გადაწყდა, ჩერნოგორიასთან ნგლისის ნაკრებს რიო ფერდინანდი უკაპიტნებს. როგორც მოგახსენეთ, ფაბიო კაპელოს ჯონ ტერი დაუშავდა და იტალიელი მწვრთნელი დაცვის ცენტრში მის ადგილს ”მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანს გადააბარებს...
გადაწყდა, ჩერნოგორიასთან ნგლისის ნაკრებს რიო ფერდინანდი უკაპიტნებს. როგორც მოგახსენეთ, ფაბიო კაპელოს ჯონ ტერი დაუშავდა და იტალიელი მწვრთნელი დაცვის ცენტრში მის ადგილს ”მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანს გადააბარებს. სასტარტოში დაბრუნებასთან ერთად ფერდინანდმა ნაკრების სამკლავურიც დაიბრუნა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად კაპელომ ამცნო. მან თქვა:

”მე სტივენ ჯერარდს კვირასვე ველაპარაკე და ავუხსენი რატომ უნდა უკაპიტნოს გუნდს არა მან არამედ ფერდინანდმა. სტივენმა ყველაფერი სწორად გაიგო. მან ჩვენი წესები იცის. მეტიც, მან თავად უთხრა ფეხბურთელებს, რომ ჩერნოგორიასთან მათი კაპიტანი ის კი არა, რიო იქნება.

გეხსომებათ, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გავხდი კაპიტანიც დავასახელე და ვიცე-კაპიტანიც. შესაბამისად, ფეხბურთელებმა უკვე დიდი ხანია ძალიან კარგად იციან რატომ არის კაპიტანი რიო, რატომ არის ვიცე-კაპიტანი ჯერარდი და რატომ არის ჯერარდის შემდეგ კიდევ ერთი კაცი. კვირას ჯერარდს რომ ველაპარაკე ვუთხარი, რომ რიოს დაბრუნება მას არ აკნინებს. სტივი ფანტასტიკური კაპიტანია და ის, რომ ჩერნოგორიასთან სამკლავურს ფერდინანდი გაიკეთებს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი კაპიტანივით ვერ ითამაშებს”.

კაპელო დარწმუნებულია, რომ ფერდინანდის მუხლის ტრავმა უკვე წარსულია. მწვრთნელმა დასძინა:

”მე რიოს ვაკვირდებოდი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მას აღარაფერი აწუხებს. იგი უწინდელივით ტრავმის გამო არ არის მოძრაობაში შეზღუდული. დააკვირდით მის ბოლო თამაშებს? იგი ლაღი და საიმედო იყო”.

თავად ფერდინანდმა კი თქვა, რომ მისთვის მთავარი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა იყო:

”ნამდვილად არ ვიცოდი დამიბრუნებდნენ კაპიტნის სამკლავურს თუ არა. მე უფრო მეტად ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე მქონდა გადატანილი. დაკარგული პოზიციის აღდგენ ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა. კაპელო ყველა ჩვენგანს ყოველ დღე აანალიზებს, გვსწავლობს როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად, ასე რომ, თუ შემადგენლობაში მოხვედრა გინდა, თავი უნდა მოაწონო.

რა მოხდებოდა კაპიტნად ჯერარდი რომ დაესახელებინათ? სტივენს ხელს ჩმოვართმევდი და წარმატებას ვუსურვებდი. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით. კაპოტნის სამკლავურის დაბრუნება დიდებულია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჯერარდმა ჩემს არყოფნაში დიდი სამსახური გასწია. საერთოდაც, ინგლისის ნაკრებს ბევრი ნამდვილი ლიდერი ჰყავს და რაც უფრო მეტი მათგანია მოედანზე მით უფრო კარგად თამაშობს გუნდი”.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა