ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელი კომპანია "ვისოლი" 17 ოქტომბერს "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" შორის გასამართი მატჩისთვის გულშემატკივართა წამახალისებელ აქციას ატარებს...

ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელი კომპანია "ვისოლი" 17 ოქტომბერს "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" შორის გასამართი მატჩისთვის გულშემატკივართა წამახალისებელ აქციას ატარებს. 11 ოქტომბრიდან 17 ოქტომრის ჩათვლით ქუთაისში მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, ნებისმიერი ტიპის 20 ლიტრი საწვავის შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" მატჩზე დასასწრები ერთი ბილეთი. გუშინ კომპანია "ვისოლის" წარმომადგენლებმა და "ტორპედოს" ხელმძღვანელებმა ამ აქციას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნეს.

თორნიკე გურული ("ვისოლის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი): "კლუბის განვითარება ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის გუნდის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბავშთა ფეხბურთის განვითარება და გულშემატკივრების წახალისება. წინა ტურში "ტორპედო" -"დინამოს" შეხვედრამ ქომაგებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო. არანაკლები ინტერესით ელოდებიან ქუთათურები 17 ოქტომბერს "ზესტაფონთან" გასამართ მატჩს. ამჯერად მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება და მისი ღირებულება 2 ლარი იქნება, თუმცა აქციის ფარგლებში, 20 ლიტრი საწვავის შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს ბილეთი საჩუქრად გადაეცემათ. ეს აქცია პირველად ტარდება და თუ გაამართლა, მას მომდევნო მატჩების დროსაც მივმართავთ".

გიორგი პაპიაშვილი ("ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი): "ტორპედოს გულშემატკივრების მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და იმედი მაქვს, რომ 17-ში ქუთაისის სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება. ყველა ქუთაისელს ვთხოვ მოვიდეს სტადიონზე და ერთად შევქნათ ლამაზი საფეხბურთო გარემო. კარგი იქნება თუ გულშემატკივრები ყვითელ და მწვანე ფერებში გამოეწყობიან და საყვარელ გუნდს შეწყობილად უქომაგებენ... ეროვნული ნაკრების თამაშის გამო ჩემპიონატში საკმაოდ დიდი პაუზაა, რაც ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელია. "ზესტაფონთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ვემზადებით. მიმდინარეობს ორმაგი ვარჯიშები. ზესტაფონის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, "ტორპედო" ღირსეულად დაუდგება ფავორიტს. სატურნირო თვალსაზრისით ჩვენს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ამ მატჩში შანსები 50/50ზე იქნება... რაც შეეხება ვახტანგ კვარაცხელიას, მან ტრავმა მოიშუშა და ალბათ, "ზესტაფონთან" მატჩამდე ფორმაში ჩადგომასაც მოასწრებს".

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა