კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველი ჩოგანის სტატუსს სეზონში მეექვსე ტიტული დაუმატა

ტოკიოსა და პეკინის ტურნირები მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნების გამარჯვებით დასრულდა. იაპონიის დედაქალაქში რაფაელ ნადალის გამარჯვების შესახებ გუშინ ვწერდით, ჩინეთში კი წვიმის გამო გადადებული ფინალი ორშაბათს გაიმართა და იქ ნოვაკ ჯოკოვიჩმა იოლ გამარჯვებას მიაღწია.

გუშინ შანხაიში სეზონის ბოლო მასტერსი დაიწყო, სადაც ATP-ის საუკეთესო ოცეულის ყველა წევრმა მოიყარა თავი, მანამდე კი თითქმის ყველა წამყვანმა ჩოგბურთელმა ტოკიოსა და პეკინის "500" კატეგორიის ტურნირებში შეამოწმა თავისი მზადყოფნა. პირველი ათეულიდან მხოლოდ როჯერ ფედერერმა გადაწყვიტა დასვენება.

პეკინს ამ კატეგორიის ტურნირებს შორის ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი აქვს და ფაქტობრივად, პრესტიჟულობის მხრივ პირველია "დიდი სლემის" ჩემპიონატებისა და მასტერსების შემდეგ.

ტოკიოში ზედიზედ მეორე ტურნირი ითამაშა დიდ სპორტში დაბრუნებულმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, მაგრამ მას პირველ წრეში საშინელი დღე აყარა ესპანელმა ფელისიანო ლოპესმა - 3:6, 0:6. ზედიზედ მეორე წაგების შემდეგ, არგენტინელმა განაცხადი გამოიტანა შანხაის მასტერსიდან.

იაპონიის დედაქალაქში ბევრი ფავორიტისთვის მეოთხედფინალი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. სეზონის ბოლოს კვლავ კარგ ფორმაში შევიდა ხორვატი ივან ლუბიჩიჩი, რომელმაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოუგო ბრიტანელ ენდი მიურეის - 6:3, 6:2. ასევე ორ სეტში წააგო ნიკოლაი დავიდენკომ, რომელიც ამ კვირას შანხაიში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდება. რუსი 6:7, 4:6 დამარცხდა ამერიკელ ჯონ ისნერთან. ამავე ეტაპზე არ გაუმართლა შვედ რობინ სიოდერლინგს - მან მხოლოდ ორი ეისი ჩააწოდა და უშანსოდ იყო ესპანელი დავიდ ფერერის წინააღმდეგ.

ტოკიოში წარუმატებლად გამოვიდნენ ტომაშ ბედიხი და ფერნანდო ვერდასკო. ესპანელს მეტოქედ ფილიპ კოლშრაიბერი ჰყავდა და ამიტომაც მისი მარცხი სენსაციად არ შეფასდა, მით უმეტეს, რომ ესპანელი ზედიზედ მესამე ტურნირს გამოეთიშა პირველ წრეში. სამაგიეროდ სენსაცია იყო უიმბლდონის ფინალისტის - ბერდიხის წაგება ნაკლებად ცნობილ გერმანელ მიხაელ ბერერთან.

სანამ სხვა ფავორიტები წვალობდნენ, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იოლად მიიწევდა წინ. მსოფლიოს მეორე ჩოგანს ისიც დაეხმარა, რომ მეორე წრეში მის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა ამერიკელი მარდი ფიში. ჯოკოვიჩს ნახევარფინალში მცირე პრობლემები ისნერმა შეუქმნა, მაგრამ ტაი-ბრეიკის მოგების შემდეგ ნოვაკმა მეორე სეტი იოლად აიღო - 6:2. ამ გამარჯვებით სერბმა გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაში.

ფინალში ნოვაკს დავიდ ფერერი ელოდა, რომელმაც სამ სეტში დაძლია ლუბიჩიჩის წინააღმდეგობა - 6:4, 4:6, 6:4. გადამწყვეტი მატჩი ჯოკოვიჩის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ 3:1-ზე ჩოგბურთელებს პაუზის აღება მოუწიათ, რადგან პეკინში გაწვიმდა და მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ფინალისტები ცოტა ხნით დარჩნენ კორტზე. სერბი ბურთის მიმწოდებელ ბიჭებს კორტის გაშრობაშიც დაეხმარა - მოედნის ერთი ნაწილი გაამშრალა, შემდეგ კი ტორეროს სტილში დაიქნია პირსახოცი. ჩინურმა პუბლიკამ სათანადოდ შეაფასა ეს პატარა შოუ, მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა - ჩოგბურთელები გასახდელში გაუშვეს, მოგვიანებით კი ფინალი ორშაბათისთვის გადაიტანეს.

ჯოკოვიჩი და ფერერი ადგილობრივი დროით შუადღეზე დაბრუნდნენ კორტზე. თამაშში არაფერი შეცვლილა - ესპანელი ისევ ბევრს ცდებოდა და ნოვაკს უპირატესობის შესანარჩუნებლად კარგი მოწოდებაც ჰყოფნიდა. ფერერის თამაშში გარკვეული პროგრესი მეორე სეტში გამოჩნდა - ესპანელი შემტევ თამაშზე გადავიდა და თავიდან ნოვაკმა ალღო ვერ აუღო ამ ცვლილებას. სერბმა მხოლოდ თავისი მოწოდების დაკარგვის შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება. გადამწყვეტი აღმოჩნდა გეიმი 3:4-ზე, როცა ფერერმა ხუთი გეიმბოლი ვერ გამოიყენა და საკუთარი მოწოდება წააგო. დავიდი განაწყენდა და ზედიზედ ორი გეიმი დათმო - 4:6. ამით სერბმა შარშანდელი ტიტული დაიცვა, რომელიც მარინ ჩილიჩის დამარცხებით მოიპოვა.

ამის შემდეგ კორტზე ჩინეთის ღიას ქალი ფინალისტები გავიდნენ. მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის გულშემატკივრები ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნებოდნენ დანიელი ჩოგბურთელის ფავორიტობაში. მისმა გუშინდელმა მეტოქემ ვერა ზვონარევამ ძალიან მოუმატა თამაშს, გარდა ამისა, ვოზნიაცკი ზედიზედ სამი კვირაა შეუსვენებლივ თამაშობდა და ეს აუცილებლად დაეტყობოდა მის ფიზიკურ მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ მეოთხედფინალში კაროლინმა ფეხის ტრავმა მიიღო და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მწყობრიდან გამოსულიყო.

მაგრამ გუშინდელ ფინალში მსგავსი არაფერი მომხდარა. დანიელი შესანიშნავად გამოიყურებოდა - არც დაღლა ეტყობოდა და არც სამი დღის წინანდელი ტრავმის შედეგი. კაროლინმა შესანიშნავად გამოიყენა ყველა ის შანსი, რომელიც მეტოქის მოწოდებაზე მიიღო: სკანდინავიელს სულ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან სამი ბრეიკში გარდასახა. პირველ სეტში რუსი 3:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც ზედიზედ ხუთი გეიმი დათმო. მეორე სეტში ვოზნიაცკიმ დაისვენა, მესამეში კი ორი ბრეიკით 3:0 გაიჭრა წინ. აქედან მოყოლებული დანიელი იოლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას და საბოლოოდ, სეზონში მეექვსე ტიტული გაიფორმა.

ახლა ვოზნიაცკი რამდენიმე დღე დასვენებას აპირებს, რის შემდეგაც წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს. WTA-ის ჩემპიონატი დოჰაში ამ თვის ბოლო აიღებს სტარტს.

ATP

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 100 000 დოლარი

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ) 6:2, 6:4

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 100 000 დოლარი

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)- ვერა ზვონარევა (რუს, 8) 6:3, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა