30 ოქტომბრიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას იწყებს
30 ოქტომბრიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას იწყებს.

გიორგი დევდარიანის გუნდი თბილისში ითამაშებს და ელიტრაუნდის ორი საგზურისთვის უკრაინის, შოტლანდიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან გაარკვევს ურთიერთობას.

29 ოქტომბერს "მიხეილ მესხზე" ჩვენი ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რასაც წინ გიორგი დევდარიანის პრესკონფერენცია უძღოდა.

- როგორ წარიმართა ოფიციალური მატჩებისთვის მზადების პროცესი?

- მოსამზადებელი პერიოდი ძალიან კარგად დავიწყეთ. ზაფხულში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. სასარგებლო იყო პოლონური ტურნირიც, თუმცა ამის შემდეგ ჩვენს გეგმებში იძულებითი კორექტივები შევიდა.

ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის საერთაშორისო ტურნირში უნდა გვეასპარეზა, მაგრამ ეს გეგმა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩაშალა.

ორ თვეზე მეტია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს სანაკრებო ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია, რამაც ჩვენს მონახაზს გარკვეული დაღი დაასვა, თუმცა შევეცდებით, შესარჩევი ტურნირი სათანადო დონეზე ჩავატაროთ.

- ტრავმების გამო დანაკლისი თუ გაქვთ?

- ტრავმირებულია ხორხელი და ვერ დაგვეხმარება. ბოლო მომენტში დაშავდა ლაშხიაც. 18-კაციანი განაცხადი უეფაში უკვე გაგზავნილი გვაქვს და მისი შეცვლა ვერ ხერხდება.

- მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- უკრაინის ნაკრებმა პოლონეთის ტურნირზე ჩვენთან ერთად ითამაშა და მის შესახებ წარმოდგენა გვაქვს. შოტლანდიისა და ლუქსემბურგის შესახებ კი, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით. კარგია, რომ ტურნირს უკრაინასთან შეხვედრით ვიწყებთ, რადგან პირველ ტურში გასამართი შოტლანდია-ლუქსემბურგის მატჩი მათ შესახებ გარკვეულ ცნობებს მოგვაწვდის.

- ჯგუფში რომელი ადგილი დაგაკმაყოფილებთ?

- არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, პირველ ადგილზე გავალთ თუ მეორეზე, მთავარია, ელიტრაუნდის საგზური მოვიპოვოთ. ამის შემდეგ უკვე გვექნება იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ელიტრაუნდში უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვდგეთ.

თბილისში კი თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გვინდა, გულშემატკივარი შემტევი და შედეგიანი თამაშით გავახაროთ.

- აქვს თუ არა თქვენს გუნდს იმის რესურსი, რომ 17-წლამდელთა წინა თაობის შედეგი გაიმეოროს?

- მიმაჩნია, რომ 94-იანების თაობა არაფრით არის ნაკლები 93-იანებზე. ცუდი ის არის, რომ ეს გუნდი მაისში ჩავიბარე და ახლა გაცილებით ნაკლები დრო მქონდა გუნდის მოსამზადებლად, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვიყავი.

- 18-კაციანი განაცხადის შედგენისას მდიდარი არჩევანი გქონდათ?

- ქართველები ცოტანი ვართ და გამიჭირდება იმის თქმა, რომ ორი სრულფასოვანი შემადგენლობის ფუფუნება მაქვს, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების ნიჭიერებიდან გამომდინარე, 18 ფეხბურთელის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.

- ჰყავს ამ თაობას გამოკვეთილი ლიდერები?

- გამორჩეული ფეხბურთელები მოდიან, მაგრამ მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ოთარ გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო);

მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, ნიკა ველიაშვილი (ყველა - საბურთალო), ომარ პატარკაციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო, ქუთაისი);

ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი (ორივე – საბურთალო), თენგიზ გოროზია (დინამო, თბილისი), ცოტნე მესხი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა ლაშხია (ბაია, ზუგდიდი), ზურაბ მალანია (ბაია, ზუგდიდი);

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (ზესტაფონი), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო, თბილისი).

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი. მე-13 ჯგუფი

30 ოქტომბერი

15.00 თბილისი. ბასა

შოტლანდია-ლუქსემბურგი

არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

15.00 თბილისი. მ. მესხი

საქართველო-უკრაინა

არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)

1 ნოემბერი

15.00 თბილისი. ბასა

შოტლანდია-უკრაინა

არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

15.00 თბილისი. მ. მესხი

ლუქსემბურგი-საქართველო

არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

4 ნოემბერი

15.00 თბილისი. მ. მესხი

საქართველო-შოტლანდია

არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

15.00 თბილისი. ბასა

უკრაინა-ლუქსემბურგი

არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა