რუსულ ხანტი-მანსიისკში 11 ნოემბერს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება
რუსულ ხანტი-მანსიისკში 11 ნოემბერს დაიწყება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი (საპრიზო ფონდი 450 000 დოლარი), რომელშიც 33 ქვეყნის 64 წარმომადგენელი ნოკაუტსისტემით დაფნის გვირგვინისთვის იბრძოლებს.

შეჯიბრება ექვსი რაუნდისგან შედგება. პირველ ხუთ ეტაპზე ასპარეზობის მონაწილენი ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. ფინალში მეტოქეები ოთხჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. თუ ძირითადი ორთაბრძოლები უძლიერესებს ვერ გამოავლენს, მაშინ დაინიშნება ტაიბრეიკები 25, 10 და ხუთწუთიანი პარტიებით, შესაბამისად, თითოეულ სვლაზე 10-10 და 3-3 წამის დამატებით.

ქართველთაგან გვირგვინისთვის ბრძოლაში ბელა ხოტენაშვილი (2504), ლელა ჯავახიშვილი (2455), ნინო ხურციძე (2428) და სოფიკო ხუხაშვილი (2383) ჩაებმებიან. პირველ წრეში ისინი მარიზა არიბასს (კუბა, 2273), ანასტასია ბოდნარუკს (რუსეთი, 2415), ელენა დემბოს (საბერძნეთი, 2454) და ელინა დანიელიანს (სომხეთი, 2476) დაუპირისპირდებიან.

შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ ლელა ჯავახიშვილს ვესაუბრე, რომელსაც კარიერის განმავლობაში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია: სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი საქართველოს ორგზის ჩემპიონია.

დანარჩენი შედეგები: მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე - 2006 წელს მე-3 დაფაზე ბრინჯაოს მედალი, 2008 წელს გუნდური ჩემპიონობა, 2010 წელს გუნდური მე-3 ადგილი; მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე - 2007 წელს მე-2 დაფაზე ვერცხლის მედალი, 2011 წელს გუნდური მე-3 ადგილი; ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე - 2009 წელს გუნდური ვერცხლი და მე-2 დაფაზე ოქრო, 2011 წელს გუნდური მე-3 ადგილი; ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე - ორგზის ჩემპიონი, ოთხგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.

- 2010 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილის დაკავებით მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებში მეხუთედ მონაწილეობის უფლება მოვიპოვე.

წინა ორ შეჯიბრებაში საუკეთესო შედეგი მეორე წრეში გაღწევა იყო, - გვითხრა ლელამ, - 2008 წელს, როცა ჩინებულ სპორტულ ფორმაში ვიყავით, აგვისტოს ომის გამო ნალჩიკის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ვთქვით, შარშანწინ დედა გავხდი და ტურნირზე გამგზავრება ვერ მოვახერხე.

- გამოდის, რომ მესამე ცდისთვის ემზადები. მეტოქეზე რას იტყვი?

- 20 წლის რუსი დიდოსტატი ანასტასია ბოდნარუკი საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული მოჭადრაკეა. მის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მაგრამ ბოდნარუკის შემოქმედებას კარგად ვიცნობ.

შარშან ერთად გამოვდიოდით ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე რუმინეთის "ტიმოშოარას" შემადგენლობაში და ვერცხლის მედალიც დავიმსახურეთ. ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ეტაპის გადალახვა არ უნდა გამიჭირდეს.

რაც შეეხება ჩემპიონატისთვის მომზადებას, სამწუხაროდ, ფედერაციას ჩემთვის დახმარება არ გაუწევია, არც მწვრთნელი მეყოლება ხანტი-მანსიისკში; მხოლოდ გზას და პირველ რაუნდს დამიფინანსებენ. დღეს 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა იწყება.

შეჯიბრების მონაწილე ქართველებს ჩვენმა ფედერაციამ შეკრებაც მოუწყო და ორი მწვრთნელიც გააყოლა სლოვენიაში.

ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ უფროსების მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო პრიორიტეტული არ უნდა ყოფილიყო?!.

რაც შევძელი, საკუთარი შესაძლებლობებით ვივარჯიშე, 10 დღის განმავლობაში დიდოსტატი დავით ჯოჯუა მამეცადინებდა. პრობლემების მიუხედავად, უიმედოდ არ ვარ და ვეცდები, ქომაგები გავახარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
რატომაა ლელა უკმაყოფილო?ყოველთვის ეხმარებოდა ნაკრების წევრებს ფედერაცია და რა თქმა უნდა მასაც წლების განმავლობაში.ბავშვებს კი რა მოხდა ბოლო ორი წელია რომ ეხმარებიან
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა