3 ნოემბერს დიდ იტალიურ დერბიში ერთმანეთის პირისპირ ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი "იუვენტუსი" და "ინტერი" წარსდგებიან
"იუვენტუსის" და "ინტერის" დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდები სკუდეტოსთვის ეცილებიან ერთმანეთს.

გასულ ტურში, "ნერაძურიმ" მეორე ადგილზე აინაცვლა, "ნაპოლი" ჩააჩოჩა და "ბიანკონერის" კუდში ჩაუდგა.

მით უფრო საინტერესო ჩვენთვის, დიდ იტალიურ დერბიში ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგებიან.

იუვენტუსი VS ინტერი

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, ჯოვინკო.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - სილვესტრი, სამუელი, რანოკია - ძანეტი, გუარინი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო - კასანო, მილიტო.

როგორც ხედავთ, ორივე გუნდი 3-5-2 ტაქტიკით აპირებს თამაშს, ყოველ შემთხვევაში, პროგნოზები სწორედ ასეთი კეთდება.

პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბოლო პერიოდში, იტალიური საკლუბო ფეხბურთში სწორედ აღნიშნული სქემა დომინირებს. შესაბამისად, მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრში გაიმართება და უპირსტესობასაც ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც ცენტრს დაეპატრონება.

თუ ნახევარმცველებს გადავხედავთ, ფავორიტის სტატუსი ტურინელებს ეკუთვნით, მაგრამ ასეთ შეხვედრებში რაიმე პოროგნოზის გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

მოდი, ორივე გუნდის ბანაკში შევიხედოთ...

იუვენტუსი

სერია A-ს გასულ ტურში, ტურინელებმა ექსპერიმენტს მიმართეს და შემადგენლობა გვარიანად გადაახალისეს. მაგალითად, სასტარტოში იყვნენ ემანუელე ჯაკერინი და პაოლო დე ჩელიე, რომლებიც ბოლო დროს იშვიათად ხვდებიან ძირითადში.

თუ "გაძეტა დელო სპირტს" დავუჯერებთ, "ინტერთან" მატჩისთვის ტურინელები როტაციისგან თავს შეიკავებენ და იმ ფეხბურთელებს დაეყრდნობიან, რომლებზეც მიმდინარე სეზონში კეთდება აქცენტი.

ამასვე ადასტურებს "იუვეს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ანჯელო ალესიოს სიტყვები:

"მეტოქედ იმ რანგის გუნდი გვყავს, რომელიც დაცვაში არ ჩაჯდება და თავის შანსს არ დაელოდება. "ინტერი" შემოგვიტევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

რაც მთავარია, მოედნის ცენტრი უნდა ვაკონტროლოთ და ასეთ შემთხვევაში, მიზნის მიღწევა ბევრად გაგვიადვილდება. მიზანი გამარჯვებაა, თუმცა არც ფრე იქნება ტრაგედია".

ალესიოს პოზიცია გასაგებია - "იუვენტუს" "ინტერს" ოთხი ქულით უსწრებს და თუ სტატუსქვო შენარჩუნდება, ეს ნამდვილად არ იქნება ტრაგედია. თუმცა, "ვეკია სენიორას" მაქსიმალისტი გულშემატკივრები ჰყავს და ისინი, რა თქმა უნდა, მოგებას მოითხოვენ. თანაც, თუ ტურინელებმა მოიგეს, უშუალო კონკურენტს მთელი შვიდი ქულით გაუსწრებენ, ეს კი საკმაოდ სერიოზული განაცხადია.

თუ რაზეა განაცხადი, ამის თქმისგან, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.

ინტერი

მართალია, "ინტერი" თამაშს თამაშზე იგებს, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ეს იტალიურ საკლუბო ფეხბურთში არსებული კრიზისის შედეგი უფროა, ვიდრე მილანელთა უძლეველობის.

ამ კითხვაზე პასუხი ტურინულმა მატჩმა უნდა გასცეს და მართლაც საინტერესოა, როგორ წარსდგება ანდრეა სტრამაჩონის გუნდი მრისხანე მეტოქის წინაშე. აქვე, სწორედ სტრამაჩონის გადავცეთ სიტყვა:

"წინ დიდი მატჩია და ეს კარგად მაქვს გათავისებული. ეს იქნება ბრძოლა ექვსი ქულისთვის და მიზნადაც გამარჯვება გვაქვს დასახული. დიახ, მინდა, რომ "იუვეს" წაუგებელი მატჩების სერია დავასრულოთ და მეტოქეს კუდზე დავაჯდეთ.

კარგად მესმის, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება, რადგან "ვეკია სენიორა" შესანიშნავ ფორმაშია. საერთოდ, მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, "იუვე" გამაჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია, რომელიც არასდროს ნებდება".

"სამპდორიას’ წინააღმდეგ, "ინტერმა" სამი გამოკვეთილი შემტევით ითამაშა, თუმცა ტურინში ასე არ იქნება... სტრამაჩონი ანტონიო კასანოსა და დიეგო მილიტოს ტანდემს დაეყრდნობა, მათ უკან კი დაცვაზე ორიენტირებული ხუთეული იმოქმედებს.

დიახ, თუ "გაძეტას" ვერსია მართალია, მაშინ ანდრეას ერთობ ფრთხილი სტრატეგია შეურჩევია, რადგან ნახევარმცველებიდან შემტევი არც ერთს არ ეთქმის. ვალტერ გარგანო, ესტებან კამბიასო და ფრედი გუარინი უფრო საყრდენები არიან, ვიდრე გამთამაშებლები, ხავიერ ძანეტი და იუტო ნაგატომო კი უფრო ფლანგის მცველები, ვიდრე გარემარბები.

მოკლედ, ანდრეა ფრთხულობს და ვნახოთ, რას მოუტანს ეს სიფრთხილე.

ჩასაფრებული ნაპოლი

"ნაპოლი" შეეცდება, რომ დიდი იტალიური დერბით ისარგებლოს და პოზიციები გაიუმჯობესოს. ამ გაუმჯობესებაში დაწინაურება სულაც არ იგულისხმება - პირიქით, ვალტერ მაცარის მესამე ადგილზე ურჩევნია დარჩენა და თუ რატომ, ამას თავად ახსნის:

"ვის ვგულშემატკივრობ დიდ იტალიურ დერბიში? - ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და შესაბამისად, არ მსურს გამარჯვება "იუვენტუსს" დარჩეს.

ფრე ჩვენს სასარგებლოდ იქნება, მაგრამ თუ "ინტერი" მოიგებს, ეს კიდევ უფრო გამახარებს. ამით, საშუალება მოგვეცემა, რომ ლიდერს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ, ლიდერი კი ყველა შემთხვევაში "იუვენტუსი" იქნება.

რაც შეეხება ჩვენ თამაშს, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს... "ტორინო" ძლიერი გუნდია და იოლად არაფერს დათმობს. ედინსონ კავანი ისევ დაგვაკლდება, რაც ძალიან საწყენია. იმედია, მომდევნო ტურისთვის მაინც მოასწრებს გამოჯანმრთელებას".

ვალტერ მაცარის დიდი არჩევანი არ აქვს, შეტევის წინა ხაზზე ისევ გორან პანდევისა და ლორენცო ინსინიეს ტანდემს დაეყრდნობა, მათ უკან კი მარეკ ჰამშიკი ითამაშებს.

ამბობენ, რომ მაცარის გუნდს ჩავარდნა აქვს, ნეაპოლელები კი იმუქრებიან, "ტორინოსთან" ნახავთ როგორი მრისხანეა კრიზისში მყოფი "ნაპოლიო".

ვნახავთ...

იტალია. სერია A. XI ტური

3 ნოემბერი

მილანი-კიევო 21.00

დისკვალიფიკაცია: ბონერა (მილანი).

ტრავმა: მესბა, რობინიო, დე შილიო, შტრასერი, დიდაკ ვილა, ბოატენგი, ანტონინი - სკუიცი, პალოსკი, სარდო, ცეზარი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +15=3-2, (36-15)

იუვენტუსი-ინტერი 23.45

ტრავმა: კოუტინიო, ობი, მარიგა, სნეიდერი, კივუ, სტანკოვიჩი (ინტერი).

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +17=14-9, (49-37)

4 ნოემბერი

პესკარა-პარმა 15.30

დისკვალიფიკაცია: ბელფოდილი (პარმა).

ტრავმა: კრეშენცი, საველონი, ტერლიცი - ამაური, სანტაკროჩე, გალოპა.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ბოლონია-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: პორტანოვა - დანილო.

ტრავმა: აკვაფრესკა, კარვალიო, ხიმენესი, ნატალი - მურიელი, ბენეტია, პასკუალე, პინცი, დი ნატალე.

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +9=6-11, (28-34)

კატანია-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: სკული, კლოზე (ლაციო).

ტრავმა: კეკო, ტერაჩანო, აუგუსტინი, შაკა - ედერსონი, მარკეტი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +5=3-4, (12-14)

ფიორენტინა-კალიარი 18.00

დისკვალიფიკაცია: კონტი, ნაინგოლანი (კალიარი).

ტრავმა: კამპორეზე - არიაუდო, ავრამოვი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +15=7-6, (40-27)

ნაპოლი-ტორინო 18.00

ტრავმა: ცუნიგა, კავანი - სუჩუ.

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +2=8-4, (13-15)

სამპდორია-ატალანტა 18.00

დისკვალიფიკაცია: კოსტა, მუნარი, ბერნი - კაცოლა.

ტრავმა: ბერარდი, პოცი, კრსტიჩიჩი, მარესკა, ობიანგი - ფერი, რადოვანოვიჩი, ფერეირა პინტუ, კაპელი.

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +11=2-8, (36-30)

სიენა-ჯენოა 18.00

დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე, ნეტო (სიენა).

ტრავმა: მარტინესი, როდრიგესი, როზინა - როსი, იანკოვიჩი, ფერონეტი, ვარგასი, ბორიელო.

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +5=4-5, (17-15)

რომა-პალერმო 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).

ტრავმა: ლობონტი - მილანოვიჩი, ერნანდესი, დონატი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +9=3-6, (31-25)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იუვენტუსი

10

9

1

0

22-5

28

2

ინტერი

10

8

0

2

19-9

24

3

ნაპოლი

10

7

1

2

15-6

22

4

ლაციო

10

6

1

3

16-11

19

5

ფიორენტინა

10

5

3

2

12-7

18

6

პარმა

10

4

3

3

14-14

15

7

რომა

10

4

2

4

22-19

14

8

კალიარი

10

4

2

4

10-13

14

9

უდინეზე

10

3

4

3

13-15

13

10

ატალანტა

10

4

2

4

8-12

12

11

კატანია

10

3

3

4

11-16

12

12

მილანი

10

3

2

5

12-12

11

13

ტორინო

10

2

5

3

11-9

10

14

სამპდორია

10

3

2

5

12-14

10

15

კიევო

10

3

1

6

9-16

10

16

ჯენოა

10

2

3

6

10-14

9

17

პალერმო

10

1

5

4

8-13

8

18

პესკარა

10

2

2

6

6-17

8

19

ბოლონია

10

2

1

7

11-16

7

20

სიენა

10

2

3

5

11-14

3

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:

7 - ელ შაარავი (მილანი); 6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე), ლამელა (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიეგო მილიტო: "იუვენტუსს" პრობლემებს შევუქმნით

იტალია. სერია A. X ტურის მიმოხილვა: შეწყვეტილი ბოიკოტი და დაწყევლილი "ნაპოლი"

იტალია. სერია A. X ტური: სიცილიაში გადარჩენილი ქულა

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა