ირაკლი ცირეკიძემ და ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს პირველობაზე ნაკრების გამოსვლა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს
ნაკრებში ყველა ერთი გეგმით არ ივარჯიშებსო, ამბობენ მწვრთნელები და ფიზმომზადების უცხოელი სპეციალისტი მოჰყავთ.

31 ოქტომბერს, საღამოს, ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ბრაზილიიდან დაბრუნდა, სადაც მსოფლიოს გუნდურ პირველობაში წარმატებით იასპარეზა - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენებმა ჯგუფში ჯერ დიდი ბრიტანეთის გუნდი დაამარცხეს - 5:0, მერე თავად წააგეს იაპონელებთან - 2:3, დამამშვიდებელში კი კუბას 3:2 სძლიეს, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სამხრეთკორეელებს 4:1 მოუგეს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლევან მატიაშვილი (+100) შედიოდნენ, ხოლო ირაკლი ცირეკიძისა და ლაშა გუჯეჯიანისთვის კი პირველი შეჯიბრება იყო მწვრთნელის რანგში.

თავდაპირველი შეფასებაც მათ ვთხოვეთ, მით უფრო, რომ გუნდის გამოსვლაში გარკვეული პროგრესიც შეინიშნებოდა და ზოგიერთის ჭიდაობაში ადრინდელთან შედარებით საგრძნობი პროგრესი იყო.

თავდაპირველად აზრის გამოთქმა ირაკლი ცირეკიძეს ვთხოვეთ, რომელსაც ამ შეჯიბრების გარდა, ნაკრების სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ.

ირაკლი ცირეკიძე: ასეთი ნერვიულობა და ცახცახი არასოდეს მიგრძვნია

- კმაყოფილი, უპირველესად, იმით ვარ, რომ მედლით დავბრუნდით. - გვითხრა ირაკლიმ. - სხვა ფაქტორებიცაა, რის გამოც გუნდის კმაყოფილი ვარ, თუნდაც - ჭიდაობის ხარისხი. ბიჭებმა კარგად იჭიდავეს, გამოავლინეს მებრძოლი სული და დავალებების მაქსიმალურად შესრულებას ცდილობდნენ.

- რამდენიმე ფალავანმა მართლაც გაგვაოცა პროგრესით. ამას რის ხარჯზე მიაღწიეს, შეცვალეთ რამე ვარჯიშებში?

- ჩვენ ვცდილობდით, თითოეული მათგანის დიდი პოტენციალი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. მათ მეტი შეუძლიათ, მეტი არსენალი აქვთ. უბრალოდ, ამ ყველაფერს გამოყენება, მიდგომა, ინდივიდუალურად მუშაობა სჭირდება ყოველ სპორტსმენზე.

მოსამზადებლად მოკლე დრო გვქონდა, მაგრამ ვცდილობდით, ამ კუთხით გვემუშავა. მცირე შედეგი იყო და იმედია, აწი კიდევ უფრო მოიმატებს.

- კონკრეტულად რა შეცვალეთ სავარჯიშო სისტემაში?

- გუნდში რამდენიმე სპორტსმენს მდიდარი არსენალი აქვს, თუნდაც იმ ქართული ჭიდაობისა, რაც სხვა ქვეყნის სპორტსმენებთან შეხვედრებში ძალიან გვადგება და არავის ვზღუდავდით, ვამუშავებდით ილეთებს...

ახლა არ იყო დოგმები, მაინცდამაინც იაპონურ სტილში უნდა ვიჭიდავოთო ან რამე ამგვარი. ყველას შეეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

მოსამზადებლად იქნებ ბევრი დრო არ ჰქონდათ, მაგრამ ადრინდელივით არ იტვირთებოდნენ, ცოტა დასვენებულებიც იყვნენ და ჭიდაობის მადაზეც მოვიდნენ - ჟინი ეტყობოდათ.

- ვის გამოარჩევთ გუნდიდან?

- ცალკე არავის გამოყოფა არ მინდა, მაგრამ, მაგალითად, შალვა ქარდავა იწყებდა შეხვედრებს, კარგი დასაწყისი კი ბევრს ნიშნავს. საბედნიეროდ, ქარდავა კარგად იწყებდა და ყველამ ნახეთ, როგორ იასპარეზა მან. თუნდაც იაპონელ მასაში ებინუმასთან ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ეჭიდავებოდა მას.

პირიქით - ეს იყო იმასთან მსოფლიოს ჩემპიონი. უბრალოდ, იყო პატარა შეცდომა, რის გამოც დამარცხდა.

კარგად იჭიდავა ზებედა რეხვიაშვილმაც, ვალერი ლიპარტელიანმაც, თუმცა კიდევ ვიმეორებ - არავის გამოყოფა არ მინდა, მთელი გუნდი კარგად გამოვიდა.

- ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოსვლასა და მის ილეთზე რას იტყვით?

- ალბათ, ჭრიკიშვილს ყველაზე მეტი არსენალი და შესაძლებლობა აქვს. უბრალოდ, მისი ჭიდაობა დასალაგებელია, ანუ სწორად უნდა წარმართოს თავისი პოტენციალი. მას ყველაფერი აქვს - ფიზიკური ძალა, არსენალი, მაგრამ ჩავლებების სწორად აღებას ვერ ახერხებს. ამიტომ არასწორი ჭიდაობა გამოუდის. აქამდე სწორედ ამ ნაკლზე ვმუშაობდით, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

- დასასრულს, გუნდის უახლოეს გეგმებზეც ვთქვათ...

- ჯერ ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხვედრა დაფინანსების თაობაზე, რადგან ბიუჯეტი უკვე იწურება.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის გამართვა გვსურს, დეკემბერში - ტოკიოში კანოს ტურნირზე ჭიდაობა, მერე კი საბაზო შეკრება გვექნება ბაკურიანში ფიზმომზადებაში, რათა მომავალ სეზონს ფიზიკურად კარგად მომზადებულები შეხვდნენ.

შეკრებებს უცხოეთშიც გავივლით - შევეცდებით, ერთობლივ ვარჯიშებში ყველგან გამოვიდეთ, მაგრამ ფიზმომზადებისთვის საზღვარგარეთ არ წავალთ. ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოვიყვანთ ფიზმომზადების მწვრთნელს უცხოეთიდან. კანდიდატურაც შერჩეულია, მაგრამ ჯერ ვერ დაგისახელებთ.

- ბოლო შეკითხვა - სპორტსმენობა უფრო ძნელია თუ მწვრთნელობა?

- აი, ლაშა გუჯეჯიანიც დამეთანხმება, რომ ასეთი ნერვიულობა და ცახცახი არასოდეს მიგრძვნია. მართლა ცუდ დღეში ვიყავით.

ლაშა გუჯეჯიანი: ქართულმა ძიუდომ აქცენტი ფსიქოლოგიასა და სისწრაფეზე უნდა გააკეთოს

- არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურებაა და ვარჯიშები ისეთნაირად გარდავქმენით, რომ გუნდი ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს გუნდში მეგობრული ატმოსფეროს აღდგენა და ერთსულოვნებაა.

ბუნებრივია, მწვრთნელსა და სპორტსმენს შორის რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს და ასეცაა, მაგრამ გუნდში ფრიად მეგობრული ატმოსფეროა.

გუნდის ამ გამოსვლას რაც შეეხება, მე ბედნიერი ვარ, რაც იქ ვიხილე - ასეთი შეუპოვარი საქართველოს ნაკრები და შეუპოვარი ბიჭები პირველად ვნახე.

უბრალოდ, თავს ზევით ძალა არაა და ამდენი ჩავარდნის, ამხელა პაუზის შემდეგ რაც ჩვენმა გუნდმა გამოამჟღავნა, უმთავრესი იყო. აქ ვგულისხმობ არა შედეგს, არამედ ბიჭების განწყობას.

- თვისობრივად თუ შეიტანეთ სიახლეები სავარჯიშო სისტემაში?

- ჯერ მხოლოდ ერთი შეკრება გავმართეთ და ჩვენი გეგმების ასრულება კიდევ არ დაგვიწყია, მაგრამ სისტემას აუცილებლად შევცვლით.

ყველა სპორტსმენს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. აი, წეღან ჭრიკიშვილზე იკითხეთ და ამ ბიჭზე მთელი მსოფლიო კითხულობს, რა სჭირს და რატომ ვერ ჭიდაობსო.

შეიძლება ითქვას, ჭრიკიშვილი - ესაა თემა უცხოელებისთვის. მისი პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ ბავშვია, ჭიდაობა ვერ დაალაგა, გამოცდილება აკლია.

როგორც პიროვნება, ჩამოყალიბებულია, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ აკლია გაზრდა - მეტოქეს წნეხში ვერ აგდებს, მასზე სათანადო ზეწოლას ვერ ახდენს.

მასზეც, რეხვიაშვილზეც, ლიპარტელიანზეც და საერთოდ - მთელ გუნდზე მწვრთნელები - მეც, ცირეკიძეც, გიორგი ვაზაგაშვილიც დავსხედით და კონკრეტულად ვისაუბრეთ, რა სჭირდებათ, რა ილეთები უნდა დაამატონ...

თითოეულთან ინდივიდუალურადაა სამუშაო. არაა სავალდებულო, ყველამ ერთნაირად ივარჯიშოს. ცხადია, შეკრებებზე იქნება ნაკრების სტანდარტული გეგმა, მაგრამ იქნებიან სპორტსმენები, რომლებიც არა ამ გეგმით, არამედ მათთვის საჭირო პროგრამით მოემზადებიან.

კონკრეტულად შეკითხვას რაც შეეხება, ამ შეკრებაზე ძირითად აქცენტს ვაკეთებდით ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, ნერვების დასვენებასა და სისწრაფეზე - ქართულმა ძიუდომ აქცენტი აუცილებლად უნდა გააკეთოს ამაზე.

დღეს წარმატებისთვის ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ცოტათი შენელებულები ვართ.

ქართული ძიუდო უნდა აჩქარდეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს გუნდური პირველობა - სამი ქართული განზომილება ბრაზილიაში

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ტატამზე კისრით დაარჭო! [VIDEO]

ვასკულატ
ეგ ტოკიოშიც ეწერათ 2010 ში!პირადულ მსოფლიოზე,უბრალოდ სპონსორები არიან,მაგ შეჯიბრზე გაზპრომი იყო გენერალური სპონსორი და მაგიტოოო!!!!!!ნიკოლოზ!
nika
გილოცავთ,ზურგზე გაზპრომი რატომ გეწერათ
nika
ზურგზე გაზპრომი რატომ გეწერათ
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!