ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზლატანი ამსტერდამში მოსაგებად დაბრუნდა

ზლატანი ამსტერდამში მოსაგებად დაბრუნდა

ევრო 2012. შესარჩევი მატჩები: დიდ პატივს გცემთ, მაგრამ თქვენი არ გვეშინია

თუ არ ჩავთვლით ორ მატჩს ნოემბერში (ფინეთი-სან მარინო და ხორვატია-მალტა) წლეულს ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის დღევანდელი ტურით მორჩება და მომავალი წლის მარტის ბოლომდე დაგვემშვიდობება. ასე რომ, ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორი განწყობით დაასრულებენ ნაკრებები 2010 წელს. მართალია, ჩვენი ყურადღება ძირითადად რიგის მატჩისკენაა მიმართული, სადაც თემურ ქეცბაიას გუნდი 3 ქულისთვის იომებს, თუმცა ბებერ კონტინენტზე რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებაც გველის. მსოფლიოს ექს-ჩემპიონი იტალია სერბეთს მასპინძლობს, ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდია კი - შვედეთს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი კი გლაზგოს "ჰემპდენ პარკს" სტუმრობს...

A ჯგუფი

აზერბაიჯანი-თურქეთი 19:00

ყაზახეთი-გერმანია 21:00

ბელგია-ავსტრია 22:45

დღის მატჩი: ბელგია-ავსტრია

აქამდე ბევრს არ გაეგო "გენკის" 23 წლის ფორვარდის, მარვინ ოგუნჯიმის არსებობა. ნიგერიული წარმოშობის ბელგიელმა პარასკევს პირველად მოირგო "წითელი ეშმაკუნების" ფორმა და დუბლი შეასრულა. მწვრთნელ ჟორჟ ლიკენსს დებიუტანტის იმედი ავსტრიელებთან მატჩშიც აქვს: "წინა გამარჯვებით კარგი საფუძველი შევქმენით, ავსტრიელებთან მომავალი წარმატებისთვის. ჩემი გუნდი მზადაა სამი ქულისთვის საბრძოლველად".

ავსტრიელებს მარკ იანკო არც აზერბაიჯანელებთან ჰყოლიათ და ის არც ბელგიაში გაყვა გუნდს, მიზეზი საზარდულის ტრავმაა. "ბელგია ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აზერბაიჯანის ნაკრები, ამიტომაც ყურადღებით თამაში გვმართებს", - აცხადებს კავკასიელთა კარში დუბლის ავტორი მარკო არნაუტოვიჩი.

ჯგუფის ლიდერი გერმანია ახალ "ევროპულ" ქალაქ ასტანაში სტუმრობს, ხოლო ბაქოში აზერბაიჯანულ-თურქული დაპირისპირებაა. აზერბაიჯანელებს არასახარბიელო სტატისტიკა აქვთ მოძმე ქვეყნის ნაკრებთან ურთიერთდაპირისპირებაში - 7 მატჩიდან მათ 5 წააგეს და 2 ფრედ დაასრულეს.

აზერბაიჯანელთა თავკაც ბერტი ფოგთსს რუსლან აბუშევისა და ვლადიმირ ლევინის ჯანმრთელობა ადარდებს, ხოლო ფაბიოსა და მაქსიმ მედვედევის თამაში უკვე გამოირიცხა. გერმანიასთან მატჩში თურქი ნახევარმცველი მეჰმეთ აურელიო დაიმტვრა და ის ბაქოში გუნდს ვეღარ გაჰყვა. სერვეთ ჩეთინი მანუელ ნოიერთან საჰაერო ორთაბრძოლაში დაშავდა, მაგრამ აზერბაიჯანთან თამაშს, ალბათ, შეძლებს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 3 3 0 0 10-1 9

2. ავსტრია 2 2 0 0 5-0 6

3. თურქეთი 3 2 0 1 6-5 6

4. ბელგია 3 1 0 2 4-4 3

5. აზერბაიჯანი 2 0 0 2 1-9 0

6. ყაზახეთი 3 0 0 3 0-7 0

B ჯგუფი

სომხეთი-ანდორა 19:00

სლოვაკეთი-ირლანდია 22:30

მაკედონია-რუსეთი 22:30

დღის მატჩი: სლოვაკეთი-ირლანდია

სლოვაკეთის საკურორტო ქალაქი ჟილინა ლიდერთა მატჩს მასპინძლობს. ორივე ნაკრებს 6-6 ქულა აქვს, ისევე როგორც რუსეთის ნაკრებს. მუნდიალის მონაწილე სლოვაკეთი მიწას პარასკევს დაანარცხეს, სომხეთის ნაკრებმა 3:1 მოუგო სლავთა გუნდს. ერევანში მარტინ შკრტელმა ყვითელი ბარათი მიიღო და ახლა მცველი ირლანდიელებთან მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს. სომხეთში ტრავმა მიიღო მიროსლავ სტოხმა და მისი თამაში საეჭვოა: "ცუდი ამბებია, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს, შკრტელის გარეშე უნდა გავიდეთ ფონს", - განაცხადა სლოვაკთა თავკაცმა ვლადიმირ ვეისმა. დისკვალიფიცირებულს, სავარაუდოდ, იან ძიურიცა შეცვლის.

ჯოვანი ტრაპატონის თავისი საფიქრალი აქვს, ფორვარდი კევინ დოილი მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. "დოილის შეცვლა იოლი არ არის, მაგრამ შევეცდები ნაკრებს მისი არყოფნა არ ვაგრძნობინო", - ამბობს შეინ ლონგი, რომელიც შეცვლის კიდეც დოილს. ტრაპატონის გუნდს მცველი რიჩარდ დანი უბრუნდება.

სკოპიეში რუსეთის ნაკრები ფავორიტობის დასამტკიცებლად 3 ქულისთვის ჩადის. დუბლინური შეხვედრა ანდრეი არშავინმა უკვე შერაცხა რუსეთის ნაკრების ბოლოდროინდელ ისტორიაში საუკეთესო მატჩად. რუსეთის ნაკრებში ტრავმები არ არის, მაკედონიელებს კი კაპიტანი გორან პანდევი, დარკო ტასევსკი და გორან პოპოვი აკლიათ.

სომხეთის ნაკრებს ბოლო მატჩის შემდეგ ოთხი ფეხბურთელი დააკლდა, მკრტიჩიანი დისკვალიფიკაციის გამო, 3 კი ტრავმირებულია. "სლოვაკებთან მატჩს დიდი ენერგია შევალიეთ, ცალკე ეს ტრავმები. ასე რომ, ანდორის ნაკრები სათანადოდ უნდა შევაფასოთ, თორემ დავისჯებით", - ამბობს სომეხთა ფორვარდი იური მოვსესიანი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირლანდია 3 2 0 1 6-4 6

2. რუსეთი 3 2 0 1 5-3 6

3. სლოვაკეთი 3 2 0 1 3-3 6

4. სომხეთი 3 1 1 1 5-4 4

5. მაკედონია 3 1 1 1 4-3 4

6. ანდორა 3 0 0 3 1-7 0

C ჯგუფი

ფარერები-ჩრ. ირლანდია 19:00

ესტონეთი-სლოვენია 22:30

იტალია-სერბეთი 22:50

დღის მატჩი: იტალია-სერბეთი

"სკუადრა აძურა" პარასკევის წაფორხილების შემდეგ გენუაში აპირებს გულშემატკივართა შემორიგებას, ამისთვის კი ძლიერი სერბეთის ნაკრებია დასამარცხებელი.

წინა ტურის გმირი უდავოდ ესტონეთის ნაკრებია, ტარმო რუუტლის გუნდმა სტუმრად 3:1 დაამარცხა სერბთა გუნდი. ტალინში რუუტლის რაიო პიროიას იმედი არ უნდა ჰქონდეს, ის დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ფორვარდ სერგეი ზენიოვის თამაშიც. მიუხედავად ამისა, სლოვენიელთა თავკაცი მატიაჟ კეკი ტალინში "რეალურ ტესტს" წინასწარმეტყველებს. კეკი ახლა ფიქრობს დააყენოს თუ არა ფარერელებთან ჰეთ-თრიკის ავტორი ტიმ მატავჟი, თუ ის ანდრაჟ კირმით შეცვალოს, რომელსაც დაცვის დახმარებაც არ ეთაკილება.

ტოფტირში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ცივი ამინდი და 10 კაცით დაცვაში მოთამაშე კუნძულელთა ნაკრები ელის. "ჩვენ ნამდვილი პროფესიონალები ვართ და ყველანაირ პირობებში უნდა ვითამაშოთ, როცა იტალიას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩები, მოგების ყველა შანსი უნდა გამოიყენო", - ამბობს ირლანდიელთა ფორვარდი დევიდ ჰილი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 3 2 1 0 7-1 7

2. ესტონეთი 3 2 0 1 6-4 6

3. სლოვენია 3 1 1 1 6-3 4

4. სერბეთი 3 1 1 1 5-4 4

5. ჩრ. ირლანდია 2 1 1 0 1-0 4

6. ფარერები 4 0 0 4 2-15 0

D ჯგუფი

ბელარუსი-ალბანეთი 21:30

საფრანგეთი-ლუქსემბურგი 23:00

დღის მატჩი: საფრანგეთი-ლუქსემბურგი

ლორან ბლანის ნაკრები აუტსაიდერს ქალაქ მეცში დაუხვდება. არ ვიცით, რამდენად დაეხმარებათ ეს ლუქსემბურგელებს და რამდენად იგრძნობენ თავს საკუთარ სახლში - მეცი ხომ ხუთჯერ უფრო ახლოსაა ლუქსემბურგთან, ვიდრე - პარიზთან. "ლე ბლეს" არავინ დამტვრევია, პირიქით, ნახევარმცველი აბუ დიაბი, რომელმაც რუმინელებთან თამაში ვერ შეძლო, გამოჯანმრთელდა. რუმინელებთან შეცვლაზე შედეგიანად შევიდნენ ლოიკ რემი და დიმიტრი პაიე, ახლა ორივე ფორვარდს სასტარტოში უპირებენ დაყენებას: "უაზრო რისკი არ მსურს, მაგრამ ამ ბიჭებმა თავი გამოიჩინეს და უნდა დაუფასდეთ", - ამტკიცებს ლორან ბლანი.

ფრანგები 14-ჯერ შეხვდნენ მეზობლებს და 13-ჯერ მოუგეს, ერთხელ კი დამარცხდნენ (!), შინ "მამლებმა" 6-ვე მატჩი მოიგეს. ოფიციალურ მატჩებში ბურთების სხვაობას აღარ იკითხავთ? - 48-5. და მაინც, რა მოხდა იმ ერთ მატჩში? ძნელი სათქმელია, ძალიან დიდი ხნის წინათ, 1914 წელს ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგმა 5:4 გაიმარჯვა და ვინმე ჟან მასარმა პოკერი შეასრულა ფრანგთა კარში.

მინსკში ბელარუის და ალბანეთის ნაკრებები 3 ქულისთვის იბრძოლებენ. ორივე გუნდს კარგი სტარტი გამოუვიდა ევრო 2012-ზე, ორივე ჯერაც დაუმარხებელია. ბერნდ შტანგე ვერ ივიწყებს ლუქსემბურგელებთან დაკარგულ ქულებს, საფრანგეთის დამმარცხებელმა გუნდმა ხომ ლუქსემბურგის ნაკრებთან წაიფორხილა: "ძალიან მწყდება გული, მთელი თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა და..."

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 3 2 0 1 4-1 6

2. ალბანეთი 3 1 2 0 3-2 5

3. ბელარუსი 3 1 2 0 1-0 5

4. ბოსნია 3 1 1 1 4-3 4

5. რუმინეთი 3 0 2 1 1-3 2

6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 0-4 1

E ჯგუფი

ფინეთი-უნგრეთი 19:30

ჰოლანდია-შვედეთი 22:30

სან მარინო-მოლდოვა 22:30

დღის მატჩი: ჰოლანდია-შვედეთი

"ამსტერდამ არენა" ძალზე საინტერესო მატჩს ელის, შვედეთი ჰოლანდიაში 100%-იანი შედეგით და გოლის გაუშვებლად ჩადის. პირველად ამ გუნდებმა ასი წლის წინათ, ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშეს. ჰოლანდიელთა ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი ბრწყინვალე სანაკრებო ფორმაშია, სამ მატჩში მან 6 გოლი გაიტანა, ანუ ნაკრების გოლთა აბსოლუტური უმრავლესობა. გუნდის კაპიტანმა მარკ ვან ბომელმა კიშინოვში მუხლი იტკინა, მაგრამ საგანგაშო არაფერია - კაპიტანი სკანდინავიელებთან ითამაშებს.

შვედები დასვენებულნი არიან (პარასკევს არ უთამაშიათ). სტუმრებს არ ეყოლებათ "ტვენტეს" ნახევარმცველი ემირ ბაირამი, მას ფეხი აწუხებს. "თუ არ ჩავთვლით მუნდიალის ფინალს, რომელიც დამატებით დროში დათმეს, ჰოლანდიელები 2 წელიწადია არავის დაუმარხებია. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უმძიმესია", - აცხადებს შვედთა თავკაცი ერიკ ჰამრენი. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, როგორც ყოველთვის, ამბიციურია: "აქ ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით. ორივე გუნდი შეუტევს, ბრწყინვალე მატჩი გამოვა".

ეს ნაკრებები 21-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჰოლანდიის უპირატესობა არც ისე დიდია: 9 მოგება, 5 ფრე და 7 წაგება. ჰელსინკიში ფინეთი და უნგრეთი, ხოლო სერავალეში სან მარინო და მოლდოვა გაარკვევენ ურთიერთობას.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 3 3 0 0 8-1 9

2. შვედეთი 2 2 0 0 8-0 6

3. უნგრეთი 3 2 0 1 10-3 6

4. მოლდოვა 3 1 0 2 3-4 3

5. ფინეთი 2 0 0 2 1-4 0

6. სან მარინო 3 0 0 3 0-19 0

G ჯგუფი

შვეიცარია-უელსი 22:30

ინგლისი-ჩერნოგორია 23:00

დღის მატჩი: ინგლისი-ჩერნოგორია

ეს გუნდები ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ევრო-2012-ს ამ ჯგუფში ისეთი სტარტი ჰქონდა, რომ ორივე ნაკრები 100%-იანი შედეგით იწონებს თავს. ინგლისი გასაგებია, ხოლო ზლატკო კრანჩარის ჩერნოგორიის 9 ქულა და არც ერთი ბურთი გაშვებული, მართლაც საოცარია. ფაბიო კაპელოს პრობლემები მოსძალვებია, მხოლოდ ბოლო დროს დამტვრეულებს ჩამოვთვლით: არონ ლენონი, ფილ ჯაგეილკა, ჯონ ტერი... ნაშუადღევს მწვრთნელს დარენ ბენტზეც გადაუწურეს იმედი. მოკლედ, "ლომები" გაცხრილულები ხვდებიან სლავებს, მაგრამ მაინც აშკარა ფავორიტები არიან ამ მატჩის წინ. ჩერნოგორიელთა რიგებში ბრუნდება მილორად პეკოვიჩი, ნახევარმცველმა დისკვალიფიკაცია მოიხადა. ტრავმირებულები კრანჩარსაც ჰყავს - სავო პავიჩევიჩი (მუხლი), მილან იოვანოვიჩი (მხარი) და მარკო ბაშა (კოჭი).

"არ არის საჭირო ბევრი ლაპარაკი, თუ რა ტრადიციების მატარებელია ინგლისის ნაკრები, როგორი ძლიერი გუნდი ჰყავს მეტოქეს. ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ სულაც არ გვეშინია. დასაკარგი არც არაფერი გვაქვს. ასე რომ, ვითამაშოთ ფეხბურთი და ვცადოთ კიდევ ერთი სენსაციის გამოცხობა", - განაცხადა ჩერნოგორიელთა თავკაცმა.

მუნდიალის მონაწილე შვეიცარიასა და უელსს ჯერ ქულა არ აქვთ მოპოვებული. შვეიცარიელებს უელსთან მატჩში შეიძლება დააკლდნენ: შტეფან გრიხტინგი, ვალენტინ სტოკერი, სკოტ სუტერი და სტივ ვონ ბერგენი. ოტმარ ჰიტცფელდს კვირას ამ ოთხეულთან მუშაობის საშუალება არ ჰქონდა. უელსელთა დროებით მწვრთნელ ბრაიენ ფლინს კრის განტერი და სემ რიკეტსი დააკლდება (ორივე დისკვალიფიკაცია).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩერნოგორია 3 3 0 0 3-0 9

2. ინგლისი 2 2 0 0 7-1 6

3. ბულგარეთი 3 1 0 1 1-5 3

4. უელსი 2 0 0 2 0-2 0

5. შვეიცარია 2 0 0 2 1-4 0

H ჯგუფი

დანია-კვიპროსი 22:15

ისლანდია-პორტუგალია 23:45

დღის მატჩი: ისლანდია-პორტუგალია

პაულუ ბენტუს წარმატებული დებიუტის ასევე გაგრძელება სურს. რეიკიავიკში პორტუგალიელთა ახალმა თავკაცმა განაცხადა: "ჩვენი მიზანი ევრო-2012-ზე გასვლაა. ამ ორ თამაშში 6 ქულა დავგეგმე, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ჯერი მეორეზეა". ოლაფურ იოჰანესონს გამოცდილი, მაგრამ ფორმაში არ მყოფი ეიდურ გუდიონსენისა და ჰერმან ჰრეიდარსონის ეიმედება. დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა - "ლაუგარდალსვოლურზე" ყველა ბილეთი კარგა ხანია გაყიდულია. დანიის ნაკრები რეაბილიტაციას კვიპროსის დამარცხებით აპირებს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნორვეგია 3 3 0 0 5-2 9

2. პორტუგალია 3 1 1 1 7-6 4

3. დანია 2 1 0 1 2-3 3

4. კვიპროსი 2 0 1 1 5-6 1

5. ისლანდია 2 0 0 2 1-3 0

I ჯგუფი

ლიხტენშტაინი-ჩეხეთი 22:00

შოტლანდია-ესპანეთი 23:00

დღის მატჩი: შოტლანდია-ესპანეთი

თუ არ შეუტევ, გოლს ვერ გაიტან, თუ მოედანზე ფორვარდს არ გამოიყვან, როგორღა შეუტევ? ეს კითხვები სკოტთა თავკაც კრეიგ ლივაინს უნდა დავუსვათ, რომელმაც ჩეხებთან 4-6-0 ტაქტიკური სქემით ათამაშა გუნდი. ლივაინი ირწმუნება, რომ ჩეხებთან მატჩში ასე იყო საჭირო, აი, ესპანელებთან შევუტევთ და შევუტევთო (ან ეს რა ლოგიკაა), ვნახოთ - აგერ "ჰემპდენ პარკი" და "ფურია როხა".

"შოტლანდია ალბათ დაცვიდან გვეთამაშება, კონტრშეტევაში კი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მეტოქე ფიზიკურად ძლიერია, შოტლანდიაში კი ფანტასტიკური ფანები ჰყავთ. ყველაფერი იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვთქვა - გაგვიჭირდება სამი ქულის მოპოვება", - ფრთხილობს სანტი კასორლა, რომელიც ლიტველებთან შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში. ესპანელებს ჩაბი ალონსო დაუბრუნდა, სერხიო რამოსის ტრავმა კი არ გამოდგა სერიოზული და მარჯვენა მცველი შოტლანდიაში ითამაშებს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 2 0 0 7-1 6

2. შოტლანდია 3 1 1 1 2-2 4

3. ლიტვა 3 1 1 1 2-3 4

4. ჩეხეთი 2 1 0 1 1-1 3

5. ლიხტენშტაინი 2 0 0 2 1-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით