საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
გორის "დილამ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო მიმდინარე ჩემპიონატში და მეორე ადგილზე აინაცვლა. ისეთი თამაში იყო, გამარჯვება "ვიტ ჯორჯიასაც" შეეძლო, მაგრამ ყველაფერი ალბათ ცალკეული ფეხბურთელების კლასმა გადაწონა.

"ვიტ ჯორჯიამ" ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, თუმცა არც "დილა"' მირბოდა თავქუდმოგლეჯილი შეტევაში.

პირველი ტაიმი უფერული გამოდგა, ბურთს უფრო მეტხანს "დილა" კი ფლობდა, მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდა. ერთხელ ბრაზილიელი ჟუნიორი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, თუმცა ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

ვიტჯორჯიელთა თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე აქტიურად და აგრესიულად მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი შეტევაში დიდი ძალებით გადასვლას ერიდებოდა. ის თითქოს თავის შანსს ელოდებოდა.

ჩაკარგული იყო "დილას" ახალწვეული ლეონარდო რამოსი. გორელებმა პირველ ტაიმში აგრესიული ფლანგებითაც ვერ დაგვამახსოვრეს თავი. ინერტული პირველი ტაიმის შემდეგ გაცილებით უკეთეს მეორე ტაიმს ველოდით.

შესვენების შემდეგ სხვა თამაში წავიდა. პირველი საგოლე შესაძლებლობა კი "ვიტ ჯორჯიას" ჰქონდა - შოთა დავლაშელიძის გრძელი გადაცემით ჩიმაკაძე გულვერდ თომაშვილთან ორთაბრძოლაში შევიდა, აჯობა მეტოქეს და მეკარესთან პირისპირ დარჩა, კიპერთან მიახლოებას დარტყმა ამჯობინა, ძლიერადაც დააქუხა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მარინ სკენდერის ხელებს შეაწყვიტა. ჩიმაკაძეს დამატებაზეც შეეძლო ეხეირა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

ვერ გაიტან, გაგიტანენ - ამოქმედდა ეს კანონი. ლეონარდოს ნაცვლად მოედანზე შესულმა ზურაბ არზიანმა ერთი მოწინააღმდეგე მოხდენილად ჩამოიცილა და ოცდახუთიოდე მეტრიდან ლამაზი გოლი გაიტანა - 0:1.

"ვიტ ჯორჯიამ" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია. "დილას" საჯარიმოში სახიფათო სიტუაცია შეიქმნა და გურამ ადამაძე ვერ შესწვდა ბურთს. ამის შემდეგ კი ვიტჯორჯიელებმა მრავალსვლიანი კომბინაციის გათამაშება მოახერხეს. წერტილი დავლაშელიძეს უნდა დაესვა, მაგრამ მიზანი კარგად ვერ გაისწორა.

მატჩის ბოლოს კარგად გამოჩნდა კლასში სხვაობა. "დილას" მეორე საგოლე კომბინაცია გოგიტა გოგუამ წამოიწყო, ჟუნიორმა გააგრძელა, შემდეგ მარცხენა ფლანგიდან სანდრო გურულმა ბურთი საპირისპირო მხარეს გაგზავნა და ირაკლი კლიმიაშვილმაც ერთი შეხებით გაახვია ბადეში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილმა ვიტჯორჯიელმა დარტყმის კარგი ტექნიკა გვიჩვენა. ასეთ სიტუაციაში ბევრი ფეხბურთელი ბურთს ხეირიანად ვერ უხვედრებს ფეხს. ერთი სიტყვით, ამ დარტყმას შესრულება უნდოდა.

მოკლედ, დიდად შინაარსიანი თამაში ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, გოლები გამოდგა თვალისმომჭრელი.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური

31.10. მცხეთა პარკი. 800 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 არზიანი (60), 0:2 კლიმიაშვილი (79)

ვიტ ჯორჯია დილა

5-3-1-1 4-2-3-1

დაუშვილი სკენდერი

ხურცილავა კაშია

ადამაძე თომაშვილი

გეთიაშვილი რ. ონიანი

გოგიაშვილი კვირკველია

ჯავაშვილი გოგუა

ვასაძე ბეჭვაია

გურ. გურეშიძე კახელიშვილი

დავლაშელიძე ლეონარდო

კორიფაძე კლიმიაშვილი

ჩიმაკაძე ჟუნიორი

მწვრთნელები:

მ. კოჭლაშვილი გ. დარასელია

ვიტ ჯორჯია

78. გეთიაშვილი - გაბრიჭიძე

82. დავლაშელიძე - ღიბრაძე

სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ღანიაშვილი, კასრაძე, ჯუღელი

დილა

46. ლეონარდო - არზიანი

61. კახელიშვილი - ს. გურული

90. ჟუნიორი - გვალია

სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, ახალკაცი, გორელიშვილი

გაფრთხილება: ჟუნიორი (65)

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა