ჩეზარე პრანდელიმ ღიად განაცხადა, რომ სერბეთთან სამი შემტევით ითამაშებს. აქვე ვთქვათ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ დღეს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით "სკუადრა აძურა" მორიგ შეხვედრას გამართავს და "სტადიო მარისიზე" სწორედ სერბეთს შეერკინება.

ჩეზარე პრანდელიმ ღიად განაცხადა, რომ სერბეთთან სამი შემტევით ითამაშებს. აქვე ვთქვათ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ დღეს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით "სკუადრა აძურა" მორიგ შეხვედრას გამართავს და "სტადიო მარისიზე" სწორედ სერბეთს შეერკინება. აპენინებზე ძალიან უხარიათ, როდესაც პრანდელი შემტევ სტილზე საუბრობს - მარჩელო ლიპიმ თავისი პრაგმატული, მუშა ფეხბურთით აშკარად დაზაფრა საფეხბურთო იტალია და ამად არის, რომ ამ თემას ასეთი დიდი ყურადღება ექცევა. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, პრანდელის პირველი კრიტიკაც ერგო და არა იმიტომ რომ "აძურამ" ორი ქულა დაკარგა - უპირველესად იმის გამო, რომ ჩეზარემ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და უკანმოუხედავად არ ეკვეთა მეტოქის კარს. როგორც თავში აღვნიშნეთ, მწვრთნელი პირობას დებს, რომ სამი თავდამსხმელით შეუტევს, ეს კი შემტევი ტაქტიკა-სტრატეგიის წინაპირობაა.

ბელფასტიდან იტალიის ეროვნული ნაკრები ფლორენციაში დაბრუნდა და "კოვერჩიანოს" ბაზაზე დაბანაკდა. ბუნებრივია, საწვრთნელ კომპლექსს ჟურნალისტთა დიდი არმია ეკვეთა და პრანდელი იძულებული გახდა ბრიფინგი მოეწყო. პირველი კითხვა ასეთი იყო: "რამდენად კმაყოფილი ხართ დაფიქსირებული შედეგით"? - აქვე პასუხი: "თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს და გასვლაზე დაფიქსირებული საყაიმო რეზულტატი უფრო ქულის აღებად უნდა შევაფასოთ, ვიდრე ორი ქულის დაკარგვად. ჩრდილოეთ ირლანდიას საკმაოდ ორგანიზებული და მებრძოლი გუნდი ჰყავს, რომელიც საკუთარ მოედანზე იოლად არავის არაფერს დაუთმობს. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ არც ფრისგან ვქმნით ტრაგედიას - პირიქით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ კიდევ ერთი ქულა ავიღეთ. ამასთან, ვინარჩუნებთ პირველ ადგილს და სწორედ ეს არის უმთავრესი".

აი ამის შემდეგ კი პრანდელიმ იტალია გაახარა, განაცხადა რა, რომ სერბებს სამი თავდამსხმელით შეუტევს: "დიახ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 4-3-3 ტაქტიკას ავირჩევთ. იმ მწვრთნელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც სტრატეგიას ბოლო წუთამდე მალავენ, ასე რომ, ღიად შემიძლია ამაზე საუბარი. გასვლით მატჩებზე მთავარია, რომ არ დამარცხდე და შედარებით ფრთხილი ტაქტიკა ამადაც ავირჩიე. აი საკუთარ მოედანზე კი აუცილებლად სამი ქულა უნდა ავიღოთ და მდევრებს კიდევ უფრო გავუსწროთ. თანაც, სერბეთი ჩვენი უმთავრესი კონკურენტია და გამარჯვებას ორმაგი დატვირთვა აქვს. ასეთ დროს ამბობენ ექვსი ქულა თამაშდებაო, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ".

რადგან იტალია სამი თავდამსხმელით შეუტევს, წესით და რიგით, ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ ჯუზეპე როსი. პრანდელი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ "ვილიარეალის" ფორვარდი ჩრდილოეთ ირლანდიასთან პაექრობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. როსი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და პრიმერადივიზიონის ბომბარდირთა შორის გახლავთ. თანაც, ტექნიკურია და სწრაფი, "აძურაში" კი ასეთი ფეხბურთელების მკვეთრი დეფიციტია. როსი იმედოვნებს, რომ სერბებს პირველივე წუთებიდან შეერკინება:

"ჩრდილოეთ ირლანდიასთან სულ რამდენიმე წუთი ვითამაშე და ბევრი ვერაფერი მოვასწარი. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში და მეც მის გადაწყვეტილებას ველოდები. სიმართლე გითხრათ, ამჯერად დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშს პირველივე წუთებიდან შევძლებ. კარგ ფორმაში ვარ, ვგრძნობ, რომ ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შემიძლია და მთავარია ამის საშუალება მომეცეს".

როსისთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ ჯამპაოლო პაცინი, რომელიც დღევანდელი შეხვედრის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ელოდება. თამაში გენუაშია, "სამპდორიას" საშინაო არენაზე და ბუნებრივია, პაცინის განსაკუთრებული მოტივაცია აქვს:

"ჩემთვის ორმაგად საშინაო თამაშია, რადგან "მარასიზე" გვიწევს ასპარეზობა. თუ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი, თავს არ დავზოგავ, რომ გულშემატკივარი გატანილი გოლით, ან სულაც გოლებით გავახარო. დიახ, მაქსიმალისტი ვარ და მოედანზე ყოველთვის გოლების გასატანად შევდივარ. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მხოლოდ ბოლო თხუთმეტი წუთის განმავლობაში ვითამაშე, მაგრამ ეს შეიძლება უკეთესიც იყოს - დასვენებული ვარ და სერბებს მთელი ძალებით შევეტოქები. იოლი მატჩი რომ არ იქნება, ცხადზე ცხადია, მაგრამ პირადად მე, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე