როგორც იცით, 18 ოქტომბერს თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფი დაიწყება...

როგორც იცით, 18 ოქტომბერს თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფი დაიწყება. საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდში გამსვლელ საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრისთვის ეროვნულ სტადიონზე პოლონეთთან, ინგლისსა და შვედეთთან იბრძოლებს.

იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებამდე კვირაზე ნაკლებიღა გვრჩება, ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ლუკას ჰუფნაგელის თამაშის საკითხი. "ლელოს" მკითხველმა კარგად იცის, რომ ეს ნიჭიერი ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილია და დედით ქართველია. ლუკასმა საქართველოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა, მისმა ოჯახმაც ძალიან მოინდომა და ჰუფნაგელმა ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში პალანგის საერთაშირისო ტურნირზე იასპარეზა, სადაც საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი მიიღო.

თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო და ოფიციალურ ტურნირებში მის თამაშს წინ არაფერი ედგა, მაგრამ ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ჰუფნაგელისთვის ქართული პასპორტის აღება ფერხდებოდა. გუშინ ამ თემაზე ინფორმაციის გაგება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კობა ჟორჟიკაშვილისგან ვცადეთ, მაგრამ ახალი ვერაფერი შევიტყვეთ.

"ეს საკითხი ჯერ კიდევ არაა დადებითად გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც გვაქვს იმის იმედი, რომ ფორმალობების მოგვარება მოესწრება. ლუკასი გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ ქართული პასპორტი ყოველ მიზეზგარეშე ეკუთვნის, რადგან დედა საქართველოს მოქალაქე ჰყავს. მიკვირს, რატომ გაჭიანურდა ამ საკითხის დადებითად გადაჭრა. ჰუფნაგელი ჩვენი გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. უეფაში გუნდის განაცხადის შეტანამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ბუნებრივია, ლუკასისთვის ქართული პასპორტის აღება მანამდე უნდა მოვასწროთ", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.

ამ გაჭიანურებულ ამბავს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ლატვიიდან დაბრუნდება – იქ ქართული ფეხბურთის მესვეურები ლატვია-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრებად არიან წასულნი და ბუნებრივია, ჰუფნაგელის საკითხის დადებითად გადაწყვეტა მათ აკისრიათ.

ლუკასი კი საქართველოში სავარაუდოდ, ორიოდე დღეში ჩამოვა და აქ შეიტყობს, როგორ გადაწყდება მისი ამბავი. დაგვეთანხმებით, მეტისმეტად არასასიამოვნოა, როცა ქართული ფეხბურთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ზედ სანაკრებო შეხვედრების წინ წყდება. ღმერთმა, უდავოდ დიდი პერსპექტივის მქონე ტალანტი არ დავკარგოთ...

საბოლოოდ გამოირიცხა საქართველოს 17-წლამდელთა გერმანიაში მოთამაშე კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველის, "მიუნხენ 1860"-ის აღზრდილი ლუკა ჩხაიძის თამაში. ჰუფნაგელების მსგავსად, ჩხაიძეების ოჯახსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ლუკას საქართველოს სახელით ეთამაშა, მაგრამ იურიდიულად ჩხაიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ვერ ხერხდება, რადგან მამაც და დედაც გერმანიის მოქალაქეები ჰყავს. შეგახსენებთ, მან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში არცთუ დიდი ხნის წინ, სომხეთში გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

sasha
მინდა რომ ვცდებოდე მაგრამ ამ ვებ გვერდის მონაცემების მიხედვით ლუკასი 21 წლის არის http://www.fu-pa.de/spieler/lukas-hufnagel-4943.html და ირიცხება TSV Triftern გუნდში
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა