ესპანელი თავდამსხმელისთვის, რომელმაც "ლივერპულში" სამწელიწადნახევარი გაატარა, საუკეთესო პარტნიორად სტივენ ჯერარდი რჩება
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა იქამდე, ვიდრე 2011 წლის იანვარში "სტემფორდ ბრიჯზე" ამოჰყოფდა თავს, "ლივერპულში" 3.5 წელი გაატარა.

"ელ ნინიოს" შეფასებით, ეს პერიოდი ყველაზე წარმატებული იყო მის კარიერაში. ფერნანდოსთვის საუკეთესო პარტნიორად დღემდე "წითლების" კაპიტანი სტივენ ჯერარდი რჩება.

ესპანელი აღფრთოვანებულია მეგობრის მიღწევით, "ნიუკასლთან" ჯერარდმა ხომ მშობლიური გუნდის ღირსება კარიერაში მეექვსასედ დაიცვა. აი, რას ამბობს ის:

"ვფიქრობ, რომ 600 თამაში უნიკალური მიღწევაა. ზუსტად 3,5 წლის განმავლობაში ვტკბებოდი მასთან ერთად თამაშით, რაც ყოველთვის უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებდა.

ეს ალბათ საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. სწორედ "ლივერპულში" ჩამოვყალიბდი იმ ფეხბურთელად, რაც ვარ.

მიხარია სტივის წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ბევრჯერ ითამაშებს. ჯერარდს გამარჯვებულისა და ნამდვილი კაპიტნის მენტალიტეტი აქვს. ის იმ ფეხბურთელების რიცხვში შედის, რომელიც ყველა უყვარს.

სტივი ყველას ეხმარება. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. როცა ინგლისში ჩამოვედი, ის ყოველმხრივ გვერდში დამიდგა და სერიოზული გავლენა იქონია ჩემს თამაშზეც.

სტამბულში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როცა "ლივერპულმა" 3-ბურთიანი ფორმა ამოქაჩა და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა, უშუალოდ მისთვის თუ კლუბის ყველა ფანისთვის განსაკუთრებულ მომენტად იქცა.

სტივი ძალიან ამაყობს, რომ თავის გუნდთან ერთად ამხელა წარმატებას მიაღწია. თუმცა ის მატჩი ერთადერთი არ არის, რასაც მან მიაღწია.

გადით ქუჩაში და ნებისმიერ გამვლელს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ მასზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს მოგიყვებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა