2009-10 წლების სეზონში ლაშა გამყრელიძე გერმანულ "მიტელდოიჩერში" თამაშობდა. იმ სეზონში გუნდი ბუნდესლიგის დებიუტანტი იყო და მისგან საოცრებებს არავინ ელოდა...

2009-10 წლების სეზონში ლაშა გამყრელიძე გერმანულ "მიტელდოიჩერში" თამაშობდა. იმ სეზონში გუნდი ბუნდესლიგის დებიუტანტი იყო და მისგან საოცრებებს არავინ ელოდა. "დოიჩერმა" კი სეზონის სტარტზე გრანდები ერთმანეთზე მიაწყო და ლიდერთა შორის გაერია. ამ სეზონის დაწყების წინ ლაშას ვკითხე, "გისენთან" ერთადაც შარშანდელ სტარტს ხომ არ გეგმავ-მეთქი. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გისენელებს ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდათ. თუმცა სამი ტურის შემდეგ სწორედ შარშანდელს იმეორებს - "გისენიც" დაუმარცხებელია და ჩემპიონატს "ბროსებასკეტთან" და "ოლდენბურგთან" ერთად ლიდერობს.

მესამე ტურში ლაშას გუნდმა "ბაირეუთი" 73:67 დაამარცხა. ისევე, როგორც წინა მატჩებში, გამარჯვებულის ბედი ამჯერადაც ბოლო წამებზე გადაწყდა: სამი პერიოდი "გისენმა" თითო ქულის სხვაობით მოიგო და მეოთხეს სამქულიანი სხვაობით შეხვდა. ბოლო რაუნდის დასაწყისში კი სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა და მასპინძლებს ასეთი უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ. გისენელთაგან ბოლო ქულა გამყრელიძემ ჩააგდო და მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - 73:64. სირენასთან ერთად ბაირეუთელმა კემპბელმა სამქულიანით საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 73:67.

ლაშამ 31 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა ჩაიწერა.

15 ოქტომბერს "გისენს" "ოლდენბურგი" ელის. წაგება ჯერ არც ერთს უგემია.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა