8 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა
8 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შედიოდა:

1. საქართველოს 2012/13 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების პირველობის, თასის გათამაშების დებულებაში დამატების შეტანის შესახებ.

2. სხვადასხვა ასაკის ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის სახელობითი თასის გათამაშებების დებულებების დამტკიცების შესახებ.

3. სფფ-ის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების შესახებ.

4. სხვადასხვა

რაც შეეხება პირველ საკითხს, დებულებაში ამ ცვლილების შეტანის დაჩქარება, დიდწილად გამოიწვია ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის (ტორპედო - დინამო თბილისი) შემდეგ, ქუთაისში მომხდარმა ინციდენტმა, როცა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა "დინამოს" ფანკლუბის კუთვნილი ავტობუსი დააზიანეს.

ამიერიდან, დებულების 7.16 მუხლს დაემატა ერთი პუნქტი, შემდეგი რედაქციით: "მასპინძელი კლუბი, რომლის მინდორზეც ტარდება შეხვედრა, ვალდებულია: უზრუნველყოს მსაჯთა ბრიგადის, დელეგატის, მსაჯთა დამკვირვებლის და სტუმართა გუნდის მატჩის დამთავრების შემდეგ უსაფრთხო გაცილება ქალაქიდან."

აღმასკომზე, ასევე, დამტკიცდა, რომ ზამთრის შესვენებისას, დეკემბერ-იანვარში, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციები, ბავშვთა ასაკებში ორგანიზებას გაუწევენ და ჩაატარებენ ხუთი სახელობითი თასის გათამაშებას.

ესენი იქნება: ზაურ კალოევის, ვიტალი დარასელიას, სლავა მეტრეველის, სერგო კოტრიკაძისა და რამაზ შენგელიას სახელობის თასები.

მესამე საკითხად, აღასკომმა იმსჯელა ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების შესახებ.

მსგავსი პრეცენდენტები უკვე არსებობს არაერთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში და თვით ფიფასა და უეფაში. საპატიო პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

საპატიო პრეზიდენტს საშუალება ექნება, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა წარმოადგინოს ფიფასა და უეფაში. ასევე, დაესწროს აღმასკომის სხდომებს, ყრილობებს.

gff.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა