თუ აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებში 20-წლამდელი ფალავნები გამოდიოდნენ, ახლა მათი ასაკი 1 წლით გაიზარდა
ვიდრე ძიუდოს წესებში გლობალურ ცვლილებებს ისევ ელოდებიან, ამასობაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ასაკი - თუ აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებში 20-წლამდელი ფალავნები გამოდიოდნენ, ახლა მათი ასაკი 1 წლით გაიზარდა და 21 წლამდე ექნებათ იქ ჭიდაობის უფლება; ჭაბუკების ასაკი კი 17-დან 18 წლამდე გაიზარდა. ამასთან, ჭაბუკებს მტკივნეული ილეთების გამოყენების ნებაც მიეცათ, რაშიც აქამდე შეზღუდულები იყვნენ. ორივე ცვლილება ძალაში გაისად, 1 იანვრიდან შევა.

ამასობაში გაირკვა, რომ წესებში მასშტაბურ ცვლილებებს აღარ შეიტანს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA). ყოველ შემთხვევაში, 19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე ამას არ გეგმავს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ჩვენც გაცნობეთ, რომ ნოემბერში ამ ფედერაციის კონგრესი უნდა გამართულიყო, სადაც ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ წესებში შესატანი ცვლილებები და წონითი კატეგორიების შეცვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ფედერაციაში FILA-დან წერილი მოვიდა, რომელიც ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ იუწყებოდა.

მასში ისიცაა ნათქვამი, რომ მომავალში თუ რამე შეიცვლება, თავდაპირველად ექსპერიმენტებს ასაკობრივ შეჯიბრებებში ჩაატარებენ და არა პირდაპირ უფროსებში. ცვლილებები პატარებში თუ გაამართლებს, დიდებში მერე გამოცდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა