ხშირი ტრავმიანობით დაიწყო ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი რეგულარული ჩემპიონატი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა "ატლანტა ტრეშერზის" მეკარე ონდრჟეი პაველეცი, რომელმაც "ვაშინგტონ კეპიტალზთან" მატჩში გონება დაკარგა. მოგვიანებით ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დავსეს. ჩეხმა მეკარემ განაცხადა, რომ საერთოდ არ ახსოვს მატჩის დასაწყისი.

ხშირი ტრავმიანობით დაიწყო ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი რეგულარული ჩემპიონატი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა "ატლანტა ტრეშერზის" მეკარე ონდრჟეი პაველეცი, რომელმაც "ვაშინგტონ კეპიტალზთან" მატჩში გონება დაკარგა. მოგვიანებით ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დავსეს. ჩეხმა მეკარემ განაცხადა, რომ საერთოდ არ ახსოვს მატჩის დასაწყისი.

ახლა ჰოკეისტი გონზეა და თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ექიმები ჯერ არ აპირებენ მისი საავადმყოფოდან გამოწერას. უახლოეს დღეებში პაველეცი დაწვრილებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ყინულზე დაბრუნების ზუსტი თარიღი.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ ჩეხმა მეკარემ ტვინის შერყევა იმ ეპიზოდამდე ერთი წუთით ადრე მიიღო, რომელიც მის გონების დაკარგვას უძღოდა წინ. თავად პაველეცი ამბობს, რომ მატჩის მსვლელობის არც ერთი ეპიზოდი არ ახსოვს, არადა მოედანზე 2 წუთი 25 წამი "სუფთა" დრო გაატარა. ჩეხის გონებაში დარჩა მატჩისწინა მოთელვა, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების მანქანაში მოეგო გონს.

შაბათის ინციდენტის გამო, პაველეცს თავიდან ფეხები ჰქონდა პარალიზებული. შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩაგდა, თუმცა ცხადია, რომ ატლანტელთა ახალწვეულს გარკვეული ხანი თამაშგარე მდგომარეობაში მოუწევს ყოფნა. "ატლანტამ" AHL-დან უკვე გამოიძახა სათადარიგო მეკარე დრიუ მაკინტაირი.

ასევე ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს კანადის ნაკრებისა და "ნიუ იორკ აილენდერსის" ცენტრფორვარდ ჯონ ტავარესს. ჰოკეისტმა ტრავმა "დალას სტარზთან" მატჩში მაშინ მიიღო, როცა მეტოქე მცველ ადამ ბარიშსს შეეტაკა.

შეჯახების შემდეგ ტავარესი იძულებული გახდა გასახდელში წასულიყო, სადაც მას პირველი დახმარება აღმოუჩინეს. სავარაუდოდ, 2009 წლის დრაფტის პირველი ნომერი ორი კვირით გამოვიდა მწყობრიდან. უფრო ადრე, "აილენდერსმა" ტრავმების გამო მცველი მარკ შტრაიტი და თავდამსხმელი კაილ ოკსოპო დაკარგა.

ტვინის შერყევამ გააგრძელა ახალგაზრდა ფორვარდის კარიერაში ტრავმების "შავი" სერია. ტავარესი მსოფლიოს 2010 ჩემპიონატზე კანადის ნაკრების საუკეთესო სნაიპერი იყო, მაგრამ ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ჯონი მოტეხილი ხელით თამაშობდა. მან ეს ტრავმა ახლახანს მოირჩინა და ახლა ისევ უწევს მკურნალობის კურსის გავლა.

არ გაუმართლა "ნიუ ჯერსი დევილზის" რუს მცველ ანტონ ვოლჩენკოვს, რომელმაც "ვაშინგტონთან" მატჩის პირველ პერიოდში ცხვირი გაიტეხა, თუმცა 28 წლის ჰოკეისტი უახლოეს დღეებში აპირებს მოედანზე დაბრუნებას.

ვოლჩენკოვმა ტრავმა "კეპიტალზის" ფორვარდის ნიკლას ბექსტრიომის დარტყმის შემდეგ მიიღო. შაიბა მას ცხვირში მოხვდა და რუსს თამაშიდან გასვლა მოუწია. მცველს მოტეხილობა დაუდგინეს.

ამ ზაფხულს ვოლჩენკოვი "ოტავადან" გადავიდა "ნიუ ჯერსიში" და ახალ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაა 25,5 მილიონი დოლარი.

ფინიქსი-ბოსტონი 0:3

0:0, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 ლუჩიჩი-1 (ჰორტონი-1, კრეისი-2), 0:2 ჰორტონი-3 (რეკი-1, კრეისი-3), 0:3 სეგინი-1 (რაიდერი-2, ტ. ტომასი-1).

სამი ვარსკვლავი: ჰორტონი (ბ), სტიუარტი (ბ), ლუჩიჩი (ბ).

კალგარი-ლოს ანჯელესი 3:1

0:0, 1:0, 2:1

გოლები: 1:0 გლენკროსი-1 (ბრეტ სატეი-1), 2:0 კონროი-1 (ბ. მორისონი-1), 2:1 ბრაუნი-1 (კოპიტარი-1, დაუტი-1), 3:1 ჰაგმანი-1 (ბ. მორისონი-2).

სამი ვარსკვლავი: გლენკროსი (კ), კიპრუსოფი (კ), კოპიტარი (ლ-ა).

ედმონტონი-ფლორიდა 3:2

0:0, 3:2, 0:0

გოლები: 1:0 პენერი-1 (გილბერტი-1, სემ განიე-2), 2:0 ჯონსი-1 (ვანდერმეერი-2), 2:1 რისონერი-1 (ბერნიე-1), 3:1 ჰორკოფი-2 (ჰოლი-1, პეკჰემი-1), 3:2 რისონერი-2 (ბუტი-1, ბერნიე-2).

სამი ვარსკვლავი: ხაბიბულინი (ე), რისონერი (ფ), პეკჰემი (ე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა