ქუთაისელი ვეტერანი მორაგბე ფოთში რაგბის განვითარების შესახებ საუბრობს
რაც უნდა საკვირველი იყოს, ფოთში რაგბიმ სულ რაღაც თხუთმეტი წლის წინათ შეაბიჯა. ამ საქმის ინიციატორი და განმხორციელებელი ქუთაისელი ვეტერანი მორაგბე ამირან შავგულიძე გახლდათ, რომელმაც საპორტო ქალაქში სარაგბო სკოლა დააფუძნა. მას შემდეგ ფოთში რაგბი ვითარდება, წინ მიდის და სარაგბო კლუბ "კოლხი რაინდების" აღზრდილები, როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებშიც ხვდებიან.

- მალთაყვაში ჩვენი ძალებით შესანიშნავი სარაგბო ბაზა მოვაწყვეთ, რომელიც ფოთში არსებულ ბაზებს შორის, ყველა პარამეტრით საუკეთესოა. იქ ყველამ - მწვრთნელებმაც, ჩვენმა მეგობრებმაც და თავად ბავშვებმაც ფიზიკურად ვიშრომეთ და ერთიანი ძალებით მშვენიერი სარაგბო კერა შევქმენით, - გვიამბობს ამირან შავგულიძე

- თხუთმეტი წლის თავზე რით შეიძლება დაიკვეხნოს ფოთურმა რაგბიმ?

- პირველ ლიგაში გვყავს გუნდი, რომელიც მთლიანად სამოყვარულოა. მოთამაშეთა ნაწილი მუშაობს, ნაწილი სწავლობს. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით ხოლმე და ვვარჯიშობთ. უსახსრობის გამო მეტს ვერ ვახერხებთ.

ამ მორაგბეების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ისინი რაგბის სიყვარულის გამო მოდიან და ცდილობენ, ქალაქში სპორტის ეს სახეობა არ გაქრეს. სამწუხაროდ, არავინ გვეხმარება.

- რა მდგომარეობაა ბავშვთა რაგბიში?

- გვყავს გუნდები ჭაბუკთა B ლიგაში და რამდენიმე გუნდი საფესტივალო ასაკში. წლეულს B ლიგაში, მიმაჩნია, რომ წარმატებულად ვიასპარეზეთ. შეგვეძლო მესამე ადგილი დაგვეკავებინა, მაგრამ ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში თბილისის "აკადემიასთან" დავმარცხდით.

ამას, ცხადია, ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ფოთიდან დილის ექვს საათზე გავემგზავრეთ თბილისში. იმის საშუალება არ გვქონდა, რომ წინა დღეს ჩავსულიყავით. ბიჭებს საჭმელი რომ ეჭამათ, ფული მშობლებს გამოართვეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტი შეგვეძლო, შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.

ამასთან ერთად, ფოთში საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" სარაგბო სტადიონს გვიშენებს. ამჟამად ჩვენი ბაზა ქალაქგარეთაა და ასამდე ბავშვი ვარჯიშობს. ახალი სტადიონი თითქმის ქალაქის ცენტრშია და დარწმუნებული ვარ, მორაგბეთა რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ გაიზრდება.

- ფოთის სარაგბო სკოლამ უკვე მისცა ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ძლიერი მოთამაშე - დიმიტრი ბასილაია ამჟამად შოტლანდიურ "ედინბურგში" ასპარეზობს. თქვენი სკოლიდან ვინ შეიძლება გაჰყვეს მის კვალს?

- დიმიტრი ბასილაია საქართველოს ნაკრების წევრია. მან შესანიშნავად იასპარეზა შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სწორედ ამის გამო მოხდა, რომ საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის გუნდიდან თავი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ამოჰყო.

წლეულს საფრანგეთის გრანდში, პარიზის "სტად ფრანსეში" ჩაირიცხა ჩვენი სკოლის აღზრდილი, შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია.

ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ მაღალი დონის მორაგბედ ჩამოყალიბდეს და ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი.

კიდევ ერთი პირველხაზელი, ირაკლი მირცხულავა, უკვე ორი წელიწადია, საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის "ტარბში" ასპარეზობს. ის საქართველოს A ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდშიც მოუწია თამაში.

ახლახან პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზა ზაზა ხარებავამ, ხოლო ირაკლი ლოლუა 19-წლამდელთა ღირსებას იცავდა.

- რატომ არ ხერხდება ფოთში ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც უმაღლეს ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს?

- იმიტომ, რომ ყოველ წელიწადს რამდენიმე მორაგბეს ვკარგავთ. ზოგი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს და ქალაქიდან მიდის, ზოგს კი ხელფასს ვერ ვუხდით და იძულებულია, სხვა საქმეს ეწიოს. ფოთში სპორტი ძალიან ცუდ დღეშია.

მარტო რაგბის არ უჭირს. 15 წლის წინათ რომ ჩამოვედი, ფოთში ცხოვრება უფრო ჩქეფდა. ახლა ყველაფერი ჩამკვდარია. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ქალაქი ყველასგან მიტოვებულია.

ამასთან ერთად, საოცარია, მაგრამ ფოთში არსებული ცხრა სპორტული სკოლიდან ყველაზე წარმატებული ჩვენ ვართ, თუმცა ქალაქის მერიის სპორტის სამსახურიდან რატომღაც ყველაზე მცირე დაფინანსება ჩვენ გვაქვს.

მეტიც, ამ სტრუქტურიდან ვინმე ერთ თამაშზეც კი არ მოსულა და არ უკითხავს, რა გვიჭირს ან რა გვილხინს.

ასეთ პირობებში უმაღლესი ლიგის გუნდის შექმნა კი არა, ზოგადად, არსებობაც კი ძალიან ძნელია.

ფოტოზე: ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი დიმიტრი ბასილაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho
რაგბი ვერ განვითარდება ფოთში სანამ სრულფასოვანი უნივერსიტეტი არ ჩამოყალიბდება ქალაქში და არ მოუწევს ბავშვებს ქალაქიდან სასწავლებლად თბილიში წასვლა...არადა ძალიან ბევრი ნიჭიერი და მომავლის მქონე ბიჭი დაიკარგა უკვე მაგ ქალაქში და იკარგებიან ჯერ კიდევ უსახსრობის გამო...ასე რომ ვიგაცამ ხო უნდა მიხედოს ამას ბოლობოლო :X
Giorgi
მომეწონა სტატია მისი შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროა რეგიონების დონეზეც დაიწეროს პრობლემების შესახებ ინფორმაცია ასევე ბავშთა ლიგებზე და მათ წარმატებებზეც კარგი იქნება რომ ყურადღება მიექცეს მათი მოტივაციისთვის. შეიძლება თავიდან არა მომგებიანი და არაკომერციული ხასიათის იყოს მაგრამ თუ ამაზე მუშაობას დაიწყებენ ჟურნალისტები ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება უახლოეს მომავალში
zaza
მივესალმები რაგბის განვითარებას რეგიონებში მიმაჩნია, რომ მცირედ დახმარებას მუნიციპალიტეტი ან რომელიმე სახელმწიფო ორგანო მცირედით მაინც უნდა ეხმარებოდეს.მაგალიტად როგორც რუმინეთში და თუნდაც საფრანგეთში
orange
მივესალმები ფოთელების შემართებას.. საჭიროა გადაიდგას სწორი ნაბიჯები რეგიონებში რაგბის განვითარებისთვის. პირველი რიგში ადგილობრივი მთავრობა ქალაქის მერია უნდა ეხმარებოდეს გუნდს..
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს