საქართველოს ნაკრები "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" თამაშის უფლების მოპოვებას პორტუგალიასთან შეეცდება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

აქ ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. გამარჯვებული მომავალ წელს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" თამაშის უფლებას მოიპოვებს.

A ჯგუფის ბოლო მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტრადიციულად უხერხული მეტოქე რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს - 20:11. თამაში ძალზედ მძიმედ დაიწყო. ანგარიში საჯარიმოდან რუმინელებმა გახსნეს, ჩვენმა ფულბეკმა საბა ნიკოლავამ ამაზე ორი საჯარიმოთი უპასუხა, თუმცა "მუხის ფოთლებმა" ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს - 6:6.

ჩვენმა ნაკრებმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა ტაიმის მიწურულსღა მოახერხა. "უმცროსი ბორჯღალოსნები" გარდასახული ლელოს წყალობით შვიდი ქულით დაწინაურდა - 13:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ისევ ჩვენი მორაგბეების უპირატესობა აღინიშნა. მალე რუმინელები კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც საქართველოს ნაკრებმა კარგად გამოიყენა და მორიგი ლელო მიითვალა - 20:13. მატჩის მიწურულს მეტოქე, რომელსაც დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდა, საგრძნობლად გააქტიურდა, თუმცა მხოლოდ ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა - 11:20.

საქართველო-რუმინეთი 20:11

საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი კოდუა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. მურაზ გიორგაძე, 10. გიორგი აფციაური, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური, 5. გიორგი გეგია, 6. შალვა შაშიაშვილი, 7. ონისე მოგელაშვილი, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

16. გიორგი სულუაშვილი, 17. თორნიკე ჯიბლაძე, 18. გიორგი მარგველანი, 19. ფარნავაზ გასვიანი, 20. ირაკლი ლოლუა, 21. გიორგი მჭედლიშვილი, 22. გიორგი თუთბერიძე.

A ჯგუფი

საქართველო-ესპანეთი 31:13, რუმინეთი-ესპანეთი 10:16

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 9 ქულა, 2. ესპანეთი - 4, 3. რუმინეთი - 1.

B ჯგუფი

პორტუგალია-რუსეთი 14:8, ბელგია-რუსეთი 24:24, პორტუგალია-ბელგია

სატურნირო მდგომარეობა

1. პორტუგალია - 4 ქულა, 2. რუსეთი - 3, 3. ბელგია - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა