ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტორპედო-დინამო 2:2 - შესანიშნავი "ქართული კლასიკო" [VIDEO]

ტორპედო-დინამო 2:2 - შესანიშნავი "ქართული კლასიკო" [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
"ქართულ კლასიკოს" ინტრიგა არასდროს აკლდა და არც 4 ნოემბერს გამართული შეხვედრა იყო გამონაკლისი.

"დინამო" ქუთაისს ლიდერის რანგში სტუმრობდა და დუშან უჰრინის გუნდის მიზანი ლიდერობის კიდევ უფრო გამყარება იყო, ქუთათურებს კი (რომლებიც გასულ ტურში "ზუგდიდთან" დამარცხდნენ) საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისთვის და "დინამოსთან" ქულათა სხვაობის შემცირებისთვის უნდა ეზრუნათ.

კარგი ამინდი და ლამაზი საფეხბურთო გარემო საინტერესო მატჩის წინაპირობას იძლეოდა. ნიკა საბანაძის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, რომელიც "ტორპედოს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა, გუნდები ერთმანეთს ოპტიმალური შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ.

გია გეგუჩაძემაც და უჰრინმაც შემტევ ტაქტიკას მიმართეს. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ გუნდებმა გახსნილი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს. "კლასიკომ" იმედები ბოლომდე გაამართლა, შეხვედრა დაძაბული, საინტერესო და დინამიკური გამოდგა.

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაც უხვგოლიანი იყო, თუმცა XIII ტურში გულშემატკივრებმა ერთ-ერთი საუკეთესო "კლასიკო" იხილეს. გუნდებმა ერთმანეთს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზეს, ბურთი მოედნის ცენტრში, ფაქტობრივად, არ ჩერდებოდა და შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა.

დებიუტში "დინამო" უფრო აქტიურობდა. ტორპედოელებს ძალიან უჭირდათ ჯაბა დვალისა და ჩისკოს განეიტრალება, რომლებიც სტუმართაგან ყველაზე სახიფათოდ უტევდნენ. დვალმა დებიუტში მცველებს დაასწრო და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ მცირედით ააცილა.

გეგუჩაძის შეგირდებმა პასუხი არ დააყოვნეს: ელგუჯა გრიგალაშვილის აქტიურობის შემდეგ ბექა ტუღუშმა სტუმართა კარის ბადე გარედან შეარხია.

თამაშის "გახურებასთან" ერთად ორივე კართან იმატა სახიფათო მომენტებმა. ალვაროს ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჩისკოს თავური სულ მცირედით ასცდა სამიზნეს. ცოტა ხანში ყოფილმა ვალენსიელმა ჯარიმიდან ძელს გაარტყა ბურთი. დამატებაზე ლევან ხმალაძე ურტყამდა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა აკრობატულ ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.

მომდევნო 20 წუთი ამ შეხვედრაში ყველაზე დინამიკური და ლამაზი სანახავი გამოდგა. გუნდები "უკანმოუხედავად" უტევდნენ ერთმანეთს და მომენტი-მომენტზე იქმნებოდა.

თბილისელთა სწრაფ კონტრშეტევას მახვილი კუთხიდან ჩისკო აგვირგვინებდა, მაგრამ მიგინეიშვილმა კვლავ შესაშური რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა. ქუთაისელებმა სწრაფადვე უპასუხეს. საბანაძის არყოფნაში თავდასხმის ხაზში გიორგი ბერიაშვილთან შეწყვილებულმა ბექა ტუღუშმა დინამოელი მცველების სიმრავლე არად ჩააგდო, ბოლომდე იბრძოლა და იმდენი მოახერხა, რომ მისი უცნაური დარტყმის შემდეგ თბილისელები ხარიხამ იხსნა.

ქუთაისელთა მორიგ შეტევას კი ელგუჯა გრიგალაშვილის გოლი მოჰყვა. მისი დარტყმისას ბურთი ოთარ ხიზანეიშვილს მოხვდა ფეხზე და გიორგი ლორიამ ბურთის დამორჩილება ვეღარ მოახერხა.

გრიგალაშვილზე ცალკე უნდა ვთქვათ - "ტორპედოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი აშკარად გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. იგი 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო და გვარსაც აშკარად ამართლებდა: დინამოელებს მისი შეტევები გრიგალივით ატყდებოდა თავს; მეორე ტაიმში კი გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით მეკარისგან დაბალ კუთხეში ისე "ჩასვა" ბურთი, რომ ასეთ შესრულებას ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს...

ახლა კი პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ. უჰრინის შეგირდები გაშვებულ გოლს არ დაუბნევია. უფრო მეტიც, თბილისელებმა იაქტიურეს და მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება: გიორგი მერებაშვილის ფლანგურ ჩაწოდებას დვალმა საჯარიმოში მოხდენილი თავური მიაყოლა და მიგინეიშვილი უშანსოდ დატოვა.

აქ აშკარა იყო ქუთაისელთა ცენტრალურ მცველთა შეცდომა, რომლებმაც ჯერ ცუდად მოიგერიეს ბურთი, შემდეგ კი დვალს გოლის გატანის საშუალებაც მისცეს.

ტაიმის ბოლომდე ორივე კართან შეიქმნა სახიფათო ეპიზოდები, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში მოვლენები არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა. გრიგალაშვილის გოლს სტუმრებმა ალვაროს გოლით უპასუხეს, რომელიც მერებაშვილის ჯარიმას, გივი კვარაცხელიას აქტიურობასა და ქუთაისელი მცველების შეცდომას მოჰყვა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. ბერიაშვილის აქტიურობის შემდეგ შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ იხეირა. ბოლო წუთზე კი ქუთაისელები თავადვე გადაურჩნენ გაშვებულ გოლს: ჩისკოს კუთხურის შემდეგ ერთ-ერთ ტორპედოელს ბურთი საკუთარი კარისკენ მოეჭრა და მასპინძლები ძელმა იხსნა.

დრამატული მატჩი უხვგოლიანი ფრეთი დასრულდა. ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ლამაზი საფეხბურთო საღამო გვაჩუქეს...

სამწუხაროდ, ასეთ ლამაზ შეხვედრას მატჩის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაასვა დაღი. საქმე ისაა, რომ თამაშის დამთავრებისთანავე ტრიბუნებზე "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივართა შორის დაპირისპირება მოხდა და სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

მატჩის შემდეგ

დუშან უჰრინი (დინამო):

"ძალიან კარგი თამაში იყო. ქუთაისში მოგებისთვის ჩამოვედით და კარგადაც ვითამაშეთ. საწყის წუთებში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ლორიას შეცდომის შედეგად გოლი მივიღეთ...

არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა და ჩვენი მოგებაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ".

გია გეგუჩაძე (ტორპედო):

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მოგება გვსურდა და შემტევი შემადგენლობა დავაყენე. გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ და ალბათ, ამის გამო იყო, ჩვენს კართანაც არაერთი საგოლე მომენტი რომ შეიქმნა.

თუმცა ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ "დინამოს" უფრო მეტი შანსი ჰქონდა. მეტი თუ არა, ნაკლები საგოლე ეპიზოდები ჩვენც არ გვქონია..."

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური

ქუთაისი. ცენტრალური. 8000 მაყურებელი

ტორპედო-დინამო 2:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (30), 1:1 დვალი (37. მერებაშვილის პასით), 2:1 გრიგალაშვილი (53. დოლიძის პასით), 2:2 ალვარო (68)

ტორპედო დინამო

4-4-2 4-2-3-1

მიგინეიშვილი ლორია

რიგვავა სეთურიძე

კვახაძე გ. კვარაცხელია

ზ. ჭელიძე ხიზანეიშვილი

გ. გურული რეხვიაშვილი

დოლიძე ხმალაძე

გ. დათუნაიშვილი ძარია

კუხიანიძე მერებაშვილი

ე. გრიგალაშვილი ალვარო

ბერიაშვილი ჩისკო

ტუღუში დვალი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. გეგუჩაძე დ. უჰრინი

ტორპედო

62. დოლიძე - ფანცულაია

79. ტუღუში - ფირცხალავა

83. გრიგალაშვილი - გიგაური

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ვ. ბოლქვაძე

დინამო

84. მერებაშვილი - რობერტინიო

87. დვალი - ვოსკობოინიკოვი

სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ჯიღაური, გლიშიჩი

გაფრთხილება: რიგვავა (10), ხმალაძე (25), ძარია (54) ფირცხალავა (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა

სხვა მატჩები:

ჩიხურა-დილა 0:2 - ვინ შეაჩერებს გორელებს? ასეთი თამაშით ვერავინ! [VIDEO]

მეტალურგი-ზესტაფონი 1:1 - ლოგიკა და კურიოზი [VIDEO]

დინამო (ბთ)-ზუგდიდი 0:4 - კორიდა "ჩელე-არენაზე"

ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0 - მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ქართული ფეხბურთიდან

კოლხეთი-სიონი 0:1

გოლი: 0:1 რ.ჯიქია (80)

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

13

9

3

1

36-10

30

2

დილა

13

9

1

3

22-8

28

3

ტორპედო

13

8

2

3

29-12

26

4

ზუგდიდი

13

6

5

2

18-9

23

5

ჩიხურა

13

7

2

4

17-14

23

6

ზესტაფონი

13

6

3

4

16-9

21

7

მეტალურგი

13

5

1

7

9-18

16

8

ვიტ ჯორჯია

13

4

3

6

10-16

15

9

მერანი

13

4

1

8

7-23

13

10

სიონი

13

3

4

6

11-20

13

11

დინამო (ბთ)

13

2

2

9

10-26

8

12

კოლხეთი

13

0

3

10

5-25

3

ბომბარდირები:

დვალი (დინამო თბ) 10

ალვარო (დინამო თბ) 8

საბანაძე (ტორპედო) 7

ჩისკო (დინამო) 6

ჯორბენაძე (დინამო ბთ) 6

რ.ჯიქია (6) 6

მომდევნო ტური

11 ნოემბერი, კვირა

ზესტაფონი-ტორპედო

დინამო (თბ)-დინამო (ბთ)

ზუგდიდი-კოლხეთი

სიონი-დილა

ჩიხურა-ვიტ ჯორჯია

მერანი-მეტალურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• papuna

მსაჯობაზე რატომ არაფერს არ ამბობთ? თუ ფიქრობთ რომ მსაჯის შეცდომებმა არ დაასვა დაღი თამაშს ?

• giorgi

ეს ის ლორიაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას რო ელოდება? რეალიდან თუ ბარსელონიდან რო უნდა დაურეკონ? ეგ დინამოდანაც არ გაუშვან. თამაშის დროს მაგარ ოცნებებშია ეტყობა.

• giorgi

ეს ის ლორიაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას რო ელოდება? ბარსელონიდან თუ რეალიდან რო უნდა დაურეკონ? მაგან დინამოც არ დაკარგოს,ნამდვილად ოცნებებშია თამაშის დროს.

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა