სარბენი ბილიკი - სკოლის დერეფანი

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გორში მძლეოსნობის არსებობა წლებია ერთადერთი კაცის - გივი იაზბარიანის ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. იგი ახერხებს მეტისმეტად არასახარბიელო სავარჯიშო პირობებში შეინარჩუნოს აღსაზრდელები და გაუძღვეს დიდ სპორტში.

ბოლო რამდენიმე კვირაა მისმა შეგირდებმა ჯერ თბილისში მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებაში, შემდეგ კი აზერბაიჯანის ღია პირველობაზე იასპარეზეს წარმატებით.

- ბატონო გივი, ადრინდელთან შედარებით, ამჯერად თქვენმა შეგირდებმა მძლეოსნობის სხვადასხვა პროგრამაში გამოიჩინეს თავი.

- ადრე ძირითადად მორბენლები გვყავდა, ახლა სხვა სახეობებშიც ვავარჯიშებთ. ბუნებრივია, მე გამიჭირდება ყველა მათგანის დაოსტატება, ამიტომ შაბათ-კვირას თბილისის მძლეოსნობის ცენტრში დამყავს ისინი სხვა სპეციალისტებთან. ვავარჯიშებ მხოლოდ 1998-2000 წწ დაბადებული ბავშვებს. 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სწორედ ამ ასაკის სპორტსმენებს მოუწევთ მონაწილეობა. მინიმუმ სამი მედლის მოპოვების იმედი გვაქვს.

- თბილისში და აზერბაიჯანის ღია პირველობაზე, რომელ სახეობებში გამოირჩნენ თქვენი სპორტსმენები?

- დედაქალაქში ცხრა სპორტსმენით ჩავედით, რვამ კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში პირველი, ბადროს ტყორცნაში კი მეორე ადგილი დაიკავა. ასეთივე წარმატება ჰქონდა ნიკა ყაზარაშვილს, შესაბამისად სიგრძეზე და სამხტომაში. კიდევ ერთი პირველი ადგილი სამხტომაში ნინო კარელიძის ანგარიშზეა.

მეორე ადგილები ერგოთ მორბენლებს ნიკა ანიაშვილს (100 მ) და ილია კუხალაშვილს (1500 მ). მესამე ადგილები დაიკავეს მარი სეროპიანმა (1500 მ) და შუბის მტყორცნელებმა თამთა ვაჩაძემ და ზვიად ანიაშვილმა. ბირთვი აზერბაიჯანის ღია პირველობაზეც ყველაზე შორს მუჯარიძემ გადააგდო, იქვე ყაზარაშვილმა კი სიგრძეზე ხტომაში მეორე შედეგი აჩვენა.

- თქვენი შეგირდები ძირითადად გორის საჯარო სკოლებიდან არიან?

- კონტიგენტიც და ბაზაც გორის მე-11 სკოლისა. მეც იქვე ვმუშაობ სპორტის პედაგოგად.

- პირობები გაკმაყოფილებთ?

- სპორტული დარბაზი მთლიანად ამორტიზებულია, სარბენად სკოლის დერეფანს (?!) და ქალაქის დანგრეული ცირკის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ვიყენებთ. შაბათ-კვირას კი ყველა მიმყავს თბილისის მძლეოსნობის ცენტრში ნორმალურ სავარჯიშო და საშეჯიბრო პირობებთან შესაგუებლად. გვაკლია ინვენტარიც.

არაერთი მცდელობისა ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფერში გვეხმარება. დაფინანსება კი გამოსწორდა მას შემდეგ, რაც "სპორტული ცენტრის" ხელმძღვანელად გია თენაძე მოვიდა. მისი მეოხებით შეჯიბრებეზეც დავდივართ და შეკრებებსაც გვიფინანსებს, ადრე კი ამაზე ვერც ვიოცნებებდით.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა