იტალიის სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონი "მონტეპასკი" თასის ფინალისტ "ვირტუსს" დაუპირისპირდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იტალიაში საუკეთესოა. სიენელებმა ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელები 82:64 დაამარცხეს...
იტალიის სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონი "მონტეპასკი" თასის ფინალისტ "ვირტუსს" დაუპირისპირდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იტალიაში საუკეთესოა. სიენელებმა ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელები 82:64 დაამარცხეს.

მატჩის მსვლელობაზე სალაპარაკო ბევრი არაფერია: "მონტეპასკიმ" პირველი მეოთხედი 25:18 მოიგო, დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ფორით გავიდა (48:36) და მეორე ტაიმში გამართული დაცვის წყალობით "ვირტუსს" თუნდაც 10 ქულით მიახლოვების უფლება არ მისცა. სხვებთან ერთად სიენელთა დაცვითი ზღუდის გადალახვა სანიკიძესაც გაუჭირდა. მან პირველ ტაიმში ერთი სამქულიანი ჩააგდო, მეორეში კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძელთა კალათი ვერ დალაშქრა. თუმცა დაცვაში ნაყოფიერად იმუშავა, მოხსნებიც ჰქონდა, ჩაჭრებიც და დაფარებებიც.

აი, ვიქტორ სანიკიძის სრული მონაგარი: 24 წუთი, 3 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 ორიანი), 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 პასი. ბოლონიელთაგან ყველაზე უკეთ ჯუზეპე პოეტამ ითამაშა - 17 ქულა მიითვალა (7-დან 3 სამქულიანი).

ერთით ნაკლები ქულა ჰქონდა მონტეპასკელ მაკალებს, რომელიც სუპერთასის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ", "ჩინლანდიას" თასისთვის "კრემონას" "დაეჭიდა". ამ გუნდებმა ორი კვირის წინაც ითამაშეს და მაშინ "კანტუმ" მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. როგორც ჩანს, ეს წაგება კარგად ახსოვდა კრემონელთა თავკაც ტომო მაჰორიჩს ("კიევში" მანუს წვრთნიდა), შეგირდები სათანადოდ განაწყო და ამჯერად გამარჯვება "კრემონას" დარჩა - 75:68.

მარკოიშვილი "კანტუს" 13 ქულით გაუძღვა. ძველ მეგობარს მიბაძა კრემონას უკრაინელმა ფორვარდმა არტურ დროზდოვმა - მანაც 13 ქულა მოაგროვა. ეს ორი კალათბურთელი ორი წლის წინათ მხარდამხარ იცავდა "კიევის" ღირსებას.

იტალიის "ლეგადუეში" მეორე ტურის მატჩი გამართა ნიკა მეტრეველის "რიმინიმ", რომელმაც "ფერარას" 21 ქულის სხვაობით სძლია - 76:55.

მე-19 ნომრით მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 10 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მეტოქის კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია, მატჩი სამი მოხსნით დაასრულა.

რიმინელები მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს "ფულგორთან" სტუმრად ჩაატარებენ. ამავე დღეს დაიწყება სერია A , რომლის სადებიუტო ტურში სანიკიძის ბოლონია მარკოიშვილის "კანტუს" მიიღებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა