საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? თქვენ თვითონ გააკეთეთ კომენტარი, რაც გინდათ, ის დაწერეთ! რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? მსაჯი? სად გვყავს მსაჯი? მაგათი ... (ცენზურა) და ფედერაციის ... (ცენზურა)!!! დაწერეთ, რომ წააგო ბათუმის "დინამომ" და მსაჯი არაფერ შუაშია, გაუხარდებათ ფეხბურთის ფედერაციაში! რა უნდათ, ვერ გავიგე! ან ასეთი მოგების...(ცენზურა)", - ეს სიტყვები ნამატჩევს გია გურულმა გვითხრა და იოლად მიხვდებით, რამდენად აღშფოთებული იყო ბათუმელთა თავკაცი.

მას ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა - დამატებულ ბოლოსწინა წუთზე მის თვალწინ სტუმრებმა, დიდი ალბათობით, წესების დარღვევით დაატოვებინეს ბურთი მასპინძელ მცველს, რასაც შეცვლაზე შემოსული გიორგი ფეიქრიშვილის გოლი მოჰყვა.

აღნიშნული ეპიზოდი ლაინსმენის სიახლოვეს მოხდა და არც არბიტრი გახლდათ მოშორებით. მათი რეაქციის შემხედვარე კი გვგონია, რომ მცველის დაცემის მიზეზი საერთოდ ვერ შენიშნეს, თორემ არა გვგონია, ზედ ბოლო წამებზე თავი სახლაფორთოდ გაეხადათ.

არადა, ეს არ ყოფილა შეხვედრაში ერთადერთი კითხვითი ნიშანი მსაჯების მიმართ, თუმცა ისიც აშკარა იყო, რომ "სილაგავა და კომპანია" ერთ მხარეს არ "გარჯილან" და შესაბამისად, არც ვინმეს მხარი დაუჭერიათ, თუმცა რამდენიმე უხეში შეცდომა რომ მოუვიდათ, ფაქტია.

საბოლოოდ, უფრო დაზარალებული მასპინძლები კი გამოვიდნენ, თუმცა მანამდე პრეტენზია ორჯერ ბოლნისელებსაც ჰქონდათ და არცთუ უსაფუძვლოდ: ტაიმის შუაში საკუთარ საჯარიმოში მეკარემ და მცველებმა შეუთანხმებლად ითამაშეს. ბურთზე დაგეშილი სტუმართა ფორვარდი, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ საჯარიმოში "დაუხმარებლად" დაეცა, იქვე ხიფათი გაგრძელდა და მართალია, მახვილი კუთხიდან, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ჭედიამ ხარიხა შეაზანზარა.

ამას "სიონის" პროტესტი მოჰყვა - ისინი პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა გაგრძელებული თამაშის "საპენალტოდ შემობრუნებაზე" უარი თქვა.

გაცილებით აშკარად მოჩანდა ეპიზოდი, როცა საკუთარი მეკარის ბაქანთან მიჩიხულმა ბათუმელთა მცველმა შოთა მამინაშვილს ბურთი მიუგორა, სავარაუდოდ, ფეხით გადასაგდებად, თუმცა მეკარემ მრგვალი საგანი ხელში დააფიქსირა.

მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო პასის გაკეთება და მეკარემ "აჭრილი" ბურთი დაიჭირა.

ამ ეპიზოდებში თუ სიტუაცია სადავოს წააგავდა, ერთხელად გამოცდილმა არბიტრმა ისეთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, გამართლებას ვერანაირად მოუძებნის - ეს მეორე ტაიმში მოხდა: 53-ე წუთზე მოედანზე ერთ-ერთი ბოლნისელი დაეცა. მსაჯს დარღვევა არ დაუფიქსირებია. თანაგუნდელებმა ბურთი აუტზე გადააგდეს, ლაშა სილაგავამ კი დამნაშავედ თორნიკე ბერიძე სცნო და მეტოქეზე უხეშობისთვის გააფრთხილა. თამაში კი აუტიდან მასპინძლებმა განაგრძეს!

ახლა მატჩის შესახებაც გეტყვით ორიოდ სიტყვას:

თავიდანვე ნათელი იყო, რომ აუტსაიდერთა პაექრობა დაძაბული და საინტერესო იქნებოდა. ამ მატჩამდე აჭარლები ქვემოქართლელებს ქულით უსწრებდნენ და ესეც დამატებით ინტრიგას მატებდა შეხვედრას.

პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, როცა მე-11 წუთზე, თამაშგარეს შექმნისას, სტუმარი მცველი ჩარჩა და მეკარესთან ერთი-ერთზე შეყრილმა ალექსანდრე ტიმჩიშინმა ხარიხას გადააცილა.

ამის შემდეგ იყო ის ორი ეპიზოდი, სტუმართა პროტესტი რომ გამოიწვია და ასევე, ბოლნისელი გიორგი ქუცურუას სახიფათოდ დარტყმული, რომელიც მეკარემ არცთუ დამაჯერებლად მოიგერია.

პირველ ტაიმშივე მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ორი მასპინძელი თავებით შეეჯახა, რის შედეგადაც ნიკა ხუხია შესაცვლელი გახდა, ხოლო ბორის მახარაძემ თავშეხვეულმა ჩაასრულა შეხვედრა.

52-ე წუთზე მასპინძლები ხარიხამ მეორეჯერ გადაარჩინა - ამჯერად ვლადიმერ ჯოჯუა გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე და სტუმართა შუახაზელმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

ამის შემდეგ მასპინძლებს სამი ხიფათი შეექმნათ, სამივეჯერ სტანდარტული მდგომარეობისას - ჯერ მეკარის ბაქანზე ჩაკიდეს ბურთი და კარიდან გამოსულ მინდია ბობღიაშვილს მცველი შეეჯახა. "სიონი" კარის დარაჯს რომ არ ემარჯვა, მასპინძელ ფორვარდებს დაუცველ კარში გატანა არ გაუჭირდებოდათ.

დანარჩენ ორ ეპიზოდშიც ბობღიაშვილი საიმედოდ გაისარჯა, როცა ჯარიმიდან დარტყმული ორჯერვე ხელებში გააქვავა.

მატჩის კულმინაციურ მომენტამდე ჩინებული შანსი მეტად აქტიურ რეზო ჯიქიას მიეცა, როცა მეკარის ბაქნის სიახლოვეს ორ მცველს აჯობა, მაგრამ იმდენად ახლოს აღმოჩნდა კარის ძელთან, რომ მამინაშვილს ვეღარ ააცილა, თუმცა მეკარის გონივრული მოქმედებაც აღსანიშნავია.

...ჯერ კიდევ გოლის დაფიქსირებისას მიცვივდნენ ბათუმელები არბიტრსა და ლაინსმენს, თუმცა ეს რომ შედეგს არ გამოიღებდა, ფაქტია. მატჩის ორგანიზატორთა და მასპინძელი მწვრთნელ-ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "თემიდელებმა" გასახდელს მშვიდობიანად მიაღწიეს.

P.S. ნამატჩევს მასპინძელი გუნდის წარმომადგენლებმა ფირი დაატრიალეს, სადაც ჩანს, რომ მასპინძელ მცველს წაქცევაში "დაეხმარნენ".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური

31.10.2012. ქობულეთი. ჩელე-არენა. 600 მაყურებელი

დინამო (ბთ)-სიონი 0:1

გოლი: 0:1 ფეიქრიშვილი (90+2)

დინამო (ბთ) სიონი

4-4-1-1 4-1-4-1

მამინაშვილი ბობღიაშვილი

ი. კვეკვესკირი ორბელაძე

ხუხია სვანიძე

ზ. ლობჟანიძე მაჭავარიანი

თოთაძე ჩიკვილაძე

ტიმჩიშინი ჯოჯუა

ვ. თევდორაძე ჭედია

ვარშანიძე ოქროპირიძე

ბ. მახარაძე ქუცურუა

ბერიძე თარხნიშვილი

ბაციკაძე ჯიქია

მწვრთნელები:

გ. გურული ა. ჯელაძე

დინამო (ბთ)

41. ხუხია - ქორიძე

64. ბაციკაძე - ჯორბენაძე

84. თევდორაძე - ცნობილაძე

სათადარიგოები: პიცანი, დიასამიძე, ნასუაშვილი, ზოიძე

სიონი

56. თარხნიშვილი - ფეიქრიშვილი

67. ქუცურუა - ჭანკოტაძე

76. ოქროპირიძე - მანწკავა

სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ნემსაძე, უგრეხელიძე, ხურციძე

გაფრთხილება: ჯიქია (3), კვეკვესკირი (16), ბერიძე (53), სვანიძე (60).

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქობულეთელი
90 წუთზე ჯორბენაძის სეტევის დროს საჯარიმოში ნათამაშები ხელი გამოტიეთ თუ გამოგრჩათ. სამარცხვინო ჩინოვნიკების მიერ ჩატარებული სამარცხვინო ჩემპიონატია. რა აზრი აქვს ან კოსტავას და ან კვარაცხელიას დელეგატობას? შეგნებული და მიზანმიმართული ბრზოლა მიდის ფედერაციის მხრიდან ბათუმის დინამოს წინააღმდეგ. სიჭინავა! შენთვის აჭარაში ჩამოსვლა, ჯოჯოხეთში ჩამოსვლა იქნება!
nanuli
ერთი სიტყვით ფეხბურთის ფედერაციას კარგი მკურნალობა უნდა ასეთი საზიზღრული მსაჯობა მე არ მინახავს. რა უნდათ ბათუმის დინამოს გუნდიდან ვერ გავიგეთ. სასწრაფოდ მოშორდით ფედერაციას.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა