"ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას და მარკ კლეტენბურგის გადაწყვეტილებებს მთელ ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას და მარკ კლეტენბურგის გადაწყვეტილებებს მთელ ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პირადად გვგონია, რომ არბიტრი ფორმალურად ორივე ჩელსელის გაძევების მომენტში ცამდე მართალი იყო, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ბრანისლავ ივანოვიჩის ეპიზოდზე. მეტოქე სერბთან კონტაქტის შემდეგ აღმოჩნდა მიწაზე. "უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის" კი რა სანქციაც არის დაწესებული, მშვენივრად იცით.

რაც შეეხება ფერნანდო ტორესის წითელს, ამაზე კამათი კიდევ შეიძლება.

მეორე მხრივ, "იუნაიტედის" ფანები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ესპანელი პირდაპირ წითელს ჯერ კიდევ პირველი ყვითელი ბარათის ეპიზოდში იმსახურებდა, მან ხომ ჯონი ევანსს გაშლილი ფეხი ჰაერში ჩაარტყა.

მოდი, ვნახოთ, როგორ შეაფასეს შეხვედრა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა.

ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი):

"დიდი თამაშების მოგება ყოველთვის გინდა. მიუხედავად 3 ქულისა, პირველზე ისევ "ჩელსია". ასე რომ, ჩამორჩენის შემცირება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. დროდადრო მშვენიერ ფეხბურთს ვუჩვენებდით, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე, სადაც რაფაელი და ვალენსია თამაშობდნენ.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, თუმცა "ჩელსიმ" ზუსტად ამ დროს გაგვითანაბრა.

გადავწყვიტე, "ჩიჩარიტო" შემეშვა სათამაშოდ. მას მერე კი, რაც მეტოქეს პირველი ფეხბურთელი გაუძევეს, წამითაც კი არ შემპარვია ეჭვი, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში "სტემფორდ ბრიჯზე" არაერთხელ გავმხდარვართ მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილებების მსხვერპლი. შეუძლებელია შეეგუო, რომ ამ სტადიონზე ყველაფერს შენ წინააღმდეგ წყვეტენ. ლონდონელები ამტკიცებენ, რომ ჩვენი მესამე გოლი თამაშგარე იყო. თუნდაც ასე იყოს, ეს ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს ბედმა ჩვენც გაგვიღიმა.

ივანოვიჩის გაძევება გადამწყვეტი მომენტი იყო. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ აუცილებლად მოვიგებდით.

ტორესს რაც შეეხება, ევანსს მასთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდა, ესპანელმა კი, უბრალოდ, დაცემა გადაწყვიტა. არადა, შეეძლო გაეგრძელებინა შეტევა და გოლი გაეტანა. ასეთი ფეხბურთელების არასოდეს მესმოდა".

რობერტო დი მატეო (ჩელსი):

"თამაში საშინლად დავიწყეთ. ვმოძრაობდით ძალიან ნელა, რადგან ჩვენთვის ეს უკვე მესამე რთული დაპირისპირება იყო კვირის განმავლობაში. მე-20 წუთისთვის საბოლოოდ შევიგრძენით სათამაშო რიტმი და მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიეთ.

ანგარიშის გათანაბრებამდე რამდენიმე რეალური მომენტი გავუშვით ხელიდან.

2:2-ის შემდეგ ღრმად ვიყავი დარწმუნებულნი, რომ მოვიგებდით, მიუხედავად იმისა, რომ დე ხეა ფანტასტიკურად თამაშობდა.

მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ტორესის გაძევების მომენტში ის კი არა, ევანსი უნდა დაჯარიმებულიყო. ამას გარდა, გადამწყვეტი გოლი "იუნაიტედმა" თამაშგარედან გაიტანა. ვწუხვარ, რომ ამ დონის თამაშების ბედი არბიტრების ნებაზეა დამოკიდებული. მატჩი იდეალურად მიმდინარეობდა, ვიდრე მასში კლატენბურგი უხეშად არ ჩაერია.

მესმის, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა არბიტრებზეც მოქმედებს, მაგრამ მათი სამსახურიც სწორედ ეს არის, რომ ამ ყველაფერს გაუძლონ. ჩვენს შემთხვევაში კი მისმა შეცდომებმა მატჩის შედეგზე სერიოზული გავლენა მოახდინა".

ტურის გმირი - რობინ ვან პერსი

IX ტურის საუკეთესო ფეხბურთელად რობინ ვან პერსი მიგვაჩნია და ამას უამრავი მიზეზი აქვს.

ჰოლანდიელმა ჯონ ტერის გარეშე დარჩენილ "ჩელსის" უკანა ხაზს სისხლი გაუშრო. სწორედ რობინის დარტყმის შემდეგ დალაშქრა დავიდ ლუისმა საკუთარი კარები. მერე მან თავად გამოიჩინა თავი და ბომბარდირთა დავაში დემბა ბას დაეწია.

შეხვედრის ბოლო აკორდიც ვან პერსიმვე დასვა, როცა პეტრ ჩეხს ბურთის უმისამართოდ მოგერიება აიძულა, რითაც ხავიერ ერნანდესმა ისარგებლა.

ტურის მწვრთნელი - სერ ალექს ფერგიუსონი

ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ უქმეებზე სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის მწვრთნელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

მართალია, წერენ, რომ არბიტრმა მარკ კლეტენბურგმა "იუნაიტედს" სერიოზულად შეუწყო ხელი წარმატებაში, მაგრამ მთლად იმპერატიული ტონით ამის მტკიცება არ შეიძლება.

შოტლანდიელმა ახალგაზრდა ვიზავი რობერტო დი მატეო პირველ წუთებში შოკში ჩააგდო და არც შემდეგ დაუკლია ხელი. "ჩელსის" მწვრთნელს წარუმატებლობის გადაბრალება მსაჯებზე მეტად საკუთარი ფეხბურთელებისთვის მართებს.

ბომბარდირები

7 - დემბა ბა (ნიუკასლი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი);

6 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ლუის სუარესი (ლივერპული);

5 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი);

4 - პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი), ხუამ მატა (ჩელსი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი).

ასისტენტები

5 - ხუან მატა (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი);

4 - ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრაიან რუისი (ფულჰემი), ჯობი მაკანუფი (რედინგი);

3 - სტივენ პიენაარი (ტოტენჰემი), ჯონათან დე გუზმანი (სუონსი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), შონ მელონი (უიგანი).

გოლი+პასი

10 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 7+3;

9 - ხუან მატა (ჩელსი) - 4+5;

8 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 6+2

7 - მიგელ მიჩუ (სუონსი) 6+1, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 5+2, , ედენ აზარი (ჩელსი) - 2+5, დემბა ბა (ნიუკასლი) - 7+0, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 4+3, ედენ აზარი (ჩელსი) - 2+5;

გაფრთხილებები

5 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ანხელ რანხელი (სუონსი);

4 - ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ფილ ნევილი (ევერტონი), ხონას გუტიერესი (ნიუკასლი);

გაძევება ორი ყვითლით

1 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), ნათან დაიერი (სუონსი), სტივენ პიენაარი (ევერტონი) ჯო ბენეტი (ასტონ ვილა), ფერნანდო ტორესი (ჩელსი);

გაძევება წითელი ბარათით

1 - კირან კლარკი (ასტონ ვილა), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), შეიკ ტიოტე (ნიუკასლი), ჩიკო (სუონსი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), პიტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი), დანიელ აგერი (ლივერპული), ხორდი გომესი (უიგანი) სტეფან მბია (ქუინზ პარკი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი);

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. ხუან მატა (ჩელსი)

2. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

5. ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის

89 მატჩი

60 მოგება

29 ფრე

41 მშრალად შენახული კარები

263 გოლი

2.99 საშუალო შედეგიანობა

10 ავტოგოლი

1 271 ზუსტი დარტყმა კარებში

1 009 აცილება

422 ფეხბურთელი

278 ლეგიონერი

69 ეროვნების მოთამაშე

2 ჰეთთრიკი

276 ყვითელი ბარათი

17 წითელი ბარათი

3 178 983 ფანი ტრიბუნებზე

მომდევნო ტური

3 ნოემბერი

მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი, ფულჰემი-ევერტონი, ნორვიჩი-სტოკი, სანდერლენდი-ასტონ ვილა, სუონსი-ჩელსი, ტოტენჰემი-უიგანი, ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი

4 ნოემბერი

ქუინზ პარკი-რედინგი, ლივერპული-ნიუკასლი, ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური: დეჟავუ არ შედგა

levani
პენალტი რომ არ დადეს მაგაზე არაფერს აგარ ამბობთ. ეგეთი უნამუსო პენალტის არ დადება გინახიია? ლუიზმა საჯარიმოში ფრენბურთი რომ ითამაშა. ივანოვიჩი რომ გასაგდები იყო დი მატეომ თქვა და თქვენ თუ გინდათ ნუ დაიჯერებთ. ნუ იბოღმებით სიტის და ბარსას ფანები
gela
არაკომპეტენტურები ხართ და არ გესმით ფეხბურთი, გასადები ტორესი კი არა მანჩესტერის მცველი იკო, და კიდევ მესამე გოლი ხო საერთოდ თამაშგარე იყო. .ცოტა ობიექტურები უნდა იყოთ
barsa
ესეთი უნამუსო მსაჯობა ცხოვრებაში არ მინახია ჩელსის ბალეშიკი არ ვარ მაგრამ ესე გუნდი დაეჩაგროს მსაჯს მართლა არ მინახია.. ივანოვიჩიც არ იყო გასაგდები მე თუ მკითხავ ტორესზე და გოლზე ხო ვაფშე არაფერს აღარ ვიძახი
უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია