17-წლამდელთა ნაკრებმა მომავალ წელს ელიტაში თამაშის უფლება ერთი ტურით ადრე მოიპოვა
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მომავალ წელს ელიტაში თამაშის უფლება ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გათამაშების მეორე ტურში ბელგიელი თანატოლები გაანადგურეს - 55:6. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ტურნირზე მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა და გაისად ელიტურ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან.

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. ამ მატჩში გამარჯვებული შეჯიბრებაში პირველ ადგილს დაიკავებს და ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ნომრად დაჯდება.

31 ოქტომბერს ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრას გამართავს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ორი დღის წინ ესპანელ თანატოლებთან წააგო - 10:16.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა მორაგბეებმა ესპანელებს 31:13 მოუგეს. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები B ჯგუფის საუკეთესოს ფინალში დაუპირისპირდება.

ეს გუნდი, სავარაუდოდ, პორტუგალია იქნება. ფინალში გამარჯვებული კი გაისად "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ითამაშებს.

საქართველო-ბელგია 55:6

საქართველო: 15. იოსებ კიკვაძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. ბადრი ლიპარტელიანი, 10. იოსებ ტუკვაძე. 1. ზაზა ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. გიორგი მღებრიშვილი.

16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. გიორგი როყვა, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. რევაზ ჯინჭველაშვილი, 22. ირაკლი სვანიძე.

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 5, 3. გერმანია - 0, 4. ბელგია - 0.

ევროპის ჩემპიონატი, U-19

A ჯგუფი

საქართველო-ესპანეთი 31:13, რუმინეთი-ესპანეთი 10:16

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 5 ქულა, 2. ესპანეთი - 4, 3. რუმინეთი - 1.

31 ოქტომბერი

საქართველო-რუმინეთი

B ჯგუფი

პორტუგალია-რუსეთი 14:8, ბელგია-რუსეთი 24:24

1. პორტუგალია - 4 ქულა, 2. რუსეთი - 3, 3. ბელგია - 2.

31 ოქტომბერი

პორტუგალია-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს