ინგლისის ნაკრების თავკაცმა არ გაითვალისწინა არსენ ვენგერის თხოვნა და ჯეკ უილშირი ნაკრებში გამოიძახა
უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხების შემდეგ "არსენალის" დამრიგებელმა არსენ ვენგერმა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ეროვნულ ნაკრებში ჯეკ უილშირის გამოძახებისგან.

მიზეზი ცხადია, ფეხბურთელი 15-თვიანი პაუზის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის სათანადო ფორმაში და თანაც, მას აუცილებლად სჭირდება კარგად დასვენება.

8 ნოემბერს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდზე ჰოჯსონის რჩეულთა სია გამოქვეყნდა. 65 წლის სპეციალისტმა ვენგერის თხოვნა არ გაითვალისწინა და ჯეკს შეკრებაზე უხმო.

ნაკრებში მიიწვიეს "ევერტონის" 31 წლის ნახევარმცველი ლეონ ოსმანიც. ვეტერანი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და ეს ფაქტი არავის გაჰკვირვებია.

ინგლისის ნაკრები შეხვედრას 14 ნოემბერს სტოკჰოლმის 65-ათასიან ახლად აშენებულ "სვედბანკ არენაზე" გამართავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტივენ ჯერარდისთვის ეს მე-100 თამაში იქნება ნაკრების რიგებში.

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (სელტიკი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ რადი (ნორვიჩი)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), გარი კეჰილი, რაიან ბერტრანი (ორივე ჩელსი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), სტივენ კოლკერი, კაილ უოლკერი (ორივე ტოტენჰემი), რაიან შოუკროსი (სტოკი)

ნახევარმცველები: ეშლი იანგი, ტომ კლევერლი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), ლეონ ოსმანი (ევერტონი), სტივენ ჯერარდი, ჯონჯო შელვი, რაჰემ სტერლინგი (ყველა ლივერპული), აარონ ლენონი (ტოტენჰემი), ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი (ორივე არსენალი)

თავდამსხმელები: უეინ რუნი, დენი უელბეკი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), დენიელ სტარიჯი (ჩელსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა