ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გოგიტა გოგუა: ქეცბაიამდე ნაკრებში რაც ხდებოდა, ყველამ კარგად იცის...

გოგიტა გოგუა: ქეცბაიამდე ნაკრებში რაც ხდებოდა, ყველამ კარგად იცის...

გოგიტა გოგუა "ლელოს" ლატვიაში გამგზავრებამდე ელაპარაკა ნაკრებზე, შეცვლილ ვითარებაზე, კლუბსა და სამომავლო გეგმებზე...

გოგიტა გოგუა "ლელოს" ლატვიაში გამგზავრებამდე ელაპარაკა ნაკრებზე, შეცვლილ ვითარებაზე, კლუბსა და სამომავლო გეგმებზე...

- გოგიტა, თქვენი აზრით, მალტის ნაკრებთან უფრო დამაჯერებლად რატომ ვერ მოვიგეთ?

- თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ მძიმე მატჩი გველოდა, რადგან რთულია, ითამაშო ნაკრებთან, რომელიც 90 წუთი დაცვაში ზის. ჩვენი იმედი სწრაფი გოლი იყო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და მალტელები 10 კაცით თავის საჯარიმოსთან დადგნენ. გასაგებია, ძლიერი გუნდი არაა, მაგრამ ასეთი გუნდის დაცვის გარღვევა რთულია, ზონები ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო. მალტელების გატეხვა სწრაფი შეტევებით შეიძლებოდა, მაგრამ ამის საშუალება ცუდმა მოედანმა წაგვართვა. კიდევ კარგი, ბოლო წუთზე მაინც გავიტანეთ. მიხარია, ეს სირაძემ რომ გააკეთა. დათო კლუბშიც კარგად გამოიყურება და მისი დამსახურებაცაა, ნალჩიკის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერებში რომ არის. სირაძე კარგ სეზონს ატარებს...

- მეორე ტაიმში მოედანზე ბევრად უფრო მობილიზებულები გამოხვედით. რა გითხრათ ქეცბაიამ გასახდელში ასეთი?

- უბრალოდ, ყველა ვხვდებოდით, რომ მალტასთან სახლში ფრესა და წაგებას შორის დიდი განსხვავება არც იყო და მთელი ძალებით შევუტიეთ. სიმართლე გითხრათ, მეორე ტაიმში ფეხებში ძალა აღარავის დაგვრჩა, რადგან ატალახებულმა მოედანმა ორმაგი ენერგია წაგვართვა, მაგრამ სტადიონზე იმდენი ხალხი მოვიდა, ვერც წარმოვიდგენდით და მათი გულისთვის თავი მოვიკალით. შესაძლოა, მოედნის უხარისხობაზე ლაპარაკი ხალხს უკვე მობეზრდა, მაგრამ ჩვენს ადგილზე წარმოიდგინეთ თავი - როგორია კოჭებამდე ტალახში თამაში? შეუძლებელია ნორმალური პასის გაკეთება, კაცის მოტყუება, გაქცევა... წვიმა სად არ მოსულა, ბევრ სტადიონზე მითამაშია, მათ შორის, რუსეთის ყველაზე პროვინციულ ქალაქებშიც, სადაც სულ უამინდობა, წვიმა, თოვლი ან სხვა უბედურებაა, მაგრამ ასეთი ატალახებული მოედანი არსად მინახავს. თითქმის ყველგან კარგი საფარია და საქართველოში ერთი ხარისხიანი მოედნის დაგება, თანაც დედაქალაქში, რა პრობლემა გახდა? სამწუხაროდ, მაყურებელს ამ ნიუანსებს ვერ აუხსნი, რადგან მისთვის მთავარი გამარჯვებაა. ბევრისთვის კი დაუჯერებელია, რომ მოედანმა, შესაძლოა, მოგებაში ხელი შეგიშალოს. არადა, ასეა... იმედია, ადრე თუ გვიან ნორმალურ საფარზე ჩვენც ვითამაშებთ...

- ჩვენთვის უკვე ყველა ნაკრები უხერხული მეტოქეა, მაგრამ ამჟამინდელ მეტოქე ლატვიასთან თამაში განსაკუთრებით გვიჭირდა...

- გეთანხმებით, ბოლო ორი წლის ჩაგდების შემდეგ ჩვენთვის იოლი მეტოქე მართლაც არ არსებობს. მალტასთან შედარებით, ლატვია ბევრად ძლიერი ნაკრებია. მათთან იმიტომ გვიჭირდა, რომ მაღლები, სწრაფები და ორგანიზებულები არიან. თუმცა დაცვიდან ძალიან მაგრადაც ვერ ამოდიან. უკეთესი კონტრშეტევებიც მინახავს და არა მგონია, ჩვენი კარგი თამაშის შემთხვევაში, ეს პლუსი გამოიყენონ. კარგია, ვერპაკოვსკისი რომ ვერ ითამაშებს, რადგან თამაში მის სისწრაფეზე აქვთ აწყობილი. თუმცა ფაქტია, რომ თბილისში ორი წლის წინ 1:3 წავაგეთ. ვფიქრობ, მთავარია ლატვიაში არ გავუშვათ...

- ქეცბაიას მოსვლით, თქვენთვის ნაკრების კარი გაიხსნა - ფაქტობრივად, სამი წელი ჩამოშორებული იყავით ეროვნულ გუნდს, ქეცბაიასთან კი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდით...

- ქეცბაიამდე ნაკრებში რაც ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. ეს არ იყო ფეხბურთი, ეს იყო პირად ინტერესებზე დამყარებული გუნდი. ნაკრების მოთამაშეებიც საქართველოს ჩემპიონატიდან მოვდივართ და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს პირველობაზე ეროვნული გუნდისთვის საინტერესო მოთამაშე არავინ იზრდება, თუმცა რუსეთის პრემირლიგიდან ფეხბურთელებს ბრაზილიის ნაკრებში იწვევენ და საქართველო არ კადრულობდა? ეს მხოლოდ პირადი მოტივებით იყო ნაკარნახები. საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, მაგრამ სალუქვაძე და კვირკველია რუსეთის ჩემპიონები გახდნენ და ათასში ერთხელ იწვევდნენ. ძალიან საწყენია, როდესაც კონკურენტზე ათი თავით მაღლა დგახარ და მაინც გივიწყებენ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი - რუსეთში თითქმის ყველა ქართველი თავისი კლუბის ლიდერია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თამაში შეგვიძლია. ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ პროგრესი ჩანს და დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

- საკლუბო საკითხებზეც ვილაპარაკოთ. ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გავხდები.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენით "ვიტესია" დაინტერესებული...

- შეიძლება, მაგრამ პირადად მე არავინ დამკავშირებია და ვერაფერს გეტყვით.

- ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს შეეჩვიეთ და ევროპაში გადასვლაზე არც ფიქრობთ...

- უმადურობა არ მახასიათებს და ისეც არ გაიგოთ, თითქოს რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლით უკმაყოფილო ვარ. მშვენიერი პირველობაა, მაღალი დონის კლუბები ჰყავთ და "ზენიტსა" და "სპარტაკში" მოხვედრა ძალიანაც გამიხარდებოდა. ნალჩიკის "სპარტაკშიც" მენდობიან და მიხარია, პრემიერლგის ხუთეულში რომ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ძლიერი ფინანსური ზურგი არ აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთზე ნამდვილად არ ვარ მიჯაჭვული და კარიერის ნალჩიკის "სპარტაკსა" და რუსეთში დასრულებაც არ მინდა. ჩემი ოცნება იყო და არის ევროპის ძლიერ ლიგასა და კლუბში გადასვლა. ეტყობა, ბევრმა არ იცის, კონტრაქტი რომ მიმთავრდება და ალბათ, ამის გამოა, ბევრი წინადადება რომ არ მიმიღია. ზოგადად, დაინტერესებული კლუბები არიან, მაგრამ კონკრეტული და გადაწყვეტილი არც ერთი არაა. დამთავრდება სეზონი და ყველაფერი გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა