"ატლანტას" ქართველმა ცენტრმა 33,47 წუთი ითამაშა, სადაც 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა
ქართველმა ცენტრმა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე თავგანწირულად მებრძოლ გუნდ "ინდიანასთან" ბრწყინვალედ ითამაშა, ფარზე ბატონობა არავის დაუთმო და "ატლანტა ჰოუქსის"გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ამასთან, ეს იყო ფაჩულიას სეზონის პირველი მატჩი სასტარტო ხუთეულში, ოღონდ ამის მიზეზი ალ ჰორფორდის ტრავმა არ ყოფილა. მწვრთნელმა გუნდის ორივე ნომინალური ცენტრი ხუთეულში გაამწესა და ორივეს თითქმის თანაბარი სათამაშო დრო უბოძა.

ქართველი ცენტრი მოედანზე 33,47 წუთი იმყოფებოდა. ატლანტელთაგან მასზე მეტი, ისიც მხოლოდ 1 წუთით, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა ითამაშა.

ფაჩულია ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომელიც ეფექტურობით არ გამოირჩევა, მაგრამ ნებისმიერი გუნდისთვის ჰაერივით საჭიროა.

ზაზა დაცვაში იდგა და ფარქვეშ ეგრეთ წოდებულ წმენდით სამუშაოებს ასრულებდა. მან ნებისმიერ ოპონენტზე მინიმუმ 2-ჯერ მეტი მოხსნა მოაგროვა. ინდიანელთა შორის ყველაზე მეტი, 7 ფარიდან ასხლეტილი ბურთი როი ჰიბერტიმ და პოლ ჯორჯმა მოიხელთეს, ხოლო "ატლანტაში" ზაზას მერე ყველაზე მეტი მოხსნა ალ ჰორფორდს (9) ჰქონდა.

რაც შეეხება ქულებს, ქართველმა ცენტრმა ინდიანელთა კალათს 5-ჯერ შეუტია და 3 ტყორცნა ჩააგდო. ზაზას საბოლოო სტატისტიკური მაჩვენებლებია: 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაკარგვა. ატლანტელთაგან საუკეთესოდ გამთამაშებელი ჯეფ ტიგი დასახელდა, რომელმაც 15 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოინაგრა.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც "ატლანტა" 12 ქულით ჩამორჩებოდა. გადამწყვეტი 12-წუთეული ატლანტელებმა 24:9 მოიგეს და საბოლოოდ 89:86 გაიმარჯვეს.

ატლანტელებმა სეზონის წაგებით დაწყების შემდეგ უკვე მეორე მატჩი მოიგეს. მომდევნო შეხვედრა ზაზას გუნდს შინ 9 ნოემბერს, "მაიამისთან" ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა