ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ეს მალტასთან მატჩშიც ნათლად გამოჩნდა. კალაძემ მოედანზე დიდი სამუშაო შეასრულა და დაცვის გარდა შეტევით ოპერაციებშიც მონაწილეობდა...

ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ეს მალტასთან მატჩშიც ნათლად გამოჩნდა. კალაძემ მოედანზე დიდი სამუშაო შეასრულა და დაცვის გარდა შეტევით ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ დავით სირაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის თანაავტორობა სწორედ კალაძემ იკისრა. ვისაც კარგად ახსოვს ეს შეხვედრა, დაგვეთანხმება, რომ მარცხენა მცველად მოთამაშე კალაძე სისტემატურად მოძრაობდა "თავის" ფლანგზე და საგოლე გადაცემაც ამის ნაყოფი იყო.

"მალტის ნაკრებზე საკმაო ინფორმაცია გვქონდა. კარგად ვიცოდით, რომ ეს გუნდი მთელი შემადგენლობით დაცვაზეა ორიენტირებული და მწვავე კონტრშეტევებს ცდილობს. შესაბამისად, თავიდანვე რთულ თამაშს ველოდით და ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც. საგოლე მომენტები კი შევქმენით, მაგრამ ბურთის გატანა გაგვიჭირდა. თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და დაგვიფასდა კიდეც. შეხვედრა ნაგვიანებად გატანილი გოლით მოვიგეთ", - ასე იხსენებს 8 ოქტომბრის მატჩს კალაძე.

კაპიტანმა საუბარში მალტასთან მოგების მნიშვნელობასა და ნაკრების პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

"მართალია მალტას მოვუგეთ, მაგრამ ეს გამარჯვება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. თითქმის სამი წელიწადია, რაც ნაკრებს შესარჩევ ციკლში არ მოუგია. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვებაზე ბევრჯერ უფო მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩის მოგებაა. თუნდაც იმავე მალტასთან. მართალია ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებში რომ პროგრესია ამაზე რამდენიმე ფაქტრი მეტყველებს. ერთი ის, რომ უკვე 6-მატჩიანი წაუგებელია სერია გვაქვს. მეორე, ამ მოგებით ცხრილში უკვე ლიდერებში ვართ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესარჩევში ჩატარებულ 3 მატჩში უკვე 5 ქულა გვაქვს. უფრო მეტი, ვიდრე მთლიანად წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში... წინა შესარჩევში მხოლოდ 3 ქულის აღება მოვახერხეთ".

საინტერესოა, რა აზრისაა ნაკრების კაპიტანი რიგაში გასამართ მატჩზე: "რიგაში უფრო რთული მატჩი გველის. უკვე ვნახეთ მეტოქე გუნდის თამაშის ჩანაწერი და გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს. ლატვიის ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. განსაკუთრებით დაცვასა და თავდასხმაში. კომპაქტური, შეკრული გუნდია. ფიზიკური კონდიციებით, გამძლეობითა და სათამაშო დისციპლინით გამოირჩევა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ კი უკეთ თამაში გვმართებს. ლატვიაში მოგებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და იმედი მაქვს ეს თამაში ჩვენთვის მისაღები შედეგით დამთავრდება", - საუბრის ბოლოს აღნიშნა კახა კალაძემ.

zura uberi
მოვიგებთ აბა რას ვიზამთ.... დღეს ვგულშემატკივრობ ნაკრებს როგორც არასდროს (მარა როგორც ყოველთვის)
Gio Janiashvili
მოვიგებთ მოვიგებთ ნუ გეშინიათ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე