გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ბოხუმმა" სტუმრად "ჰაველსე" 3:1 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ვეტერანმა ქართველმაც შეიტანა
გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ბოხუმმა" სტუმრად "ჰაველსე" 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გოლით შეიტანა ალექსანდრე იაშვილმა, რომელმაც მატჩის 30-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (იხილეთ ვიდეო).

ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა 85-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი შეცვალეს. მეორე ბოხუმელი, ნიკოლოზ გელაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

რუსეთში თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ორი შეხვედრა, სადაც ქართველების გუნდები მონაწილეობდნენ, მათთვის წარუმატებლად დასრულდა.

მოსკოვის "სპარტაკი" "როსტოვს" ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, მატჩისშემდგომ პენალტებში კი "როსტოვმა" 3:2 მოიგო.

"სპარტაკის" მიერ გამოყენებული ორი თერთმეტმეტრიანიდან ერთი ჯანო ანანიძის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

კრასნოდარულ დერბიში "კრასნოდარი" "ყუბანთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა "კრასნოდარის" განაცხადში არც ალექსანდრე ამისულაშვილი ყოფილა და არც - ნუკრი რევიშვილი.

აზერბაიჯანურ პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა ბაჩანა ცხადაძემ. მისმა "ინტერმა" შინ "ქიაფაზს" 3:1 სძლია, ქართველმა თავდამსხმელმა კი 58-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (იხილეთ ვიდეო).

ცხადაძის მსგავსად, "ინტერის" ძირითადში იყვნენ გიორგი ლომაია და ილია კანდელაკი, ხოლო რევაზ თევდორაძე და ვალერი აბრამიძე ბაქოელთა სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

კიდევ ერთი ინტერელი გიორგი ადამია კვლავ ტრავმირებულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე