"მანჩესტერ იუნაიტედის" 29 წლის ნახევარმცველს ოუენ ჰარგრივზს საკუთარ სხეულთან ბრძოლა მობეზრდა და განაცხადა, რომ ერთხელაც ცდის მოედანზე დაბრუნებას...
"მანჩესტერ იუნაიტედის" 29 წლის ნახევარმცველს ოუენ ჰარგრივზს საკუთარ სხეულთან ბრძოლა მობეზრდა და განაცხადა, რომ ერთხელაც ცდის მოედანზე დაბრუნებას და თუ კვლავ არაფერი გამოუვიდა, კარიერას დაასრულებს - კანადაში დაბადებულ და გერმანიაში დაღვინებულ ინგლისელს კვლავ ეძლევა შანსი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ბოლო ორ წელიწადში პირველად დაბრუნდეს.

ჰარგრივზი ამ ორი წლის განმავლობაში ორჯერ იყო "იუნაიტედის" ძირითადში დაბრუნებასთან ახლოს, მაგრამ ორივეჯერ არ გაუმართლა, ტრავმამ კვლავ დარია ხელი, ამდენმა იმედგაცრუებამ კი ის გადააწყვტინა რითაც ეს ინფორმაცია დავიწყეთ.

კლუბიდან გამოსული ცნობების თანახმად მანჩესტერელთა თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ჰნახევარმცველის ასეთი Dაჟინებით აღფრთოვანებულია. გარდა ამისა, ლეგენდარულ სქოთს ჰარგრივზი ვარჯიშებზეც ძალიან მოსწონებია და გადაუწყვეტია ის 26 ოქტომბერს "ქარლინგის თასზე" "ვულვერჰემპტონთან" ათამაშოს.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა ეს ინფორმაცია თავიანთი არხებით გადაამოწმეს და ოუენ ჰარგრივზის მეგობარს მიაკითხეს, რომელმაც თქვა:

"ოუენმა აქამდეც ყველა ღონე იხმარა, მოედანზე რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ ტკივილი არ აძლევდა საშუალებას. ახლა მან თავიდან მოიკრიბა ძალ-ღონე და გადაწყვიტა ერთხელაც სცადოს ბედი. თუ ორგანიზმი კვლავ არ მისცემს ფეხბურთში დაბუნების საშუალებას, მაშინ ის კარიერას წერტილს დაუსვამს. მუხლში აუტანელმა ტკივილმა ის მარტო ბურთის თამაშში კი არ შეზღუდა, ყოველდღიურ, სამოქალაქო ცხოვრებაშიც პრობლემები შეუქმნა".

ოუენ ჰარგრივზი მიუნხენის "ბაიერნიდან" "იუნაიტედში" 2007 წლის ზაფხულზე გადავიდა, მაგრამ მას მერე, სამი წლის განმავლობაში, თავიდან მხოლოდ და მხოლოდ 25 შეხვედრაში ითამაშა. 2008 წლის ნოემბერში ჰარგრივზმა მარჯვენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა, სამი თვის მერე კი მარცხენა მუხლის ოპერაციის გაკეთებაც მოუხდა.

გასულ სეზონის ბოლოსწინა ტურში ნახევარმცველი, "სანდერლენდთან" შეხვედრაში, ორი წუთით შევიდა მოედანზე და ეს თითქოს სიკეთის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზაფხულზე ვარჯიშების დროს კვლავ ტკივილმა და პრობლემამ იჩინა თავი.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა