ინგლისური პრესა მატჩის დაწყებამდე ერთ ხმაში ღაღადებდა, რომ როჯერსისთვის ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
ინგლისური პრესა მატჩის დაწყებამდე ერთ ხმაში ღაღადებდა, რომ ბრენდან როჯერსისთვის ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

"ლივერპულის" ფეხბურთელებს ესმოდათ დამრიგებლის მდგომარეობა. ამიტომ ამბობდნენ, რომ მხოლოდ მოსაგებად იყვნენ შემართულნი. საბოლოოდ ეს განცხადებები განცხადებებად დარჩა.

მასპინძლებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სამიდ იესილმა შექმნა, მაგრამ თინეიჯერ გერმანელს თანამემამულე გერჰარდ ტრემელმა აჯობა.

მერე ჯო კოული გააქტიურდა, მაგრამ მისი დარტყმა მცველებმა დაბლოკეს, რასაც უსამა აისადისა და სტიუარტ დაუნინგის ჩაწოდებები მოჰყვა.

"სუონსი" კონტრშეტევაზე ცდილობდა თამაშის აწყობას და დროდადრო გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ რეალური შედეგის გარეშე. 28-ე წუთზე მიგელ მიჩუმ და პაბლო ერნანდესმა გაითამაშეს ბურთი, მაგრამ იდეალურად ითამაშა ჯეიმი კარაგერმა.

ვეტერანმა ბურთი ჩაჭრა. ესპანელების მომენტს დაუნინგმა შორი გასროლით უპასუხა. ტრემელმა მშვენიერ ნახტომში ბურთი კუთხურზე გადააგდო. 34-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: გოლი მეტისმეტად პროზაულ ვითარებაში გავიდა.

ჯონათან დე გუზმანის კუთხურისას მეორე სართულზე ჩიკო ფლორესმა სებატიან კოატესს აჯობა - 0:1. ამას მატჩის შინაარსში არაფერი შეუცვლია. "ლივერპული" ისევ თავგზაარეული ცდილობდა "გედების" კარების გასაღების პოვნას, უკანასკნელები კი თავის მხრივ კონტრშეტევებზე მწარედ იკბინებოდნენ.

მეორე ტაიმი მასპინძელმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ჯონჯო შელვის დარტყმამ მიზანს ვერ უწია; მერე სუარესი ვერ შესწვდა ფლანგურ ჩაწოდებას.

65-ე წუთზე სტივ ჯერარდმა შორიდან დასცხო და ძელს გაარტყა. დამატებაზე ბურთთან პირველი დაუნინგი გაჩნდა, მაგრამ მან 6-7 მეტრიდან წარმოუდგენელ სიტუაციაში ვერ გაიტანა. "სუონსიმ" საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი და "ლივერპულს" ინიციატივა დაათმობინა.

"გედებმა" ერთ შეტევაში სამი რეალური მომენტი შექმნეს. ბრედ ჯონსი მეტოქეს სამჯერვე მარტოდმარტო გაუმკლავდა. რას აკეთებდა ამ დროს "წითლების" დაცვა, ვერაფერს გეტყვით. 72-ე წუთზე უკვე მთელი "ლივერპული" ჩავარდა.

"სუონსიმ" კლასიკური კონტრშეტევის წყალობით მოახერხა მეორე გოლის გატანა. ფეხმარდმა ნათან დაიერმა ცარიელ კარებში შეაგორა - 0:2. ექვს წუთში ჯერარდმა ლუის სუარესს საჯარიმოდან ბურთი თავზე "დაასვა" - 1:2. მატჩის ინტრიგა გაცოცხლდა.

ურუგვაელ ფორვარდს ანგარიშის გათანაბრება რამდენჯერმე მართებდა, მაგრამ ხან მეკარე თამაშობდა კარგად, ხან თავად ლუისს ღალატობდა სიზუსტე. შეხვედრას წერტილი "გედებმა" დაუსვეს. მიჩუმ და დე გუზმანმა "ლივერპულის" დაცვა კიდევ ერთხელ გააბითურეს - 1:3.

ლივერპული-სუონსი 1:3

ლივერპული: ჯონსი, ჰენდერსონი, რობინსონი, კოატესი, კარაგერი, შელვი, ალენი, აისადი (65. სტერლინგი), დაუნინგი, ჯ. კოული (46. ჯერარდი), იესილი (46. სუარესი).

სუონსი: ტრემელი, ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო (58. მონკი), ბრიტონი, ე. რიჩარდსი, ნ. დაიერი, დე გუზმანი, პ. ერნანდესი (75. რუტლეჯი), მიჩუ, ს.ი. კი.

გოლები: 0:1 ჩიკო (34), 0:2 დაიერი (72), 1:2 სუარესი (78), 1:3 დე გუზმანი (90+4)

მატჩის შემდგომ

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "სუონსი" ჩვენზე აქტიური იყო. პირველ ტაიმში განსაკუთრებით ნელა ვმოძრაობდით. ჯერარდმა და სუარესმა დანარჩენ ფეხბურთელებს იმპულსი მისცეს, მაგრამ მოულოდნელად მეორე გოლი გავუშვით. რა სახიფათო მომენტებიც შევქმენით, იმათი რეალიზება იყო საჭირო. ასე რომ, დამნაშავის ძებნა მხოლოდ საკუთარ თავში გვმართებს".

მიქაელ ლაუდრუპი (სუონსი): "ენფილდზე" "ლივერპულის" დამარცხება განსაკუთრებული გრძნობაა, რადგან უჩვეულო აურის მქონე არენაა.

იმის მიუხედავად, რომ უცხოელი ვარ, ამას ცხადად ვგრძნობ. წარმომიდგენია, რას ნიშნავს ეს ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. ვფიქრობ, ბოლო მატჩებში აშკარა პროგრესს განვიცდით. ასევე უნდა გავაგრძელოთ".

მეხუთე ეტაპის წილისყრა უკვე გაიმართა.

ლიგის თასის 1/4-ფინალების კენჭისყრა. ერთმანეთს შეხვდებიან:

ლიდსი-ჩელსი

სუონსი-მიდლსბრო

ნორვიჩი-ასტონ ვილა

ბრედფორდი-არსენალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა