყო, ჩვენს სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.

რაც შეეხება "ზესტაფონის" ლეგიონერებს, იელიჩის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბოტი გოას კი კარგა ხანი არ უთამაშია და პაუზის შემდეგ პირველად ახლა მოუწია თამაშში ჩართვა".

დუშან უჰრინი (დინამო):

"მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, ლიდერობაც შევინარჩუნეთ. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მოეთმინათ, უშეცდომოდ ეთამაშათ. მეორე ტაიმში გავაქტიურდით, თუმცა იყო მონაკვეთი, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი გავუშვით.

ჩემს კოლეგას ვეთანხმები იმაში, რომ ასეთ შეხვედრას უფრო გამოცდილი მსაჯი უნდა ემსახურებოდეს. მსაჯს რომ შეხედავდი, თითქოს ჩემი შვილის ტოლი იყო..."

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური

27.10. დინამო არენა. 1000 მაყურებელი

დინამო-ზესტაფონი 2:1 (იხილეთ ვიდეო)

1:0 ალვარო (43), 1:1 ბაბუნაშვილი (76), 2:1 ჩისკო (84, ალვაროს პასით)

დინამო ზესტაფონი

4-4-1-1 4-2-3-1

ლორია - რ. კვასხვაძე

სეთურიძე - ღონღაძე

გ. კვარაცხელია - კობახიძე

ხიზანეიშვილი - კაჭკაჭიშვილი

რეხვიაშვილი - თედ. გრიგალაშვილი

ხმალაძე - იელიჩი

ძარია - შარიქაძე

ალვარო - თორ. გრიგალაშვილი

მერებაშვილი - აფციაური

ჩისკო - მილხრაუმი

ვოსკობოინიკოვი - წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები:

დ. უჰრინი - დ. მუჯირი, ზ. ზამთარაძე

დინამო

80. ვოსკობოინიკოვი - რობერტინიო

88. ჩისკო - ჯიღაური

90+3. მერებაშვილი - გლიშიჩი

სათადარიგოები: ზარქუა, ნ. კვეკვესკირი, ტვილდიანი, პარუნაშვილი

ზესტაფონი

57. წინამძღვრიშვილი - ბოტი გოა

70. იელიჩი - ბაბუნაშვილი

86. შარიქაძე - გორგიაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, ელიავა, გაგოშიძე, ბენაშვილი

გაფრთხილება: ძარია (80).

გაძევება: კაჭკაჭიშვილი (63)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

სხვა მატჩები

სიონი-ტორპედო 0:2 - ქუთათურებმა პოზიცია განიმტკიცეს

დილა-მერანი 2:1 - მარინ სკენდერმა შეწყვიტა, ნათან ჟუნიორმა დაიწყო

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0 - ზეექვსეული ხელის გაწვდენაზეა

ზუგდიდი-მეტალურგი 2:1 - რა მოხდა განმუხურში?

ჩიხურა-დინამო(ბთ) 3:0 - სამგოლიანი "სპექტაკლი"

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

11

8

2

1

31-7

26

2

ტორპედო

11

8

1

2

26-8

25

3

დილა

11

7

1

3

18-8

22

4

ჩიხურა

11

6

2

3

14-8

20

5

ზესტაფონი

11

5

2

4

12-8

17

6

ზუგდიდი

11

4

5

2

12-8

17

7

მეტალურგი

11

5

0

6

8-14

15

8

მერანი

11

4

0

7

7-20

12

9

ვიტ ჯორჯია

11

4

2

5

10-14

14

10

დინამო (ბთ)

11

2

2

7

10-21

8

11

სიონი

11

1

4

6

9-20

7

12

კოლხეთი

11

0

3

8

4-22

3

ბომბარდირები:

დვალი (დინამო თბ) 8

ალვარო (დინამო თბ) 7

საბანაძე (ტორპედო) 7

ჩისკო (დინამო თბ) 6

ჯორბენაძე (დინამო თბ) 6

მეორე წრე

XII ტური

31 ოქტომბერი, ოთხშაბათი

მერანი-ზესტაფონი

დინამო (თბ)-მეტალურგი

სიონი-დინამო (ბთ)

ჩიხურა-კოლხეთი

ვიტ ჯორჯია-დილა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• juve

ბატონ დავიითი იმას არ უყურებდა ჩისკომ და აფციაურმა რომ მიიღო გაფრთხილება?

• ილია

მე ჩისკოს გოლის აღნიშვნას გავუსვავ ხაზს,გულშემათკივრებს რომ გადაეხვია ეს არის გულშემატკივრის პატივის ცემა და გულის მოიგება,კარგი იქნება თუ ისწავლიან ქართველი ფეხბურთელები ესპანელი ლეგიონერებისგან ესეთ საფეხბურთო დეტალებს, რაც გულშემატკივარს უფრო მიიზიდავს სტადიონზე

• avto

ბატონო დავით როგორც ჩანს თვალებში პრობლემა გაქვთ 1000 და 5000 მაყურებელს თუ ვერ არჩევთ კარგად გქონიათ საქმე.

• toro

თავართქილაძე დინამოზე ხარ გადაკიდებული თუ რა გინდა ვერ გავიგე? რა 1000 მაყურებელი კარგად ხარ შენ? 4000-ზე ნაკლები თუ ყოფილიყო ...

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა